Logo

2018 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

title

           

                    2018 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

„უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანია"


 
 
2018 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიის”  მიზანია ქვეყნის მასშტაბით სისხლის უანგარო, რეგუალრული დონორობის პოპულარიზაცია და უანგარო, რეგულარული დონორების მოზიდვა ნებაყოფლობითი დონორების საერთო რიცხვის გაზრდის მიზნით.


აღნიშნულ კამპანიას აქვს შემდეგი სტრატეგიული  მიზნები;
  • მოსახლეობაში სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის მიზნით 2018 წლის კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის გეგმის შემუშავება.
  • ინფორმირებულობის დონის ამაღლება მოსახლეობაში სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის შესახებ.
  • სისხლის უანგარო, რეგულარული დონორების მოძიება დამოზიდვა. 
საგანმანათლებლო კამპანიის ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები:


დკსზეც-ის პროექტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მიმწოდებელმა უნდა  განახორციელოს 2018 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის „უანგარო დონორობის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის“ კომპონენტის საკომუნიკაციო კამპანია საქართველოში შემდეგი საშუალებით: 
  • მოსახლეობაში სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის მიზნით 2018 წლის კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის გეგმის შემუშავება
  • საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების შემუშავება: 1. მტკიცებულებაზე დაფუძნებული საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების  შემუშავება, დიზაინი/გატესტვა და თარგმნა ორ  ენაზე (აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე,) 2. ბეჭდვა 
  • მოსახლეობის საგანმანათლებლომედია კამპანიების განხორციელება, როგორც სოციალური მედიის, ასევე საგანმანათლებლო მედია კამპანიები);
  • რეკრუტინგი (დონორების მოძიება და მოზიდვა): 1. უანგარო დონორების მოძიება და მოზიდვა კორპორატიულ ორგანიზაციებში  (კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სამთავრობო ოფისებში) და საგანმანათლებლო დაწესებულებებში  დონაციის აქციების განხორციელებით; 2. დონორთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული უანგარო და ნათესავი დონორებისათვის სამოტივაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ;
  • უანგარო, რეგულარული დონაციის თემის მედია ადვოკატირება. 1. სიუჟეტი/რეპორტაჟი/ბეჭდურ  ან ონლაინ მედიაში სტატიები, ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს თანაბარი პერიოდულობით (50%-50%-ზე). 2. სატელევიზიო ვიდეო-რგოლის  და პირადი ვიდეო ისტორიის მომზადებადა და  განთავსების უზრუნველყოფა ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში; 2. ბეჭდური/ინტერნეტ მედია: 
  • შეხვედრა/სემინარი მედიის წარმომადგენლებისათვის კამპანიის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების და თემის პოპულარიზაციის მიზნით;
  • Donori.ncdc.ge ვებგვერდის პოპულარიზაცია;
  • 14 ივნისს, „უანგარო დონორის მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა კვირეულის ფარგლებში;
  • მომწოდებლის შემსრულებლის მიერ მცირებიუჯეტიანი კრეატიული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • უანგარო დონაციის  ხელშემწყობი გაიდების მომზადება:  ორგანიზაციებისთვის უანგარო დონაციის ხელშემწყობი გაიდების („ჯანმრთელობის ფურცელი“) მომზადება ელექტრონული გავრცელებისთვის.