Logo

პრესრელიზი 02.07.2020

title

საქართველო გამოყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად  

ახალი სასწავლო სისტემს მეშვეობით რამდენიმე ათასიმედიკოსი გადამზადდება ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში

 

თბილისი. 2 ივლისი 2020 – კორონავირუსის გავრცელებისპირველ ტალღზე წარმატებულ რეაგირების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველო დაუყოვნებელ ზომებს ატარებს იმისთვის, რომ წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი მომზადებული შეხვდეს პანდემიის შესაძლო მეორე ტალღას ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეს. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამ (UNDP) და შვედეთის მთავრობ მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4,000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის საკითხებში.

150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიის პირველ ტალღას, თუმცა კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოო წარმატებაზე საუბარი ნაადრევი, - განაცხადადაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. ამ ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის შესრულებისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. ახალი ინიციატივა დაგვეხმარება როგორც მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში, ასევე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაძლიერებაში, რაც საქართველოს ჯანდაცვას გრძელვადიან დადებით შედეგს მოუტანს“.

პანდემიის პირველმა ტალღამ გამოავლინა, რომ მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემები უკეთ უნდა იყონ მზად კრიზისებზე სწრაფი რეაგირებისთვის. ამ მხრივ,საქართველოში სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერების ფუნქცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აიღეს

UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალიგადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის. ონლაინ პლატფორმა ასევე საგრძნობლად გაამარტივებს გამოცდილების გაცვლისა და პროფესიული კონსულტაციის მიღების პროცესსამ მექანიზმის გამოყენებითსაქართველოს მედიკოსები აიმაღლებენ პროფესიულ კვალიფიკაციას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში და მიიღებენ პროფესიულ რჩევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისგან.

საქართველოს ექიმები პროფესიონალიზმი და თავდადება პანდემიის დროს პატივისცემას და აღფრთოვანებას იმსახურებ, - განაცხადა UNDP-ისხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. ახალი სასწავლო სისტემა ხელს შეუწყობს მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. გარდა ამისა, ის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის რეგიონებში, სადაც სამედიცინო პერსონალს ხშირად ხელი არ მიუწვდება აუცილებელ რესურსებზე.“

ახალი ინიციატივა მოიცავს 37 სამედიცინო დაწესებულებას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 60 რეგიონულ წარმომადგენლობას საქართელოს მასშტაბით.პროფესიულ გადამზადებას ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მართვის საკითხებში სულ 4,000 მედიკოსი გაივლის. აქედან, 3,000 COVID-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1,000 - მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი. 

ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ტრენინგს ასევე სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი სპეციალური ცხელი ხაზის ოპერატორებიც გაივლიან

ონლაინ სასწავლო პლატფორმის მუშაობა განხორციელდება როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციების მეშვეობით. პლატფორმაში ჩაშენებული იქნება საძიებო სისტემა და ვირტუალური მოსაუბრანუ ტბოტი, რაც რეალურ დროის რეჟიმში ურთიერთობისა და კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას განაპირობებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე შეიმუშავებს სახელმძღვანელოებსა და კურიკულუმს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა, და არაინფექციური დაავადებების პრევენცია და კონტროლი.

საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ინვესტირება ქვეყნის განვითარებაში ინვესტირების ტოლფასია, - აღნიშნასაქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმაერიკ ილესმა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობა შეძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სიტემის გაუმჯობესებას, რაც კრიზისის დროს ადამიანების სიცოცხლი გადარჩენას მოემსახურება.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ხელშეწყობა  მმართველობის რეფორმის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს. ამ ექვსწლიანი პროგრამის მთლიანი ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.  

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
• სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
• ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
• ნანა ქავთარაძე, NCDC, +995 577 559948,n.kavtaradze@ncdc.ge
• ნინო მამუკაშვილიNCDC, +995 595 956103ninomamukashvili@gmail.com