Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

title

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას .

ყოველწლიურად, 7 აპრილს ჯან მრთელობ ის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მსოფლიო ლიდერების ყურადღების გამახვილება, რომ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად სქესისა თუ რასისა, აქვს უფლება მიიღოს  ხარისხიანი სამედიცინო  მომსახურება.

2019 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აქცენტი სოლიდორობასა და სამართლიანობაზეა მიმართული. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, უნდა აღმოიფხვრას მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზები და არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

წლევანდელი კამპანიის სლოგანია:

“საყოველთაო ჯანდაცვა ყველასათვის ყველგან”

  ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებსპრესრელიზს რომლის ძირითადი ლაიტმოტივია  სამედიცინო მომსახურების უთანასწორობას სიცოცხლისხანგრძლივობის შემცირებისკენ მივყავართ  .

·         იქ სადაც ქალებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღონ დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელიშემცირებული და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია .

·         ქალები გაცილებით ხშირად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას ვიდრე მამაკაცები .

·         კაცებში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს არაგადამდები დაავადებები და ავტო - საგზაო შემთხვევები წარმოადგენს .

·         განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის სხვაობა 18.1 წელია .

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ( WHO) მონაცემებით ქალები, კაცებთან შედარებით,   მეტხანს ცოცხლობენ,განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში .  განვითარებად   ქვეყნებში სადაც სამედიცინო სერვისებისადმიხელმისაწვდომობა დაბალია ყოველი 41 გარდაცვლილი ქალიდან დედათა სიკვდილობაზე მოდის; მაშინ, როდესაცმაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღნიშნული მიზეზით 3300 ქალიდან მხოლოდ ერთი იღუპება.

განვითარებადი ქვეყნების 90%- ში ყოველ 1000 ადამიანზე მედდა და ბებიაქალია რაც უარყოფითად აისახება სამედიცინომომსახურების ხარისხზე .

განსხვავებულია ჯანდაცვის მიმართ დამოკიდებულებაც . მაგალითისთვის ქვეყნებში, სადაც მაღალია აივ ინფექციისგავრცელება მამაკაცები, ქალებთან შედარებით, აივ/ შიდსზე სკრინინგს ნაკლებად მიმართავენ . მამაკაცების   მცირე ნაწილისარგებლობს ანტირეტროვირუსულ მკურნალობით რის შედაგადაც აივ ინფექციით გარდაცვალების შემთხვევებიმამრობითი სქესის წარმომადგენლებში უფრო ხშირია ანალოგიური სიტუაციაა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებიც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით   არაგადამდები დაავადებების მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა 30 წლის ასაკის პირებში 44% - ით უფრო მეტია   მამა კაცებში ვიდრე ქალებში . 

2016 წელს სუიციდის გლობალური მაჩვენებელი მამაკაცებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან შედარებით 75%- ითმეტი იყო. კაცები ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან   ავტო - საგზაო შემთხვევებით .

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ   აქცენტებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე აკეთებს. სწორედ პირველადი ჯანდაცვაა საყოველთაო ჯანდაცვის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2000 წლის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესებულია  

2000- 2016 წლებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივოვბა 5.5 წლით გაიზარდა კერძოდ, 66.5 წლიდან - 72.0 წლამდე .სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა კი 58.5 წლიდან 63.3 წლამდე .

სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფინანსურ კეთილდღეობაზე ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში ყოველი 14 დაბადებული ბავშვიდან ერთი  წლის ასაკამდე იღუპება .

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პირველად გამოაქვეყნა გლობალური ჯანმრთელობის არააგრეგირებულიმონაცემები თუმცაღა ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში ვერ ხერხდება არადისკრიმინაციული გენდერული ინფორმაციისშეგროვება .[i]