Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი 13.12.2018

title


2018 წლის 13 დეკემბერს 10:30 საათზე აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შპს „პრიმა მედის და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია „BioMerieux” (ბიომერიო) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით

EUCAST მიგრაცია & დანერგვის სტრატეგია


კონფერნციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრბის (CDC), შპს „პრიმა მედის და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანიის „bioMerieux” (ბიომერიო) ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები.


დამსწრე საზოგადოებას საფრანგეთიდან მოწვეული სტუმრები გაუზიარებენ  ინფორმაციას ევროპაში აღნიშნული სტანდარტების დანერგვის შესახებ. ცენტრის წარმომადგენლები საზოგადოებას მოახსენებენ დაგეგმილი სტრატეგიის და სამომავლო გეგმის შესახებ.  დასასრულს გაიმართება სამუშაო შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში „EUCAST ” სტანდარტის გამოყენების და უპირატესობების შესახებ მანუალური მეთოდებისგან განსხვავებით აღნიშნული სტანდარტის გამოყენების შემთხვევაში.  

კონფერენციის მიზანია დამსწრე საზოგადოებას გააცნოს ევროპაში აღიარებული “EUCAST” სახელმძღვანელო და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სტანდარტიზაცია. ასევე, აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების განხილვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წამყვანი დაწესებულების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ “EUCAST” სტანდარტის დანარგვის ხელშეწყობა.

”EUCAST” - ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების მუდმივმოქმედი ევროპული კომიტეტი დაარსებულია 1997 წელს ESCMID, ECDC და ევროპის ეროვნული კონტროლის კომიტეტების მიერ. კომიტეტიგანიხილავს ფენოტიპური ინ ვიტრო ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ტექნიკურ ასპექტებს და ფუნქციებსუკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის თითოეული ქვეყანა ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს “EUCAST”-ის მიერ დადგენილ სტანდარტებსშესაბამისადანტიმიკრობული MIC კონტროლი ხორციელდება “EUCAST” ნორმების მიხედვით. “EUCAST-”ის მიერ აღიარებული სტანდარტებით ხელმღვანელობს არაერთი ქვეყანა ევროპის ფარგლებს გარეთსაქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ქვეყანასრომელმაც გადაწყვიტა მოახდინოს “EUCAST” სტანდარტების იმპლემენტაციადადგენილი სტანდარტების გამოყენება შესაძლებელია როგორც მიკრობიოლოგიურ ანალიზატორებზერომლებიც ახორციელებენ ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრას ავტომატურადაგრეთვე დისკ დიფუზიის მეშვეობით.

კონფერენცია გაიმართება დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში.


ვებ გვერდი: www.ncdc.ge

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)


საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, გიორგი გორგასლიძე 577 255 040

მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99