Logo

ტრენინგები

title








ჩვენ გთავზობთ სხვადასხვა ტიპის და ხანგრძლივობის ტრენინგებს ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ბიორისკის მართვის კუთხით ინფექციურ აგენტებთან და ბიოლოგიურად საშიშ მასალასთან უშუალოდ მომუშავე სხვადასხვა ტიპის პროფესიონალებისა და ჯანდაცვის მუშაკებისათვის.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სატრენინგებო მასალა ეფუძნება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს და რეგულაციებს, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას.  მასალა შემუშავებულია რეგიონში არსებული საჭიროებების ანალიზზე დაფუძნებით. 

ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიულ მეცადინეობებს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ექსპერტებთან სამუშაო საკითხების ინტენსიურ განხილვებს.

ტრენინგები ხორცილედება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელბის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის ბაზაზე.

ტრენინგი ხორციელდება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის სპეციალისტების, ბიოუსაფრთხოების ოფიცრების და ევროკავშირის პროექტის „რეგიონალური ტრენინგის, ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რესურს-ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მოწვეული ექსპერტების მიერ.

ამ ეტაპზე გთავაზობთ შემდეგ ტრენინგებს

პროექტის B1 „რეგიონალური ტრენინგის, ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვის და ლაბორატორული მენეჯმენტის რესურს-ცენტრის დაარსება სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში:

- ბიოუსაფრთხოების ოფიცრების სწავლების პროგრამა

- ტრენინგ პროგრამა ლაბორატორიის მუშაკებისათვის  (სამედიცინო და  ვეტერინარული კვლევითი და დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მუშაკები)

- ბიოუსაფრთოებაში სასწავლო პროგრამა ლაბორატორიის/ჰოსპიტალების მენეჯერებისათვის და ჯანდაცვის მუშაკებისათვის

- ბიოუსაფრთხოებაში ტრენიგის პროგრამა ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგებისათვის (საველე).

C4 პროექტის „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკების მართვა საქართელოსთვის“ ფარგლებში:
- ბიოუსაფრთხოება
- ბიოდაცვა
- რისკების შეფასება და მართვა

სამომავლოდ შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისი, სხვადასხვა აუდიტორიებზე გამიზნული ტრენინგების შემოთავაზებაც.
ტრენინგების კალენდარი (შემუშავების ფაზაში)
შეკითხვების შემთხვევაში ან დარეგისტრირების მსურველებმა მოგვმართეთ ლინკზე.