Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2018

title

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - „WHD“ (World Health Day) ყოველწლიურად, 7 აპრილს აღინიშნება.

2018 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა

„ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველგან და ყველასათვის“

კამპანიის სლოგანია:

„ჯანმრთელობა ყველასათვის“

 

2018 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანს ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგან საყოველთაო ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა საზოგადოებამ ფინანსური  პრობლემების გარეშე  შეძლოს ჯანმრთელობის ხარისხიანი მომსახურების მიღება.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აღნიშნულის განხორციელება ძლიერი პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია. 

რატომ არის მნიშვნელოვანი „ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე“?

ჯანდაცვის ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ფინანსური სირთულეების გარეშე უზრუნველყოფს არა მარტო ხალხის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ ქვეყნებს იცავს ეპიდემიებისაგან, ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას და გენდერულ თანასწორობას. 

მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ჯანდაცვის ხარისხიან მომსახურებაზე ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი.



მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდობა, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი კვლავ ამ პრობლემის წინაშე დგას

·      დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში სათანადო ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად

·      800 მილიონზე მეტი ადამიანი (დაახლოებით მსოფლიოს მოსახლეობის  12%) ოჯახის შემოსავლის 10%-ს ხარჯავს (ე.წ. „კატასტროფული“ ხარჯი) საკუთარი, ავადმყოფი ბავშვისა თუ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის მომსახურებაზე

·      „კატასტროფის“ ხარჯები გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. შედარებით მდიდარ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც შედარებით ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მომსახურება, სულ უფრო იზრდება ხალხის რაოდენობა, რომელთა ოჯახური ბიუჯეტის 10% სამედიცინო მომსახურებაზე იხარჯება 

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ყოველგვარი ფინანსური პრობლემების გარეშე  მიიღოს მისთვის აუცილებელი (დაავადებებისა და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებზე ორიენტირებული) სამედიცინო მომსახურება.

 

http://www.who.int/campaigns/world-health-day/2018/en/