title
- გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
- ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან;
- გარემოს, შრომის, სასმელი წყლის, საკვების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა;
- ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით;
- დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა;
- მოსახლეობის, თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში;
- პროფესიული ადამიანური რესურსების განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა;
- ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროებების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა;
- მტკიცებულებზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება.