Logo

28 მაისი ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა 2021

title

28 მაისი ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე პირველად 1987 წელს აღინიშნა და მისი დაარსების დღიდან ინარჩუნებს  ყოველწლიურ კამპანიის სახეს. კამპანიის განმავლობაში ორგანიზაციები და ქალთა უფლებების დამცველები ერთობლივად  მოუწოდებენ საზოგადოებას ქმედებებისაკენ, რომლებიც ორიენტირებულია ქალთა ჯანმრთელობის კონკრეტულ თემის ირგვლივ. წლების მანძილზე თემები შეეხებოდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ხარისხიან ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სიღარიბის ფემინიზაცია, უსაფრთხო და ლეგალური აბორტი, ქალები და აივ/შიდსი, ქალთა მიმართ ძალადობა როგორც გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხი და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

წლევანდელი საგანმანთლებლო კამპანიის გზავნილს წარმოადგენს:

 #ქალთაჯანმრთელობამნიშვნელოვანია: დასრულდეს უთანასწორო პანდემია! სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვა კვლავაც მნიშვნელოვანია!

ქალთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღე უკვე 30 წელზე მეტია რაც აღინიშნება, ქალთა უფლებების ადვოკატირების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო მოძრაობის მომხრეთა მიერ. ახლა, როდესაც ქალთა უფლებები და კერძოდ, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები სისტემატურად ირღვევა მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მობილიზაცია, იმისათვის რომ არ მოხდეს ქალთა უფლებების განვითარების საწყისი ეტაპზე დაბრუნება, არამედ საჭიროა გაგრძელდეს სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვა.

COVID-19-მა ყველა ჩვენგანზე ნეგატიურად იმოქმედა, მაგრამ მისი შედეგები ყველაზე თანაბრად არ განაწილდა. მან ძალზედ უარყოფითი გავლენა იქონია ქალთა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. პანდემიამ გამოავლინა და გაამწვავა ხანგრძლივი სოციალური და გენდერული უთანასწორობები, რომელიც მანიფესტირდა მრავალი სხვადასხვა ფორმით და დაარღვია ქალთა უფლებები, მათ შორის, ქალების დისკრიმინაციისგან და ძალადობისგან თავისუფლების,  ცხოვრების, ჯანმრთელობის, საკუთარი სხეულის თვითგანკარგვის და თანასწორობის უფლებები.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.may28.org/2021-campaign-collaterals/