title
ძირითადი სამუშაოები და მომსახურებები
- ლუს-ები ძირითადად პასუხიმგებელნი არიან განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საეჭვო ნიმუშების შეგროვებაზე, შეფუთვაზე და ზდლ-ში ტრანსპორტირებაზე და ასევე გარკვეულ ბაქტერიოლოგიური/სეროლოგიური ანალიზების ჩატარებაზე.
- ზდლ-ებში ტარდება პირველადი ანალიზები გარკვეულ განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე (ბრუცელოზი, ჯილეხი), სადაც ასევე სრულდება ზოგადი ბაქტერიოლოგიური/სეროლოგიური ტესტები. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან ასოცირებული ყველა ნიმუში იგზავნება ლუგარის ცენტრში BშL-3-ში საბოლოო დადასტურებისთვის და შტამის საცავში შენახვისთვის.
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ცენტრი ახორციელებს რეფერალურ მომსახურებებს არა მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან, არამედ ასევე სხვა მნიშვნელოვან დაავადებებთან დაკავშირებით; ლუგარის ცენტრი მოიცავს: განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავის მქონე BშL-3 ლაბორატორიებს, გენომურ ცენტრს, ბაქტერიოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ვირუსოლოგიის, პარაზიტოლოგიის, უჯრედული კულტურების, ენტომოლოგიის განყოფილებებს და ვივარიუმს. ლუგარის ცენტრში არსებულ ლაბორატორიებს (პოლიო, ფრინველის გრიპი, წითელა/წითურა) გააჩნია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აკრედიტაცია, ხოლო ოთხი სხვა ლაბორატორია (როტავირუსები, ინვაზიური მენინგიტები, მალარია, სალმონელოზი) შედის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლაბორატორიული ქსელში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ცენტრი იმყოფება აღმოცენებად ინფექციურ დაავადებათა სფეროში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მოპოვებისთვის განაცხადის შესატანი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ლუგარის ცენტრი გახდება რეგიონში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი ბიოეპიდზედამხედველობისა და კვლევით სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიები გადანაწილებულია ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შეუძლიათ ინფორმაციის სწრაფად და სწორად გაცვლა. ერთიანი ჯანდაცვის კონცეფციიდან გამომდინარე, დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში (EIDშშ) შეყვანილ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქსელების მიერ, რაც ხელს უწყობს ადამიანის და ცხოველის დაავადებების შემთხვევების ეპიდზედამხედველობისა და მონაცემთა გაცვლის უკეთეს კოორდინირებას.