Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადება

title

საგანგებო კომიტეტის, რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც მოიწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გაიმართა 2020 წლის 30 იანვარს. კომიტეტის ძირითად მიზანს წარმოადგენს რჩევის მიცემა ჯანმოს გენერალური დირექტორისთვის, რათა მან მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჭიროა თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადება. კომიტეტი ასევე გასცემს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს და დროებით რეკომენდაციებს.

დასკვები და რჩევები

კომიტეტი მიესალმება ჩინეთის მთავრობის მაღალ ჩართულობას, გამჭვირვალობას და ძალისხმევას რათა გამოიძიონ და შეაჩერონ  მიმდინარე ეპიდაფეთქება. ჩინეთმა სწრაფად შეძლო ვირუსის აღმოჩენა და შემდეგ ინფორმაციის გაზიარება, რამაც ხელი შეუწყო სხვა ქვეყნებს მოეხდინათ სწრაფი დიაგნოსტირება.  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ ყოველდღიური კონტაქტი აქვთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ახორციელებენ მულტისექტოეულ თანამშრომლობას, რათა შეაჩერონ ვირუსის შემდგომი გავრცელება.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უცნობია მრავალი საკითხი, ერთი თვის მანძილზე შემთხვევები დაფიქსირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხუთ რეგიონში, ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა კი დაფიქსირდა ქალაქ ვუხანში და ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

კომიტეტს სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუ ქვეყნები მიიღებენ მკაცრ ზომებს, რათა მოახდინონ დაავადების ადრეული აღმოჩენა, იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების კვლევა და რისკის შეფასებიდან გამომდინარე სოციალური დისტანცირების ხელშეწყობა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა სტრატეგიული მიზნებისა და ზომების მიღება, რათა მოვახდინოთ პრევენცია და შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკი.

კომიტეტი თანხმდება, რომ ეპიდაფეთქება შეესაბამება  საერთაშორისო მნიშვნელობის მქონდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის (PHEIC) გამოცხადების კრიტერიუუმებს და გვაძლევს შემდგომ რჩევებს, როგორც დროებით რეკომენდაციებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას:

განაგრძონ:

ü  ყოვლისმომცველი რისკის კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება, რათა რეგულარულად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია ეპიდაფეთქების განვითარების შესახებ, პრევენციის, კონტროლის და ასევე რეაგირების ღონისძიებების გატარება რათა მოხდეს პროცესის შეკავება.

ü  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაციონალური ღონისძიებების გაძლიერება, რათა მოხდეს მიმდინარე ეპიდაფეთქების შეჩერება .

ü  ჯანმრთელობის სისტემის გამძლეობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვის მუშაკების დაცვა.

ü  ზედამხედველობის გაძლიერება, და შემთხვევების აქტიური მოძიება ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე;

ü  თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პარტნიორებთან, რათა განახორციელონ კვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ამ ეპიდაფეთქების ეპიდემიოლოგია და ევოლუცია, და მივიღოთ ზომები რათა შევაჩეროთ ის.

ü  მონაცემების გაზიარება ყველა ადამიანის შემთხვევაზე;

ü  ძალისხმევის გაძლიერება, რათა დავადგინოთ ეპიდაფეთქების გამომწვევი ცხოველური წყარო, და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაზიარება, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება.

ü  გამსვლელთა სკრინინგის ჩატარება, საერთაშორისო აეროპორტებსა და პორტებში, სიმპტომური მოგზაურების ადრეული გამოვლენის, შემდგომი შეფასებისა და მკურნალობისთვის, სანამ მოხდება მათი საერთაშორისო მიმოსვლაში ჩართვა.

სხვა ქვეყნებისთვის

ü  მოსალოდნელია, რომ მომავალში საერთაშორისო შემთხვევების იმპორტი მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, ამრიგად ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მოახდინონ მათი შეკავება, რაც მოიცავს აქტიურ ზედამხედველობას, ადრეულ გამოვლენას, იზოლაციას, შემთხვევის მართვას, კონტაქტების კვლევას და  2019-nCoV ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციას, ასევე სრულ მონაცემთა გაზიარებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან;

ü  ქვეყნებს შევახსენებთ, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად (IHR) მათ ლეგალურად ევალებათ მონაცემთა გაზიარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან;

ü  ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ შემცირდეს ადამიანთა ინფიცირება, უზრუნველყონ მეორადი და საერთაშორისო გავრცელების პრევენცია, წვლილი შეიტანონ საერთაშორისო რეაგირებაში მულტისექტორული კომუნიკაციით, კოლაბორაციით, მონაწილეობა  მიიღონ საგანმანათლებლო აქტივობებში და საველე კვლევების წინსვლაში.

ü  კომიტეტი ადასტურებს, რომ ზოგადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებისას ადამიანთა და საქონლის  გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა იყოს არაეფექტური. გარდა ამისა, შეზღუდვებმა შესაძლოა შეაფერხონ პირველადი და ტექნიკური დახმარების მიღება, შეფერხდეს ბიზნესი, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს დაზარელებული ქვეყნების ეკონომიკაზე;

ü  თუმცა, გარკვეულ კონკრეტულ გარემოებებში, ზომები, რომლებიც ზღუდავს ხალხის გადაადგილებას, შეიძლება დროებით სასარგებლო იყოს, იმ შემთხვევაში თუ არ არის რეაგირების სათანადო შესაძლებლობები ან იქ სადაც მაღალია ინფექციის გავრცელება მოსახლეობაში. ასეთ სიტუაციაში ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რისკის და ხარჯთეფექტურობის ანალიზი მანამ, სანამ განახორციელებენ მსგავს შეზღუდვებს, რათა შეფასდეს სარგებელი უფრო მეტი იქნება თუ დანაკარგი.

ü  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომების განხორციელება ქვეყნებმა აუცილებლად უნდა შეატყობინონ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მესამე მუხლის თანახმად ქვეყნები უნდა გაფრთხილდნენ ყველა იმ ქმედების განხორციელებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს სტიგმას და დისკრიმინაციას.