Logo

განსაკუთრებით საშიში პათოგენების ლაბორატორია

title

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩამოყალიბდა 1937 წელს შექმნილი შავი ჭირის

საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის ბაზაზე, შექმნის დღიდან მისი ფუნქცია იყო განსაკუთრებით

საში ინფექციებზე ზედამხედველობა, კერძოდ ბუნებრივ კერებზე ყოველწლიური მეთვალყურეობა,

გამომწვევების ცირკულაციის დროული დადგენა ბუნებრივ მტარებლებსა და გადამტანებში, საზღვაო

პორტებისა და აეროპორტების მუდმივი კონტროლი გარედან განსაკუთრებით საში ინფექციების

შესაძლო შემოტანის თავიდან აცილებისათვის, სამედიცინო სისტემის მუდმივი მზადყოფნის

უზრუნველყოფა ეპიდემიების შესაძლო აღმოცენების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ლაბორატორია უზრუნველყოფს თანამშრომელთა სრულ უსაფრთხოებას, გარემოს მაქსიმალურ

დაცვას, პათოგენების დაცულ შენახვას, დაავადების ზუსტ და დროულ დიაგნოსტიკას, კვლევების

შესახებ ინფორმაციის დროულ გადაცემას შემდგომი რეაგირებისათვის.

ლაბორატორიაში ხდება ვირუსული და ბაქტერიული განსაკუთრებით საშიში ინფექციების

დიაგნოსტიკა სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულური მეთოდების გამოყენებით ეს

ინფექციებია: შავი ჭირი, ტულარემია, ჯილეხი, ბრუცელოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.

საქართველოს ტერიტორიაზე ლოკალიზებულია შავი ჭირის 2 ბუნებრივი კერა:

1) ამიერკავკასიის მაღალმთიანი კერა - ესაზღვრება თურქეთსა და სომხეთს, მოიცავს ნინოწმინდის,

ახალქალაქის, დმანისის, ახალციხის რაიონებს. მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მ. და ზემოთ.

2) ვაკე–მთისწინა კერა საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარეობს და ესაზღვრება აზერბაიჯანს

და მოიცავს დედოფლისწყაროს , სიღნაღისა და გარდაბნის რაიონებს.

საქართველოში ტულარემიის კერებადაა მიჩნეული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს რაიონები,

აგრეთვე შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიები, ხოლო ჯილეხისა და ბრუცელოზის შემთხვევები

ფიქსირდება როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.

ყირიმ-კონგოს ერთეული შემთხვევები რეგისტრირებულია ხაშურის, ახალციხისა და ასპინძის რაიონებში.

აღნიშნული ლაბორატორიის ბაზაზე ხორციელდება აგრეთვე განსაკუთრებით საშიში ინფექციების

შესწავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამეცნიერო პროექტები, ამერიკისა და ევროკავშირის

სხვადასხვა ქვეყნის კოლაბორეტორებთან ერთად.