Logo

ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“. „ბლუმბერგ ფილანტროპი“;

title

პროექტის დასახელება: „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს კონტროლის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“. „ბლუმბერგ ფილანტროპი“; ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირი”,  01.03.2015 – 31.07.2016.

პროექტის ანოტაცია

ა). პროექტის მიზანი:    

მიზანი 1. საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებათა დოკუმენტის შემუშავება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის დოკუმენტის წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის

მიზანი 2. პარტნიორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა საგადასახადო პოლიტიკაში თამბაქოს კონტროლის ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან შესაბამისად ცვლილებების პოპულარიზაციისა და ცვლილებების გატარების აუცილებლობის მხარდასაჭერად.


ბ). პროექტის განხორციელების გზები:           

  • სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართველი და უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით მოდელირებული სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების მიზნით თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდის, ფასზე და შემოსავლებზე მისი გავლენის, რისკებისა და შესაბამისი ზომების მიღებაზე ფოკუსირებით.

  • სამუშაო შეხვედრების ორგანიზება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საგადასახადო პოლიტიკაში საჭირო ცვლილებების განხილვისა და კონსესუსის მიღწევის მიზნით:

  • საინფორმაციო მასალების თარგმნა, ბეჭდვა და გავრცელება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის;  

  • შეხვედრების ორგანიზება ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თამბაქოს მაღალი გადასახადების სარგებელზე მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე;

  • საკომუნიკაციო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის თამბაქოზე მაღალი გადასახადების სარგებელიანობაზე ხაზგასმით მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე;

  • ტრენინების ჩატარება სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგიონული ცენტრებისათვის მათი კომპეტენციის გაძლიერების მიზნით და ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;

  • მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზება პროცესის გამჭირვალობის მიზნით დაინტერესებული მხარეებისა და ბენეფიციარებისათვის;

  • ღონისძიებების ორგანიზება „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ და სხვა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით.       

  •                                                                    

გ) მოსალოდნელი შედეგები:         

  • შემუშავდება მოდელირებული სიტუაციური ანალიზის დოკუმენტი თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდის, ფასზე და შემოსავლებზე მისი გავლენის, რისკებისა და შესაბამისი ზომების მიღებაზე ფოკუსირებით; წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

  • ქართულ ენაზე ითარგმნება გზამკვლევები და პროტოკოლები;

  • შემუშავდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საინფორმაციო სახის მასალები.

  • დატრენირდნენ მედიის, სამოქალაქო სექტორის და რეგიონული საზოგადოებრივი ცენტრების წარმომადგენლები.