Logo

განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების დეინსტიტუციონალიზაცია: ლიტერატურის მიმოხილვა

title


დეინსტიტუციონალიზაცია მთავრობის ღირსეული პოლიტიკაა, რომლის წყალობითაც საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ის ადამიანები უბრუნდება, რომლებმაც ცხოვრების გარკვეული წლები ინსტიტუციებში გაატარეს. თუმცაღა, დეინსტიტუციონალიზაცია სადავო საკითხად რჩება (Parish, 2005; Taylor, 2001). თვით მკვლევართა შორისაც  საკამათოა კვლევისა და მისი შედეგების ერთიანობა (Felce 2006; Taylor & Wyngaarden Krauss, 2006; Walsh & Kastner, 2006), ინსტიტუციების დახურვის შედეგები (Ferleger & Boyd, 1980; Smith, 2005). რასაკვირველია, დეინსტიტუციონალიზაციისას კანონიერი ინტერესები გამოდის წინა პლანზე: ინსტიტუციების დახურვა ნიშნავს სამსახურის დაკარგვას, რაც ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ ეკონომიკაზე; ინსტიტუციებში მცხოვრებ პირებს ხშირად რთული საჭიროებები გააჩნიათ, მათ ამ დაწესებულებაში ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და აქედან გამომდინარე, ბევრი ოჯახი ამ ინდივიდების ჯანმრთელობაზე ღელავს.

ადრეული 1980-აიანი წლებიდან კანადაში, ინვალიდთა და უნარშეზღუდულთა თემთა პალატის სპეციალური კონმიტეტის პუბლიკაციით „დაბრკოლებები“, ფედერალურმა მთავრობამ  განვითარების შეფერხების მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაცია დაიწყო (Smith, 1981)კანადაში, 2006 წელს,  ინსტიტუციებში ჯერაც 3873 ადამიანი ცხოვრობდა  (Institution Watch, 2006). ონტარიოში, 1987 წელს ადგილობრივმა მთავრობამ შექმნა საბჭო, რომლის მიზანს 25 წლამდე ასაკის განვითარების შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი 16 დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენდა (Ontario Government, 2004).) 2004 წლის სექტემბერში ადგილობრივი მთავრობის განცხადებით ბოლო 3 ინსტიტუცია, რომელიც დაახლოებით 1 000 ადამიანს სტუმრობდა, 2009 წლის 31 მარტისთვის დაიხურებოდა - საერთო ჯამში თემში გადაყვანილ იქნა 7 000 ინდივიდი. კანადისთვის,  დეინსტიტუციონალიზაცია პოლიტიკა არაა.  შეერთებულ შტატებში ინსტიტუციებში საწოლების რაოდენობა 194 650-დან (1967 წ)  48496-მდე შემცირდა (1999 წ.) (Taylor, 2001). ინგლისში ინსტიტუციების საწოლების რაოდენობა 51 000-დან (1976 წ)  4 000-მდე  შემცირდა (2002 წ) Emerson, 2004). ავსტრალიაშიც მსგავსი ტენდენციაა (Young, Ashman, Sigafoos, & Grevell, 2001). დამატებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები უფრო და უფრო პატარა რეზიდენციებში ცხოვრობენ.  2006 წელს, შტატებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა 30%-ზე ნაკლები ცხოვრობდა თემში, სახლებში, სადაც 6-ზე მეტი ბინადარი იყო. ამავდროულად, იმ ინდივიდების რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობდნენ სახლებში, სადაც  4 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს, 18 304-დან (1996 წ) 19 5450-მდე გაიზარდა (2006) (Prouty, Lakin, & Coucouvanis, 2007).

ინგლისურენოვან ქვეყნებში დეინსტიტუციონალიზაციის შესახებ კვლევების მთელი რიგი არსებობს. კანადაში ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ცოტა კვლევებია. ეს მიმოხილვა ონტარიოს სააგენტოს ადმინისტრატორის მიერ გაკეთდა. ამ ავტორის მიერ გამოაქვეყნა ნაშრომი, სოციალური როლის  ფასეულობები (Lemay, 1995, 1999, 2006; Flynn & Lemay, 1999), თეორია, რომელიც ეხება სოციალური წარმოდგენებისა და ადამიანების კომპეტენციის გაუმჯობესებას - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ჩათვლით. ეს თეორია კეთილგანწყობილია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა თემში ცხოვრების მიმართ. აღნიშნული მიმოხილვა  Kim, Larson, and Lakin (2001) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დეინსტიტუციონალიზაციაზე 1980-დან 1998 წლამდე ჩატარებული მოკვლევების განახლებაა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უფრო ადრეულ ეტაპზე Larson and Lakin (1989) მიერ ჩატარებული კვლევის გაგრძელებაა. Kim et al. (2001) რეპორტში აქცენტი გააკეთა რა ადაპტაციური და მძიმე ქცევითი პრობლემების მქონე ინდივიდებზე, დაასკვნა,  რომ საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია პირველ შემთხვევაში ასოცირებული იყო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და მეორე შემთხვევაში კი - პრობლემების შემცირებასთან. ეს მიმოხილვა გარდა იმისა რომ ამ აღმოჩენებს განაახლებს, მოიცავს  სხვა მხარეებსაც, მათ შორის: მშობლების ჩართულობა, სიკვდილობა, ხარჯთეფექტურობა, ცხოვრების პირობების ხარისხი, სოციალური კავშირები. განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დეინსტიტუციონალიზაციასთან.

 

 

მიმოხილვის მეთოდოლოგია 

აღნიშნული მიმოხილვის მეთოდოლოგია დაფუძნებულია Kim et al. (2001), რომელთაც შეისწავლეს 250 საერთაშორისო კვლევა. შერჩევის კრიტერიუმებიდან (კვლევების ფარგლებში უნდა გამოეკვლიათ მინიმუმ 5 ზრდასრულის გადასვლა ინსტიტუციებიდან თემში -  პრე და პოსტ ფაქტუმ შეგროვილი მონაცემებით; საბაზისო დემოგრაფიული მონაცემები; ადაპტაციური და რთული ქცევების მაჩვენებლები/პარამეტრები) გამომდინარე მიმოხილულ იქნა 25 გახანგრძლივებული,„ლონგიტუდინალური,“ კვლევა და 12 კონტრასტული (contrast study-group) საკვლევი ჯგუფი, დაახლობით 3800 მონაწილე.

ამ ტიპის კვლევებისთვის Kim et al. განსაზღვრა 5 მნიშვნელოვანი პერიოდული გამომცემლობა: მენტალური შეფერხების ამერიკული ჟურნალი; განათლება და ტრენინგი განვითარების შეფერხებებში; მრავლობითი შეზღუდვის მქონე პირთა ასოციაციის ჟურნალი; გონებრივი და განვითარების შეზღუდვების ჟურნალი; ინტელექტუალური და განვითარების შეზღუდვები (ყოფილი „მენტალური შეფერხება“).

აღნიშნული მიმოხილვა მართალია, იმეორებს ამ მეთოდოლოგიას, მაგრამ გამორიცხავს დისერტაციას; მოიცავს კვლევებს შტატების გარეთ; იმისათვის, რომ მოიცვას ყველა ის წუხილი და ეჭვი, რომლებიც განვითარების შეფერხებების მქონე ადამიანებს ეხება, აფართოებს შერჩევის კრიტერიუმებს; მოიცავს 1999 წლის იანვრიდან 2007 წლის ოქტომბერის ჩათვლით პერიოდს. კრიტერიუმებთან შესაბამისი კვლევები იდენტიფიცირდა PSYCHINFO და ERIC მონაცემთა ბაზის კომპიუტერულად მოძიებით, პერიოდული გამოცემების მანუალური და არტიკლების ბიბლიოგრაფიის მიმოხილვით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პუბლიკაცია შესაძლოა კვლევაში ვერ მოხვდა, მიმოხილვამ კვლევების უმეტესობა მოიცვა. მიმოხილულმა კვლევებმა ნათელი მოჰფინა საკამათო საკითხებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ იქნა მოცული Kim et al. (2001) მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის შედეგების  განზოგადება შესაძლებელია სხვა პოპულაციაზეც, მრავლობითი შეზღუდვით. 

 

მშობლები და დეინსტიტუციონალიზაცია 

მშობლებს, რომელთა შვილებიც ინსტიტუციებში ცხოვრობენ, მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხში (Parish, 2005).

ინსტიტუციებში ხანგრძლივად მცხოვრებთა მშობლები და ოჯახის წევრები შესაძლოა, ამ მნიშვნელოვან საკითხს ეჭვით შეხვდნენ. ავსტრალიაში, ტაბატაბაინიამ (Tabatabainia (2003) აღმოაჩინა, რომ ის მშობლები, როლებიც  შიშობდნენ, რომ მათი შვილის ინსტიტუციიდან თემში გადაყვანას  ოჯახის ცხოვრებაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა, ამავდროულად ღელადნენ შვილის ჯანმრთელობაზე, ხშირად დეინსტიტუციონალიზაციის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ავტორმა დაასკვნა, რომ ხელისუფლებამ ეს ოჯახები ამ პროცესისთვის შესაბამისად არ შეამზადა; არ მოახდინა მათი განათლება მოსალოდნელი ნორმალიზაციის, სარგებელის და ასევე საზოგადოებაში არსებული სერვისების შესახებ.

სხვა კვლევების მიხედვით, (Grimes & Vitello, 1990; O’Brien, Thesing, Tuck, & Capie, 2001; Spreat & Conroy, 2002), მართალია, თავიდან ოჯახის წევრები დეინსტიტუციონალიზაციას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, საბოლოდ მაინც ემხრობიან მას და ინსტიტუციებში მცხოვრები ინდივიდების თემში ცხოვრების მხარდამჭერები ხდებიან. რეალობაში, დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ, ოჯახის წევრები ნათესავებს უფრო ხშირად ნახულობენ და ეს სიხშირე მაღალი რჩება  ამ ადამიანების თემში ინტეგრაციის მრავალწლიანი პერიოდის შემდეგაც (Spreat & Conroy, 2002).

მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრების ქცევები და წარმოდგენები არაა ადაპტირებული შვილის/დის/ძმის მიმართ, ოჯახის არსებობა და მონაწილეობა პერსონის ცხოვრებაში  უსაფრთხოების და სერვისის ხარისხის მნიშვნელოვანი გარანტია (Spreat & Conroy, 2002; Wolfensberger, 2003; Young & Ashman, 2004). ასეთი ჩართულობის დაგეგმვა წარმატებისთვის მეტად საჭირო ელემენტია.

 

სიკვდილობა 

ორი სხვადასხვა, თუმცა სადავო, ამერიკული კვლევა (Strauss, Eyman, & Grossman, 1996; Strauss, Kastner, & Shavelle, 1998)  ამტკიცებს, რომ განვითარების შეზღუდვის,  განსაკუთრებით კი მძიმე შეზღუდვების მქონეთა  სიკვდილობა თემში უფრო მაღალია  ინსტიტუციებთან შედარებით.

Durkin (1996) დაუპირისპირდა ამ კვლევების მეთოდოლოგიას. გამოცემა მენტალური რეტარდაცია (1998, vol. 36, no. 5) კონტრიბუტორებმა კი აღიარეს პრობლემის სირთულე და აღნიშნეს განმეორებითი კვლევის ჩატარების აუცილებლობა. სხვა კვლევებმა კი  განსხვავებული შედეგები უჩვენა: Conroy და Adler (1998) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პენხარსტის (Pennhurst) ინსტიტუციიდან თემში ინტეგრირებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა  გაიზარდა.  Lerman, Apgar, და Jordan (2003) მიხედვით, კი სხვაობა ინსტიტუციაში და თემში მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არ იყო.

აღსანიშნავია, რომ კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინსტიტუციიდან თემში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით სიკვდილობის მაჩვენებელი იზრდება, არ უნდა იწვევდეს გაოცებას. დამტკიცებულია, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში ადამიანები ავადობისა და სიკვდილობისადმი უფრო მოწყვლადები ხდებიან (House, Landis, & Umberson, 1990; Lund, Modvig, Due, & Holstein, 2000). ცხოვრებისეულ ცვლილებებს  სერიოზული ადაპტაციური პრობლემები ახლავს, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შესაძლებლობების  სერიოზული შეზღუდვების მქონეთათვის. ეს კიდევ ერთხელ  ამტკიცებს, რომ დეინსიტიტუციონალიზაციის დანერგვა უნდა მოხდეს ასეთ ადამიანებისადმი გაძლიერებული ზრუვნვის ფონზე (Taylor, 2001).  

 

ადაპტაციური ქცევები 

როცა საკითხი ადაპტაციურ ქცევებს ეხება, კვლევების შედეგები სწორხაზოვანია. რამოდენიმე ადრეული კვლევის მიხედვით, დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებში  მნიშვნელოვანი პოზიტიური მიღწევები აღინიშნება (Clarke & Clarke, 1954; Clarke, Clarke, & Reiman, 1958). ასეთი შედეგები წინამორბედია მოქნილობის თეორიის (Clarke & Clarke, 1998), რომელიც განსაკუთრებით რელევანტურია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

Kim et al. (2001) მიერ მიმოხილული 37-დან 26-მა კვლევამ იმათში, ვინც თემში გადავიდნენ საცხოვრებლად, ქცევების გაუმჯობესება უჩვენა. აღსანიშნავია, რომ 19 კვლევის შედეგი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო. ამ მოკვლევამ ვერ აღმოაჩინა კვლევები, რომლებიც ადაპტაციური ქცევების გაუარესებას დაადასტურებდა (1999-2007 წლების განმავლობაში).

Lerman et al. (2005) შეისწავლეს  ნიუ-ჯერსში (U.S.) ინსტიტუციის 300 მაცხოვრებელი. კვლევაში ჩართული ადამიანები 2 ჯგუფად დაიყო (თემში საცხოვრებლად გადასულთა 150 კაციანი  ჯგუფი და 150 ადამიანი, რომლებიც ინსტიტუციაში დარჩა) ასაკის (საშუალო ასაკი 52 წ.) და განვითარების შეზღუდვის ხარისხის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მათ,  რომლებიც თემში გადავიდნენ საცხოვრებლად, კოგნიტურ, კომუნიკაციურ და სოციალურ ქცევებში ცვლილებები არ აღენიშნათ.  ისნტიტუციაში დარჩენილებს კი ამ სფეროებში მნიშვნელოვანი გაუარესება გამოუვლინდათ. თემში საცხოვრებლად გადასულ ინდივიდებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ თავის მოვლის ქცევები;  ინსტიტუციაში დარჩენილებს კი ცვლილებები ამ სფეროში არ გამოვლინდათ.

Young, Ashman, Sigafoos, და Grevell (2000, 2001) ჩაატარეს კვლევა ჩალინორის (Challinor), ინსტიტუციის (ქვინსლენდში (ავსტრალია) დახურვასთან დაკავშირებით. თემში სულ  95 ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად (საშუალო ასაკი 47 წელი, ინსტიტუციაში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა - 32 წელი). Young et al. (2000) წინასწარი რეპორტით, ამ ადამიანების ადაპტაციურ ქცევებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ აღმოჩნდა. თუმცა, შემდგომ მოხსენებაში (2001 წელი)  აღნიშნული იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ადაპტაციურ ჩვევებსა და ქცევებში, მათ შორის არჩევანის გაკეთების უნარი, საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესება,  ცხოვრების უფრო აქტიური სტილი. Young and Ashman (2004) შეისწავლა ჩალინორიდან თემში საცხოვრებლად გადასული 104 ადამიანი  (საშუალო ასაკი 47 წელი, ინსტიტუციაში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 26 წელი). მათი მდგომარეობა ინსტიტუციის დატოვებამდე ერთჯერადად შეფასდა და 5-ჯერადად დეინსტიტუციონალიზაციიდან 24 თვის განმავლობაში. გამოკვლეულთა უმეტესობას ადაპტაციური ქცევების, მათ შორის არჩევანის გაკეთების უნარის,  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შედეგი  განვითარების მძიმე შეზღუდვის მქონეთა ჯგუფმა უჩვენა. 

Young (2006) ჩაატარა კვლევა, რათა შეესწავლა ჩალინორიდან თემში გადასული ინდივიდებისაგან შემდგარი 2 ჯგუფი (თითოში 30 ადამიანი). პირველი ჯგუფის წევერები ცხოვრობდნენ პატარ-პატარა, ერთმანეთისგან განცალკევებულ რეზიდენციებში; მეორე ჯგუფის წევრები კი ცხოვრობდნენ დაჯგუფებულად. მართალია, ინსტიტუციიდან გადასვლის შემდეგ ორივე ჯგუფში  მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა, თუმცა ისინი, რომლების პატარა რეზიდენციებში გადანაწილდნენ,  განვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება  უჩვენეს მეორე ჯგუფთან შედარებით.

Stancliffe, Hayden, Larson, and Lakin (2002 წელს) გააკეთეს განგრძობითი-„ ლონგიტუდინალური“ კვლევის ანალიზი, რომელიც იკვლევდა დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ  განვითარების შეზღუდვის მქონე 148 პიროვნებას (საშუალო ასაკი 46.8 წ; ინსტიტუციაში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა-29.3 წელი). აღნიშნული ინდივიდები კვლევაში ჩართულნი იყვნენ მინესოტას ინსტიტუციის დატოვების შემდეგ (1990-1996 წლების განმავლობაში). მათგან 78 ინდივიდი საცხოვრებლად 6-15 მცხოვრებლისგან შემდგარ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადავიდა; 70 კი საცხოვრებელში, სადაც 4 და ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. კვლევის შედეგი კი შემდეგია: იმ რეზიდენტებში, რომლებიც შედარებით დიდ საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ადაპტაციური ქცევები დაქვეითება/გაუარესდა („მნიშვნელოვნად იაშვიათი აღმოჩენა“ (p. 317));  ხოლო მცირე ტპის საოჯახო დაწესებულებაში გადასულებში, ცვლილებები არ გამოვლინდა.

1997 წელს, ახალ ზელანდიაში, O’Brien, Thesing, Tuck, და Capie (2001) მიერ ჩატარდა რეტროსპექტრული კვლევა. გამოკვლეულ იქნა 1989 წელს ინსტიტუციიდან საცხოვრებლად საზოგადოებაში გადასული 54 ინდივიდი (მონაწილეთა საშუალო ასაკი 48 წელი, ინსტიტუციაში ცხოვრების საშუალო ასაკი - 22 წელი). კვლევისას გამოკითხულ იქნა სათემო სააგენტოების პერსონალი, ოჯახის წევრები და  მეტყველების შესაბამისი უნარის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების 9 ინდივიდი. პერსონალის და ოჯახის წევრების უმეტესობამ (75% და 73% შესაბამისად) აღნიშნა, რომ ინსტიტუციიდან თემში გადასვლის შემდეგ, ამ ადამიანებში პოზიტიური ცვლილებები გამოვლინდა.  გამოკითხულები აღიქვამდნენ, რომ ამ ადამიანების ცხოვრების ხარისხი გაიზარდა. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 9 გამოკითხულს, მათი კომენტარები ძალიან პოზიტიური იყო.

ნათელია, რომ იმ ინდივიდების შემთხვევაშიც კი, ვისაც მძიმე კოგნიტიური შეზღუდვა აღენიშნება, ინსტიტუციიდან საზოგადოებაში საცხოვრებლად გადასვლა ადაპტაციური ქცევების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს.  

 

ხარჯთეფექტურობა 

Spreat, Conroy, და Fullerton (2005) ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც ოკლაჰომაში გამოკვლეულ იქნა განვითარების შეზღუდვის მქონე,  საზოგადოებაში და ინსტიტუციაში მცხოვრები  175 ადამიანი. კვლევის მიზანი  თემში და ინსტიტუციაში მცხოვრებთა საჭიროებებიდან გამომდინარე ხარჯების და შედეგების შედარება იყო. თემში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ღებულობდნენ  მომსახურების მნიშვნელოვნად მეტ  საათს,  პროფესიული და საზოგადოების გამოცდილების  გაზრდილი შესაძლებლობებით, ამავდროულად მნიშვნელოვნად იაფად (US $ 138.720 და $ 123.384 სულზე ერთი წლის განმავლობაში).

დიდ ბრიტანეთში, Robertson et al. (2004) შეადარა განვითარების შეფერხების მქონე სათემო საოჯახო დაწესებულებებში მცხოვრები 25 ადამიანის მომსახურეობის ხარისხი და ხარჯი  ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში მცხოვრებ შესაფერის ჯგუფთან.  სერვისი  შეფასდა ორჯერ - 20 თვიანი ინტერვალით. ინსტიტუციაში მცხოვრებთათვის წლიურმა ხარჯმა ინდივიდზე საშუალოდ US$115,830 შეადგინა, სათემო რეზიდენციებში მცხოვრებთათვის კი US$96,010 [≈ cost of Porsche 911]. ავტორებმა დაასკვნეს, რომ სათემო რეზიდენციები ხარჯთ-ეფექტურია.

Felce, Lowe, Beecham, და Hallam (2000) უელსში და ინგლისში ჩაატარეს კვლევა, მძიმე ინტელექტუალური დარღვევების და რთული ქცევების მქონე, თემში და ინსტიტუციაში მცხოვრები ინდივიდებისთვის გაწეული სერვისის ხარისხის და ღირებულების შესაფასებლად.  მათ შეადარეს სათემო სახლებში მცხოვრები 17 ინდივიდი ინსტიტუციებში მცხოვრებ 17 ინდივიდთან.  ყველა მონაწილეს აღენიშნებოდა მძიმე ქცევითი პრობლემები; მათი საშუალო ასაკი იყო 22 წელი.

ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ თემში, პერსონალი, რომელიც  მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან, მართალია ნაკლებად კვალიფიციური, თუმცა მნიშვნელოვნად ყურადღებიანი ი (რეზიდენტებთან ურთიერთობისთვის პერსონალი თემში დროის 22.3%, ხოლო ინსტიტუციებში დროის მხოლოდ 7.7% ხარჯავდა). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების აქტივობებში ჩართულობაზე ინსტიტუციებში კვირაში დროის მხოლოდ 14.2% იხარჯებოდა, თემში კი - კვირაში 35%.  თემში, საცხოვრებელი ხარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო, განსხვავებით სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებიდან. 3 თვიანი პერიოდის განმავლობაში სათემო სერვისების ღირებულებამ ინდივიდზე  £22,898 შეადგინა, ინსტიტუციებში £11,464. მიუხედავად ამისა, კვლევები ნათლად ადასტურებს, რომ  ინსტიტუციებთან შედარებით თემში ცხოვრება  ბევრად ხარჯთ ეფექტურია, ხოლო მომსახურება ხარისხიანი.

ცხოვრების ხარისხი და გამოცდილება

Felce (1997) აღწერს რა ცხოვრების ხარისხის კონცეფციას, მიუთითებს, რომ ნებისმიერი დეფინიცია (განმარტება) უნდა შეიცავდეს როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტური ფაქტორებს.

Wolfensberger (1994) ამტკიცებს, ჩვეულებრივ, რომ სხვებზე დამოკიდებულ პირთათვის, ცხოვრების ხარისხი გაცილებით დაბალია. აქ იგულისხმება ცხოვრების ხარისხისგანმსაზღვრელი პირობები და გამოცდილება (quality of life conditions and experiences) (QLCE), როგორც ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა სერვისის მიმწოდებელთან.

O’Brien  და სხვები (2001), ლაიკერტის შკალის საშუალებით გვატყობინებდნენ ახალ ზელანდიაში, დეინსტიტუციონალიზებული პირების მშობელებისა და თანამშრომლების მატერიალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, პროდუქტიულობის, ურთიერთობის, უსაფრთხოების, საზოგადოებაში ადგილის, ემოციური კეთილდეობის რეიტინგის აღქმას. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჰოსპიტალთან შედარებით, საშუალოდ, მათი ცხოვრების ხარისხის დონე უფრო მაღალი ინტერვიუს დროს აღმოჩნდა. (გვ. 76).

Nottestad და Linaker (1999) და Nottestad, Stromgren, და Linaker-ის მიერ (2001), 109 დეინსტიტუციონალიზებულ პირზე ჩატარებული ორი კვლევის შედეგების თანახმად, მათი ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

Young და Ashman (2004), Felce და სხვებმა (2000), Robertson (2004), და Young და სხვებმა (2001) ასევე დაასაბუთეს ცხოვრების ხარისხისა და გამოცდილების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

 მონაცემთა მიმოხილვა ხდებოდა PASS (Program Analysis of Service Systems;

Wolfensberger & Glenn, 1975) და PASSING (Program Analysis of Service Systems Implementation of Normalization Goals)-ის მიხედვით. Wolfensberger & Thomas, 1983, 2007 აკვირდებოდნენ რა QLCE-ს, (quality of life conditions and experiences) აღმოაჩინეს, რომ თემში ცხოვრებისას, ინსტიტუციონალურთან შედარებით, გარემო პირობები ბევრად უკეთესია (Flynn, 1980, 1999; Flynn, Lapointe, Wolfensberger, & Thomas, 1991). მიუხედავად იმისა, ამ კვლევაში, თემის გარემო პირობების მაჩვენებლები უფრო მაღალია,  ცხოვრების ხარისხისა და გამოცდილების ქულები 50 %-ს არ აღემატება. რეალურად, Perry და Felce (2005) დიდ ბრიტანეთში,  47 სხვადასხვა თემში 154 პირზე ჩატარებული კვლევის შედეგად, ცხოვრების ხარისხის მაღალი ცვალებადობა აღმოაჩინეს.

 ოჯახური ტიპის საცხოვრებელში ცხოვრების ხარისხი და გამოცდილება შედარებით მაღალია, თუმცა მაინც შესაძლებელია სათემო მომსახურების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 

 

სოციალური ურთიერთობები

ინსტიტუციებში არსებული გარემო იქ მცხოვრებ პირებს, სხვა მაცხოვრებლებთან, მომსახურე პერსონალთან, ოჯახის წევრებთან და ხანდახან მოხალისეებთანაც კი უზღუდავს  ურთიერთობების შესაძლებლობებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაცია   

 Robertson და სხვ. (2001) ცნობით, თემში მცხოვრები 300 ზრდასრული შეადარეს 240 ინსტიტუციებში მცხოვრებ ზრდასრულ პირს (საშუალო ასაკით 45,1,  საშუალო განთავსების ხანგრძლივობა 20.1, დაწესებულებაში ყოფნის საშუალო პერიოდი 7,4 წელი). მონაწილეების  სოციალურ ქსელში, საშუალოდ 5 ადამიანი შედიოდა (საშუალო მაჩვენებლით 2 და დიაპაზონით 0-20); აქედან 83% - მომსახურე პერსონალი, 72% -  ოჯახის წევრები და 54% -  სხვა მაცხოვრებლები; მხოლოდ 30%-ის ქსელი მოიცავდა სხვა ადამიანებსაც.  Robertson და სხვ. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  მიუხედავად საცხოვრებლის ტიპისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან ძალიან იზოლირებული, რაც მიუთითებს იმაზე , რომ   თემის წევრებს არა აქვთ მაღალი შესაძლებლობები.

    დიდ ბრიტანეთში, Forrester-Jones et al. (2006) მიერ, 117 მამაკაცთან (საშუალო ასაკით - 51) და 96 ქალთან (საშუალო ასაკით -  56), ინსტიტუციების დატოვებიდან 12 წლის ჩატარდა ინტერვიუები. მათი სოციალური ქსელი მოიცავდა 22 ადამიანს (დიაპაზონი 3-51), აქედან 25% იყო მომსახურების სხვა წევრი, 43% თანამშრომელი, 14 % ოჯახის წევრი და 11% სხვები. აღნიშნული სოციალური ქსელები უფრო დიდია სხვა კვლევებში მოხსენებულ ქსელებთან შედარებით, თუმცა უფრო მცირე და ხარისხობრივად (თვისობრივად) განსხვავებული, ვიდრე ნორმატიული ქსელები.

      Burchard (1999) ჩაატარა 27 მარტოხელა,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების Vermont კვლევა, ასაკით - 23-დან 35 წლამდე,  რომლებიც ზედამხედველობის მქონე ბინებში ცხოვრობდნენ; ისინი შეადარეს წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფთან (ასაკის, სქესის, თემის სიდიდის მიხედვით), 27 მარტოხელა,  შეზღუდული შესაძლებლობების არმქონე პირებთან. ორკვირიანი აქტივობების ტიპებში განსხვავება არ იყო.   

  სოციალური ქსელების კომპოზიციები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა დაასახელეს ნახევარი. მათი სოციალური ქსელის შემადგენლობა და ზომა კი იყო უფრო ვიწრო, ვიდრე ტიპიური ზრდასრულების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა.

    ეს სოციალური ინტეგრაციის "თავსატეხი" (Lemay, 2006) პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათთვის, არამედ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი პაციენტებისთვისაც.

    O’Connor (2001) 73 ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი პაციენტების შეფასებისას აღმოაჩინა, რომ ყოფილი პაციენტების გარდა, მათ ძალიან ცოტა კონტაქტი ჰქონდათ.

    Flynn and Aubry (1999) დაასაბუთეს, რომ მსგავსი სიტუაცია ხშირია  ფსიქიკური აშლილობის მქონე ზრდასრულ პირებში.

   Lemay (2006) მიუთითებს, რომ ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სოციალური ურთიერთქმედება და საბოლოოდ სოციალური ურთიერთობები, შუამავლობით როლებს წარმოადგენენ.    

   ანალოგიურად, Leroy, Walsh, და Rooney (2004) თავიანთ სტატიაში,  თემში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხანდაზმულ ქალებზე, აღნიშნავენ, რომ იქ მცხოვრებლებს არ შეუძლიათ გაარღვიონ მომსახურების სტრუქტურა. „ყველა მათგანი სიღატაკეში ცხოვრობდა საკმარისი კონტროლის გარეშე, არ ჰქონდათ   ხელმისაწვდომობა მცირე თანხაზე......ეს ქალები, თავიანთ სიცოცხლეში, ძალიან დამოკიდებული იყვნენ ანაზღაურებად პერსონალზე, აკეთებდნენ იმას, რაც პერსონალს სურდა და მიდიოდნენ იქ, სადაც პერსონალი მიდიოდა(p. 438).

    აქტივობის როლი, სამუშაოზე, მეზობლებთან ან კლუბში, ნაცნობების გაჩენის და საბოლოოდ მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების მეტ შესაძლებლობებს ქმნის.

    Brown, Shiraga დაKessler (2006) აღწერენ 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (საშუალო ასაკით - 39,4) სოციალურ ინტეგრაციას. ავტორებმა განიხილეს მუშაობის ისტორია და პროფესიონალური  მხარდამჭერები, რომლებიც წლების მანძილზე (საშუალოდ 18,2 წელი) იყვნენ წარმოდგენილი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ  მიუხედავად, იმისა, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი ურთიერთობა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შედარებით იოლად,  „მათთვის მთავარია, რომ ეს თანდათან განვითარდეს“  (p. 118). ასევე მნიშვნელოვანია ტრენერებისა და სხვა მომსახურე პერსონალის მონაწილეობა. 

   Lemay (2006)  ამტკიცებს, რომ საზოგადოების როლი დიდია ურთიერთობის შესაძლებლობაში, მაგრამ სოციალური ინტეგრაცია მოითხოვს მიზანმიმართულ და კარგად გააზრებულ სტრატეგიას, რათა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური იზოლაციიდან გამოყვანა.

 

რთული ქცევა

       არსებობს დისკუსიების საკმარისი რაოდენობა by Kim et al. (2001, p. 45) რთული ქცევების შესახებ. როგორც კვლევები აჩვენებენ, დეინსტიტუციონალიზაციას მივყავართ როგორც ცხოვრების ხარისხისა და გამოცდილების,  ასევე თანმხლები ადაპტური ქცევების  გაუმჯობესებამდე.   Kim et al. (2001, p. 45 ) დაკვირვებით,  დეინსტიტუციონალიზაციის მთავარ საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ პირის გადაადგილებამ, შესაძლებელია მისი ქცევების გართულება გამოიწვიოს. 

    (Emerson et al., 2001) აზრით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაახლოებით

5-15% რთულ ქცევებს ავლენს; მაგ: აგრესიას, თვითდაზიანებას. აქედან დაახლოებით 2/3 არის მამრობითი სქესის და 2/3 ახალგაზრდა.

    ამასთანავე,  Emerson et al. მიუთითებს, რომ რთული ქცევის მქონე პირებს უჭირთ კომუნიკაცია, არიან სხვებზე დამოკიდებული, ითხოვენ დახმარებას საკვების მიღების, სიარულის, ტანსაცმლის გამოცვლის დროს. თვითდაზიანება, უფრო მეტად სერიოზული გონებრივი შეზღუდვების მქონე პირებს ახასიათებთ, აგრესია კი შედარებით ნაკლები შეზღუდვების მქონე პირებს.

    Kim et al. (2001) აშშ-ში,  1980-1998 წლებში ჩატარებული კვლევების მიმოხილვაში იტყობინება, რომ 12 კონტრასტული ჯგუფის 3 კვლევის შედეგების  თანახმად, დეინსტიტუციონალიზირებულ პირებში გამოიკვეთა რთული ქცვების გაუმჯობესება,  მათ შორის ერთ კვლევაში სტატისტიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა.  ორი კვლევის მონაცემების თანახმად,  სტატისტიკური მაჩვენებლები არ გაუარესებულა; ამავე დროს დანარჩენმა კვლევებმა არსებითი ცვლილებები არ გვიჩვენა (P. 45). 25 კვლევიდან 10-ში აღმოჩნდა გაუმჯობესება (6 სტატისტიკურად მნიშვნელოვანი), ამავე დროს 6-ში, გადაადგილების შედეგად მოხდა რთული ქცევის მაჩვენებლების მომატება (2 სტატისტიკურად მნიშვნელოვანი).

   Nottestad и Linaker (1999)-ის მიერ ნორვეგიაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 109 ზრდასრული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიდან 25-ს, რომელთაც ქცევითი დარღვევები არ აღენიშნებოდათ, თემში გადასვლის შემდეგ ქცევითი პრობლემები შეექმნათ.  ამავე დროს 24-მა პირმა რთული ქცევა შეწყვიტა, 55-მა რთული ქცევის მქონე ადამიანმა ქცევა არ შეიცვალა.  Nottestad et al. (2001) ფოკუსირება მოახდინა თემში გადადგილებულ ქვეჯგუფზე, რომელშიც 22 ხანშიშესული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შედიოდა. მათ აღენიშნათ ფსიქიკური დარღვევებისა და ქცევითი პრობლემების შემცირება (არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი).

    Young and Ashman (2004)-ის ანგარაშის თანახმად, 104 ხანშიშესულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დეინსტიტუციონალურ ავსტრალიელს აღენიშნა რთული ქცევითი პრობლემების ადრეული შემცირება; მაგრამ 24 თვის შემდეგ, მათ ინსტიტუციანალურ დონეზე დაუბრუნდათ ქცევა.  Robertson et al. (2004) თანახმად, რთული ქცევების მართვის მეთოდები ინსტიტუციებსა და თემებში ერთმანეთისაგან განსხვავდება; დაწესებულებებში მედიკამენტები, ფიზიკური ჩარევა გამოიყენება.

    Stancliffe et al. (2002)-მა, პირების პირველი შეფასებისას დეინსტიტუცინალიზაციის შემდეგ,  ,შეამჩნია რთული ქცევითი პრობლემების შემცირება. შემდეგი შეფასებისას დაწესებულებასა და თემში, რთული ქცევის მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ იყო, თუმცა ანტიდეპრესანტების მოხმარება თემში გაიზარდა. Young et al. (2000) გვატყობინებინებენ ზრდასრულ პირებში, რთული ქცევების მნიშვნელოვან შემცირებაზე დეინსტიტუცინალიზაციის შემდეგ; მაგრამ შემდეგი მოხსენების (2001) თანახმად, შედეგებს შორის საბოლოო ჯამში არანაირი სხვაობა არ შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მძიმე ფორმის შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ზრდასრულ პირებში,  რთული ქცევების მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა.

    Widrick, Bramley, and Frawley (1997) კვლევა არ შედის  Kim et al., (2001) მიმოხილვაში; ისინი იტყობინებიან ვერმონტის შტატში, 47 პირის ორგანიზაციიდან თემში წარმატებულ გადასვლაზე. ამ ჯგუფში შედიოდა 14 ქალი და 33 მამაკაცი, 27-დან 88-მდე ასაკამდე. მათ ინსტიტუციებში იცხოვრეს 11-დან 70 წლამდე (საშუალოდ 33 წელი).როგორც ავტორები აღნიშნავენ, მათი კვლევა წინამორბედებთან შედარებით გვიჩვენებს, რომ თემის განთავსების არასამედიცინო მოდელი ბევრად ეფექტურია შედარებით რთულად მოსავლელი ჯგუფისათვის (p. 236).

დიდ ბრიტანეთში, Golding, Emerson, and Thornton (2005) მიერ  ჩატარებული პატარა კვლევის თანახმად, ინსტიტუციებიდან თემში გადაყვანილი 6 მამაკაცი (საშუალო ასაკით 49.5) შეადარეს თემში მცხოვრებ 6 მამაკაცს (საშუალო ასაკით 32.2). გამოყენებული იქნა გადაყვანამდე და გადაყვანის შემდეგ (pre და post) მიღებული მონაცემები.  თემის წევრებს შორის ქცევა არ შეცვლილა; მაგრამ ძალიან შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა პირველ ჯგუფში, სადაც რთული ქცევის მაჩვენებელმა 98%-ით დაიკლო. ცვლილებები შენარჩუნდა შემდგომი ექვსი თვის მანძილზე.

   არაერთმნიშვნელოვანმა შედეგებმა, მკვლევარებს შორის ცხარე დისკუსია და მათი მხრიდან ერთგვარი სპეკულაცია გამოიწვია. ერთის მხრივ, ძალიან მცირე რაოდენობის კვლევაში მოიძებნა დასაბუთება მოსალოდნელი „გადაადგილების სინდრომის“ ან „ტრანზიტული შოკის“  (Widrick et al., 1997). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი თემში გადასული პირების რთული ქცევების მნიშვნელოვან შემცირებაზე მიუთითებს, მკვლევარების დიდი რიცხვი დღემდე ვერ პოულობს მათ საქციელში სხვაობას; ამავე დროს, მკვლევარების მხოლოდ მცირე რაოდენობა მიუთითებს რთული  ქცევების გაზრდაზე. როგორც ჩანს, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და გამოცდილება არ არის საკმარისი რთული ქცევების პრობლემების მოსაგვარებლად.

    Marion, Touchette, and Sandman (2003) ამტკიცებენ, რომ რთული ქვევა შესაძლებელია უფრო მეტად, მძიმე ფორმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში იყოს გამოხატული. ისინი  სისტემატურად აკვირდებოდნენ და აანალიზებდნენ აშშ-ში,  900 საწოლიან დაწესებულებაში მცხოვრებ თვითდაზიანებითი ქცევის (SIB) მქონე 45 ზრდასრულს. მათგან 84% იყო მძიმე ფორმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ავტორებმა ვერ აღმოაჩინეს   თვითდაზიანებითი ქცევის (SIB)-ის მქონე პირთა კავშირი გარემო პირობებსა და მოვლენებს შორის (p. 309). ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აღნიშნული პირების ქცევებს აკონტროლებს შინაგანი და ბიოლოგიური მოტივები (p. 311). თუმცა Symons (2005) უარყო ეს დასკვნები და მიუთითა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ქცევების შესაძენად აუცილებელი პირობების „სტიმული- გაძლიერება“ და მის შესანარჩუნებელ გარემოებებს შორის.  Symons ვარაუდობდა, რომ Marion, Touchette, and Sandman შესაძლებელია აკვირდებოდნენ კარგად შესწავლილ ქცევის ფორმებს, რომლებიც (საქციელის თვალსაზრისით), გარშემო მყოფთა ძალიან უმნიშვნელო  თანადგომას მოითხოვდნენ.

   Marion, Touchette, and Sandman (2005) უპასუხეს Symons-ის მოსაზრებას და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ „გარემო ფაქტორებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს SIB-ის სიმძიმესა და განვითარების სიჩქარეზე. გარემო პირობებისა და  ქცევების კონტროლთან ერთად ხდება ფუნქციონალურ-ანალიტიკური მეთოდების გამოყენება. (p. 328).

   მართლაც, Oliver et al. (2006) ცოტა ხნის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 5 წუთიანმა სოციალურმა ყურადღებამ „Cornelia de Lange“ სინდრომის მქონე პირებში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეამციროს თვითდაზიანებითი  ქცევა (SIB).

   Felce et al. (2000) and Young and Ashman (2004) ამტკიცებენ, რომ ზოგადად, თემში მომსახურე პერსონალი, შესაძლებელია არ იყოს შესაბამისად მომზადებული რთული და თვითდაზიანებითი ქცევის (SIB) მქონე პირებთან სამუშაოდ. ეჭვგარეშეა, რომ აუცილებელია შეიქმნას ინტენსიური სწავლების პროგრამები და დაინერგოს სპეციალიზირებული მომსახურება  თვითდაზიანებითი ქცევის (SIB) მქონე პირებთან სამუშაოდ  (Nord, Wieseler, & Hanson, 1998).

  Burchard (1999) გამოთქვა მოსაზრება კადრების ტრეინინგების მნიშვნელობის შესახებ ნაწილობრივი ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის (Wolfensberger, 1972, 1998), როგორც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი საცხოვრებელი პირობების ოპტიმიზაციისათვის. „კადრების კომპეტენცია ღირებულებების, დამოკიდებულების და პრაქტიკის ნორმალიზაციაში აისახა ნორმალიზაციის ხელშეწყობის მიზნებზე, კლიენტის საქმიანობაზე და მათი საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებაზე“.

   (Burchard, 1999, p. 249). Widrick et al. (1997) მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნორმალიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს რთული ქცევების შესამცირებლად.

 

დასკვნა

   საერთო ჯამში, მონაცემები არის დამაჯერებელი: მიუხედავად  დაავადების ხარისხისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თემში ცხოვრებისას ,,უკეთესი საქციელისკენ არიან მიდრეკილი და არ იქცევიან უარესად, როდესაც საქმე რთულ ქცევებს ეხება.

გარდა ამისა, ეს მონაცემები სათემო მომსახურების არასრულყოფილებაზე მიგვითითებს. თუმცა, ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია პერსონალისა და ოჯახის წევრების სისტემატური სასწავლო მიდგომებით.

 როგორც Fujiura (2006) ვარაუდობს, “ სათემო ცხოვრება ბევრად უკეთესი უნდა იყოს“ (p. 374).

თუმცა, დახურულ ინსტიტუციებში არ წყდება დავა და სასამართლო გარჩევები  (Ferleger & Boyd, 1980; Smith, 2005).

 Taylor (2001) აღნიშნავს, რომ ინსტიტუციები კვდება და არც თუ ისე მალე ქრება.

 Walsh and Kastner (2006) ამტკიცებს, რომ „მიმდინარე ტენდენცია“, რომელსაც ისინი მოუწოდებენ „თემის აუცილებლობაა“ (p. 368).

Fujiura (2006) მომხრეა სათემო მოდელის და აღიარებს, რომ საპირისპირო „ფილოსოფია“ კვლევის დებატებს კონფლიქტურს ხდის. ინსტიტუციონალურმა მოდელმა დაპირისპირება აშკარად გაამძაფრა.

   Taylor-ის სიტყვებით, სათემო მოდელზე გადასვლა ყველაზე კანონიერ და წესიერ ნაბიჯს წარმოადგენს,  ეს კი ცხოვრების ხარისხისა და გამოცდილების საკითხია.

   ამ მიმოხილვაში განხილული სერიოზული კოგნიტური დარღვევების მქონე ადამიანები, დამოკიდებული არიან პროფესიონალური მომსახურების სტრუქტურებზე.

  ამგვარად, ზემოთ აღნიშნული მონაცემები, შესაძლებელია განვავრცოთ სერიოზული ფსიქიკური დარვევების მქონე ადამიანთა ჯგუფზე.

   მართლაც, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არ წყდება დისკუსიები და დებატები სერიოზული ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის სათემო მოდელის არსებობის შესახებ.

    (Hogan & Carling, 1992; Ridgway & Zipple, 1991). Sylvestre, Nelson,Sabloff, and Peddle (2007) მიხედვით, სერიოზული მენტალური დარღვევების მქონე პირთა  სათემო ცხოვრების მტკიცებულებებზე დაყრდნობილი არგუმენტები, მათი მოქალაქეობის არგუმენტების ანულირებას ახდენენ.

   ძალიან მარტივია: შეზღუდული შესაძლებლობებისა და სერიოზული ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთათვის ბევრად კომფორტულია თემში ცხოვრება (ინსტიტუციებთან შედარებით), რადგან ინსტიტუციებში არ არის პირობები  „ადამიანური ცხოვრებისათვის“.  

   არ არსებობს სარწმუნო არგუმენტები შეზღუდული შესაძლებლობისა  და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ოჯახისა და თემისგან შორს ყოფნის შესახებ.