Logo

მარილის შესახებ ცნობიერების კვირეული ტარდება 2021 წლის 8 - 14 მარტს.

title

წლევანდელი დევიზია “მეტი გემო, ნაკლები მარილი“!

COVID-19 გლობალურმა პანდემიამ მრავალი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მათ შორის, დაგვაფიქრა იმაზე, როგორ ვიკვებებით. შეზღუდვები, რომლებიც ვირუსის გავრცელების შენელებისკენ არის მიმართული, გულისხმობს, მოვერიდოთ სოციალურ ურთიერთობებსა და კვებას რესტორნებში, კაფეებსა და გარე ბაზრობებზე. ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში. ხანგრძლივი დროით სახლში ყოფნამ გაზარდა საჭმლის მომზადების სიხშირე და საყვარელი რეცეპტების სრულყოფის შესაძლებლობა, კრეატიული შემოქმედება სამზარეულოში ახალი რეცეპტებით და ახალი გემოებით.

შეიძლება ვინმეს მიაჩნდეს, რომ  სახლში მომზადებული კერძის გემოს სრულყოფის ერთადერთი საშუალება მარილის დამატებაა,სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა გზა, რომელთა საშუალებით საკვები შესაძლებელია უფრო მეტად არომატული და გემრიელი გახდეს! მარილის შესახებ ცნობიერების კვირეულის განმავლობაში გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გამოიყენოთ ნაკლები მარილი, მათ შორის:

·         ჩაანაცვლეთ მარილი ციტრუსით, ახალი მწვანილით, წიწაკით, ნივრით, შავი პილპილით და სხვა სანელებლებით;

·         შეამცირეთ მარილიანი სოუსების, როგორიცაა სოიოს სოუსი, კეტჩუპი და სალათის შესაკმაზი სოუსები და სხვა, გამოყენება;

·         თუ საკვების მარაგს იკეთებთ, შეიძინეთ ნაკლებმარილიანი საკვები ან გამოიყნეთ ნაკლები მარილი საკვების მარაგის მომზადებისას;

·         დაიმახსოვრეთ: მარილი მოიცავს ყველა სახის მარილს (მათ შორის ზღვის, ქვამარილსა და ვარდისფერ მარილს). მაგრამ არსებობს კლასიკური მარილის ალტერნატივები ნატრიუმის დაბალი შემცველობით, ეს მათთვის, ვისაც ცოტა მეტი დრო სჭირდება ნაკლებად მარილიან გემოსთან შესაგუებლად;

·         მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული დაგვეხმარება ჩვენი სამზარეულოს ცვლილებაში - კერძები, რომლებიც ჩვენს კულტურებსა და საზოგადოებებს აყალიბებს, კერძები, რითიც ვიზრდებოდით და რეცეპტები, რომლებიც ჩვენ გაგვისინჯავს და გვიყვარს–ყველაფერი შეგვიძლია მოვამზადოთ მეტი გემოთი და ნაკლები მარილით!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია დღეში არა უმეტეს 5 გრამი მარილის მოხმარება, ჩვენს მოსახლეობაში 18–69 წწ ასაკის მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი 8,5 გრამია–ქალებში  7,4 გრამი, მამაკაცებში 9,7 გრამი (არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევა –STEPs 2016)