title
2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინასა და ფიზიოლოგიაში გახდნენ ირლანდიელი უილიამ კემბელი (William C. Campbell), იაპონელი, სატოში ომურა (Satoshi Ōmura) და ჩინელი იუიუ ტუ (Youyou Tu).
წლევანდელმა ნობელის პრემიის ლაურენტებმა შეიმუშავეს მეთოდები, რომელმაც მოახდინა რევოლუცია კაცობრიობის ყველზე საშიში პარაზიტარული დაავადებების მკურნალობაში.
კემბელმა და სატოშიმ შექმნეს პრეპარატი ავერმეკტინი (Avermectin), ეფექტური საშუალება, რომელიც გამოიყენება ონქოცერკოზის (მდინარის სიბრმავე) და ელეფანტიაზის („სპილოს“ ავადმყოფობა, სპილოვნება) სამკურნალოდ, ხოლო იუიუ ტუ-მ არტემიზინინი, ამ პრეპარატმა მნიშვნელოვნად შეამცირა მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობა.
„ორივე აღმოჩენამ კაცობრიობას ამ მძიმე დაავადებებთან ბრძოლის ახალი მეთოდები მისცა“ ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
ეს დაავადებები მიეკუთვნება ე.წ. „დავიწყებულ“ ან „უგულებელყოფილ“ (ინგ. neglected diseases) დაავადებათა ჯგუფს.
ეს არის ინფექციური და პარაზიტული ეტიოლოგიის ტროპიკული დაავადებები, რომელიც უპირატესად გავრცელებულია აზია, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ყველაზე ღარიბ და მარგინალიზებულ მოსახლეობის ფენაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამ ჯგუფში სულ 17 ასეთი დაავადება შედის. მაგათგან 7 -ის გამომწვევია პარაზიტული ჭიები, სამი - პროტოზოული პარაზიტები, სამი - ბაქტერიები, დანარჩენების გამომწვევია სოკო, ვირუსები და ექტოპარაზიტები.
„დავიწყებული დაავადებები“-ით ყოველწლიურად ავადდება მილიარდზე მეტი ადამიანი და მათთგან თითქმის ნახევარი იღუპება.
ამ დაავადებების მკურნალობა და პროფილქტიკა საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ სამწუხაროდ მიუწვდომელია იმ ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც არიან გავრცელებული. ამიტომ ტერმინი „დავიწყებული დაავადებები“ მაღალ განვითარებული ქვეყნებში იხმარება.
ონქოცერკოზის გამომწვევია ნემატოდები - მრგვალი ჭიები (Onchocerca volvulus). გამომწვევის მასპინძელი ადამიანია, ხოლო გადამტანი დედალი ქინქლები - Simulium damnosum. ონქოცერკოზს მეორენაირად ეძახიან მდინარის სიბრმავეს, რადგან დაავადების გადამტანი ქინქლები მდინარის პირას ბინადრობენ. ზრდასრული ჭიები ლოკალიზდებიან ადამიანის ლიმფურ კვანძებში, სადაც ხდება ლარვების-მიკროფილარიების წარმოქმნა. შემდეგში მიკროფილარიები მიგრირებენ კანის ეპიდერმისის ქვეშ, მათი ნაწილი ხვდება ადამიანის თვალებში და მოიცავს მხედველობის ორგანოს ყველა ქსოვილს, რაც იწვევს თვალის ანთებას, სისხლდენას და სხვა გართულებებს, რომელიც საბოლოოდ მივყევართ ადამიანის ნაწილობრივ ან სრულ სიბრმავემდე.
მსოფლიოში ონქოცერკოზით 18 მილიონი ადამიანია დაავადებული, მათგან 600 000-ს განუვითარდა ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე. ეს დაავადება რეგისტრირდება დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, იემენში და ლათინური ამერიკის 6 ქვეყანაში.
ელეფანტიაზი, სპილოვნობა, „სპილოს ავადმყოფობა “ - [ბერძნ.elephas (ნათ. elephantos) სპილო, -iasis მდგომარეობა] – ლიმფის ქრონიკული შეგუბების გამო კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება. დამახასიათებელია ქვედა და ზედა კიდურებისა და სასქესო ორგანოების გადიდება და დეფორმაცია.
დაავადების გამომწვევია მრგვალი ჭია (ნემატოდა) Filarioidea-ს ოჯახიდან. არსებობს ამ ძაფისებრი ჭიების სამი სახეობა:
1. Wuchereria bancrofti, რომელზეც მოდის დაავადების 90%
2. Brugia malayi;
3. Brugia timori.
ამ ჭიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-8 წელია. დაავადების გადამტანი ფლებოტომუსუს გვარის მოსკიტებია. ორგანიზმში მოხვედრიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ეს პაარიზტი იზრდება და ხვდება ლიმფურ სისტემაში (უმეტესწილად ქვედა კიდურების), მოზრდილი ჭია ბლოკავს ლიმფურ არხებს, რის გამოც სითხე აღარ გაედინება და კიდური ემსგავსება სპილოს ფეხს. ქირურგიული მეთოდით პარაზიტარული ჭიების მოცილება შეუძლებელი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 1,4 მილიარდი მოსახლე 73 ქვეყანაში ამ დაავადების რისკის ქვეშაა. დღეის მონაცემებით 120 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედან 40 მილიონი დამახინჯდა და გახდა ინვალიდი.
2000 წლიდან ჯანმო-ს შეიმუშავა ლიმფური ფილარიოზის ლიკვიდაციის გლობალური პროგრამა. პროგრამის მიზანია დაავადების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის ლიკვიდაცია. 2012 წელს ჯანმო-ს დავიწყებულ დაავადებებთან ბრძოლის დეპარტამენტმა კვლავ დაადასტურა, რომ 2020 წლისთვის მოხდება ამ დაავადების ლიკვიდაცია.
ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა თუ არა სატოში ომურას და უილიამ კემბელის აღმოჩენა.
1976 წელს სატოში ომურა, ტოკიოს კიტასატოს სახელობის უნივერსიტეტის სპეციალისტი მიკრობიოლოგიაში, ქიმიასა და ფარმაცეფტიკის სპეციალისტი იკვლევდა ნიადაგის სინჯებს გოლფის მოედნებიდან. მისი ყურადღება მიიპყრო ბაკტერია სტრეპტომიცეტებმა (Streptomyces), რომელიც ცნობილია როგორც ანტიბიოტიკი სტრეპტომიცინის (ამ აღმოჩენაში 1952 წელს ზელმან ვაკსმა ნობელის პრემია მიიღო) წყარო. სატოშიმ გადაწყვიტა შეემოწმებიანა სტრეპტომიცეტები ასევე ეფექტური იქნებოდა თუ არა ჰელმინთების წინაარმდეგ, როგორც ბაქტერიებისა და სოკოს წინააღმდეგ. იაპონელმა მეცნიერმა შეძლო ნიადაგების ნიმუშებიდან გამოეყო სტრეპტომიცეტების ახალი შტამები, რომელთაგან მან ამოარჩია ანტილელმინთური პოტენციალის მქონე 50 შტამი და 1978 წელს გაგზავნა ფარმაცევტული კორპორაცია მერკის ლაბორატორიაში, სადაც მოხდა მათი ბიოლოგიური აქტივობის შედეგად მიღებული პროდუქტების შესწავლა.
ერთერთი კულტურის ბაქტერიაში, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება Streptomyces avermitilis აღმოჩენილ იქნა ფერმენტაციის პროდუქტი, რომელიც საკონტროლო ექსპერიმენტში თაგვებზე გამოირჩეოდა ნემატოტებზე მრგვალი ჭიები განსაკუთრებულად დამანგრეველი ზემოქმედებით, თანაც არ ქონდა მკვეთრად გამოხატული გვერდითი მოვლენები. ამ ნივთიერებამ მიიღო სეხელწოდება ავერმექტინი. შემდგომში მერკის ფარმაცევტული ლაბორატორიის თანამშრომლებმა რიჩარდ ბერგმა და უილიამ კემბელმა (ამ ლაბორატორიაში 27 წლის მუშაობის სტაჟი ქონდა) გააგრძელეს ამ მიმართულებით მუშაობა.
Streptomyces avermitilis-ი პროდუცირებდა ავერმექტინების ოთხ ძირითად ფორმას- A1, A2, B1 და B2, თითოეულ მათგანს ქონდა 2 იზომერი (სულ 8 ფორმა). 1984 წელს ერთ ერთი (В1) უკვე გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობაში, როგორც ეფექტური პესტიციდი- აბამექტინი. მიუხედავად დამტკიცებული ანტიჰელმინთური პოტენციალისა, ავერმექტინების საფუძველზე სამკურნალო პრეპარატები არ იყო შექმნილი.
ბერგმა და კემბელმა შეიმუშავეს ავერმექტინების შესწავლი ორი პროგრამა: 1. Streptomyces avermitilisახალი შტამების გამოყოფა და 2. არსებული ავერმექტინების ქიმიური მოდიფიკაცია. კვლევის ძირითადი მიზანი იყო ძუძუმწოვრებისთვის პრეპარატის ტოქსიურობის შემცირება, რაც საშუალებას იძლეოდა წამლის მესაქონლეობასი გამოყენებისათვის და შემდგომ ადამიანის სამკურნალოდაც. 1984 წელს კვლევა გამარჯვებით დასრულდა და შეიქმნა პრეპარატი ივერმექტინი. ის ხასიათდებიოდა დაბალი ტოქსიურობით და ანტიპარაზიტარული მოქმედების ფართო სპექტრით.
ინვერმექტინის ბაზაზე შეიქმნა ონხოცერკოზის, ელეფანტიაზისა და სტროგილოიდოზის სამკურნალო საშუალებები.
ტუ იუიუ (屠呦呦) არის ფარამაკოლოგი, პეკინის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის თანამშრომელი. არის პირველი ქალბატონი ეთნიკურად ჩინელი, რომელიც გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი (ცნობისათვის, წლევანდელი ნობელის პრემია არის მეოთხე, რომელიც გაიცა მალარიასთან დაკავშირებულ თემაზე).
ბოლო ათწლეულის მანძილზე კაცობრიობამ მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2000 წლიდან მალარიით სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 47%–ით, 99 ქვეყნიდან 50 ქვეყანა უახლოვდება ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2015 წელს დასახულ მიზანს, რომელიც ითვალისწინებს მალარიის ინციდენტობის მაჩვენებლის შემცირებას 75% – ით. ამ წარმატების საფუძველს წარმოადგენს ინფექციის გადამტანების ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მასშტაბების გაფართოება, აგრეთვე დიაგნოსტიკური ტესტირებისა და ხარისხიანი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მაგრამ ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მალარიასთან ბრძოლის კუთხით. გათვლებით დადგენილია, რომ ყოველწლიურად მალარიით გამოწვეული დაახლოებით 660 000 გარდაცვალების შემთხვევა აღინიშნება, მათგან უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია აფრიკის საჰარის სამხრეთ ნაწილიდან. ყოველწლიურად აღინიშნება მალარიის 200 მილიონი ახალი შემთხვევა, თუმცა ამ შემთხვევების უმრავლესობა არ რეგისტრირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წამლისა და ინსექტიციდების მიმართ რეზისტენტულობა ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის საფრხეს წარმოადგენს.
მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მზარდი რეზისტენტობა სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ახალი ეფექტური პრეპარატების შექმნა თანამედროვე მედიცინის ერთერთი პრიორიტეტია. 1977 წელს ტაილანდში მალარიის სამკურნალოდ დაიწყეს სულფადოქსინ-პირიმეტამინის გამოყენება, რომლის ეფექტურობა პრაქტიკულად 100%-იანი იყო. სულ რახაც 5 წლის შემდეგ პარაზიტმა გამოიმუშავა ამ წამალზე რეზისტენტობა და მისი ეფექტურობა 10%-მდე დაეცა. მანამდე ასეთივე ბედი ეწია ერთერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას ქლოროქინს, რომელიც ამჯამად ტროპიკული მალარიის სამკურნალოდ თითქმის აღარ გამოიყენება.
ტუ იუიუ-მ მალარიის ახალი სამკურნალო წამლის შექმნაზე მუშაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მის კვლევებს საფუძვლად დაედო ძველ ჩინურ სამედიცინო ტრაქტატებში მოცემული ცნობა, მცენარეულ ექსტრატზე, რომელსაც ციებცხელების სამკურნალოდ იყენებდნენ. ამ მცენარეს ჩინელები ეძახდნენ „ცინხაო“-ს, ეს არის აბზინდას (Artemisia) გვარის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე უჯანგარი - Artemisia annua. 1596 წლით დათარიღებული ცნობით ექიმი ლი შიჩჯენი ამ ბალახს იყენებდა მალარიის სამკურნალოდ.
1972 წელს ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა ტუ იუიუ-ს ხელმძღვანელობით ამ მცენარისგან გამოყო ნივთიერება, რომელიც ცნობილია არტემიზინინის სახელით. მისგან წარმოებულ მედიკამენტს პირველად ჩინელ ჯარისკაცებზე ცდიდნენ. 1979 წელს ჩინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არტემიზინინი და მისგან წარმოებული პრეპარატები უსაფრთხოა, მოქმედებენ სწრაფად და ეფექტურად Plasmodium vivax-ით და Plasmodiun falciparum-ით გამოწვეული მალარიის მკურნალობისას.
მსოფლიო აღიარება ამ პრეპარატმა მხოლოდ 90-ნი წლების დასაწყისში მოიპოვა, როცა მისით დაინტერესდა ფარმაცევტული გიგანტი Novartis. ამჯამად ამ პრეპარეტებით მკურნალობს 2 მილიონზე მეტი ადამიანი და არცერთი გვერდითი მოვლენა და წამლის მიმართ რეზისტენტობა არ არის დაფიქსირებული.
მიუხედავად ამისა 2006 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფარმაკოლოგიური კომპანიების მიმართ გამოვიდა მოწოდებით, რომ შეწყვიტონ მონოწამლების წარმოება (წამლები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ არტემეზინინს). ჯანმო-ს ექსპერტთა ვარაუდით ასეთი წამლების მასიური გამოყენება შესაძლებელია გახდეს რეზისტენტობის გამომუშავების მიზეზი, ამიტომ ანტიმალარიული პრეპერატების სწორი კომბინირებით, რომლის საფუძველს არტემიზინინი წარმოადგენს მალარიის მკურნალობაში 95% ეფექტურობას აღწევს და ძალზე ამცირებს მიკროორგანიზმების წამლისადმი რეზისტენტობის გამომუშავებას.
დღევანდელ დღეს არტემიზინინ-კომბინირებული პრაპარატები არის მალარიის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებები.
საქართველოში შემოტანილ ტროპიკულ მალარიას ჩვენ ვმკურნალობთ არტემიზინინის ჯგუფის კომბინირებული პრეპარატებით (Artemether-lumefantrine, ან Artesunate-amodiaquine).