Logo

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღე , 2020

title

14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს  145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით

დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა მოიცავს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა  მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ .

დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცი  A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო - ცისფერი წრე - დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

2020  წლის დიაბეტის მსოფლიო დღის თემაა: „დიაბეტი და ექთანი“.

აღნიშნული თემა შემთხევევთ არ არის შერჩეული. ექთნებმა მიიღეს მონაწილეობა დიაბეტით დაავადებულების მკურნალობაში ჯერ კიდევ 1924 წელს; 2 წლით ადრე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ხელმისაწვდომი გახდა ინსულინოთერაპია. ამერიკელმა ენდოკრინოლოგმა ელიოტ პროქტოლ ჯოსლინდმა პირველად აღნიშნა, რომგანათლების დეფიციტი ისეთივე საშიშია, როგორც ინსულინის ნაკლებობა“. მან მოუწოდა ექთნებს აქტიურად ჩართულიყვნენ პაციენტების განათლების საქმეში და დიაბეტი დაახასიათა როგორც დაავადება, რომლის მართვა განკუთვნილია ძირითადად მედდებისთვის.

ექთანს უდიდესი როლი უკავია დიაბეტის მკურნალობაში. იგი პასუხისმგებელია ზუსტად შეასრულოს ექიმის ყველა დანიშნულება დიაბეტით დაავადებულთათვის, ჰქონდეს ისეთი ფასდაუდებელი თვისებები, როგორიცაა პაციენტის მიმართ თანაგრძნობა, კომუნიკაციის უნარი, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. იმისთვის, რომ პაციენტს პროფესიონალურად დაეხმაროს, ექთანმა კარგად უნდა იცოდეს შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზები, მისი გართულებები, კომპენსაციის ყველა გამოვლინება და მეთოდი. მკურნალი ექიმი ადგენს დიაგნოზს და განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას, ხოლო ექთნის ამოცანაა ამ პრობლემების შედეგად წარმოქმნილი ყველა სირთულის დადგენა.

ფასდაუდებელია ექთნების დახმარება დიაბეტით დაავადებული პაციენტის ოჯახისათვის ადაპტაციის პროცესში. ექთნები რეგულარულად უნდა დაუკავშირდნენ პაციენტის ოჯახის წევრებს, მონაცემები გადასცენ  მკურნალ ექიმს, რომელმაც უნდა იცოდეს ოჯახის ცხოვრების წესისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის თავისებურებები. დიაბეტი სამედიცინო პერსონალისგან მოითხოვს დიდ ცოდნასა და კომპეტენციას.

საიდუმლო არ არის, რომ ამბულატორიული მიღების დროს ექიმ-სპეციალისტს ხშირად მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვს განკუთვნილი დიაბეტის საკითხების შესახებ პაციენტთან საუბარისთვის, რადგან მას სჭირდება დრო პაციენტის გამოკვლევის, კვლევის შედეგების ანალიზისა და ყველა საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის შევსებისათვის. დიაბეტით დაავადებულებს ამ დროს ეხმარება დიაბეტის სკოლა, რომლის მთავარი მიზანი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, დიაბეტის მქონე პაციენტების მაქსიმალურად გაცნობა, საგანგებო სიტუაციებში თვითდახმარების ტაქტიკა, სათანადო კვების, დიაბეტური კვებითი რეჟიმების სწავლება  და .ექთნები ამ საქმეში შეუცვლელები არიან.

დიაბეტით დაავადებული ადამიანის მთავარი ამოცანაა დაავადების კომპენსაციისკენ სწრაფვა. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ექთნებიც!