Logo

პროფესიული დაავადებები

title

პროფესიული დაავადებები

ტერმინი "პროფესიული დაავადება" ან "სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადება"  მოიცავს ნებისმიერი დაავადებას, რომელიც, პირველ რიგში, სამუშაო საქმიანობიდან გამომდინარე რისკის ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება. სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებები მრავლობითი მიზეზითაა განპირობებული, სადაც სამუშაო გარემოს  ფაქტორებმა შეიძლება საერიოზული როლი შეასრულონ გარემოს სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად. 

სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებები წარმოდეგნილია მრავალფაქტორული დაავადებებით, რომელთა შორისაა როგორც ქრონიკული არაგადამდები ისე მწვავე გადამდები დაავადებები. არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ძვალ-კუნთოვანი დაავადებები, ჰიპერტენზია, ქრონიკული ბრონქიტი და მთელი რიგი ფსიქოსომატული დარღვევები, შეიძლება, დაუკავშირდეს სხვადასხვა რისკ-ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე სამუშაო ადგილებზე.

სწორედ ამიტომ, მშრომელთა ჯანმრთელობა გულისხნობს ჯანმრთელობის მრავალფეროვანი პრობლემების მოგვარებას, რომლებიც კომბინირებული ექსპოზიციების შედეგია, რაშიც გაერთიანებულია პროფესიული და  გარემო არის ფაქტორები, ცხოვრების წესი და ინდივიდუალური მგრძნობელობა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქო-სოციალურ ფაქტორებსა და ერგონომიკას სამუშაო ადგილებზე,  მუშათა ცხოვრების წესსა და ქცევებს.  

პროფესიულ დაავადებათა მოკლე ჩამონათვალი პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა .შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საბჭომ  შრომის ექსპერტთა ორი შეხვედრის მუშაობის შედეგად, 2010 წლის 25 მარტის 307 სესიაზე პროფესიული დაავადებების ახალი სია დაამტკიცა. ეს ახალი სია ცვლის წინამორბედს (№2 რეკომენდაცია №194 დანართი). ახალი ჩამონათვალი მოიცავს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ პროფესიულ  დაავადებებს და რისკ- ფაქტორებს;;ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ აგენტებს, რომლებიც იწვევენ რესპირატორულ და კანის დაავადებებს, ძვალ-კუნთოვანი სისტემის  დაზიანებებსა და პროფესიული კიბოს. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები პირველად იქნა შეტანილი პროფესიულ დაავადებათა სიაში.

ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ძვალ-კუნთოვანი დარღვევები, ხმაურით გამოწვეული სმენის დაკარგვა და კანის პრობლემები ყველაზე გავრცელებული პროფესიული დაავადებებია მთელს მსოფლიოში, თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ  სამუშაოსთან დაკავშირებული  დაავადებებში შედის ასევე კარდიოვასკულური დაავადებები და დეპრესია, რომელიც გამოწვეულია პროფესიული სტრესით.. ფართო გავრცელებითა  და მაღალი პრევალენსით ხასიათდებიან ასევე ქრონიკული ბრონქიტი და   ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ასთმის შემთხვევები სამუშაო ადგილებში.

ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში უმუშევართა ნახევარზე მეტი დასაქმებულია არაფორმალურ (ოფიციალურად დაურეგისტრირებელ) სექტორში, სადაც არ არსებობს მათი  სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმები და

პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების რეგულირების სისტემა.

დასაქმებულთა ჯანმრთელობის მონიტორინგი და დასაქმებულთათვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევა, ძირითადად, მსხვილი კომპანიების ფორმალურ სექტორში ხორციელდება, ხოლო მცირე საწარმოებში, არაფორმალურ სექტორში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა (მათ შორის, მიგრანთა)  85% მოკლებულია პროფესიული ჯანმრთელობის სერვისებს.

 

ძირითადი ფაქტები 

ცნობილია, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებში, 12.2 მილიონი ადამიანი იღუპება არაგადამდები დაავადებების გამო, თანაც აქტიურ სამუშაო ასაკში. ქრონიკული დაავადებების ტვირთის მნიშვნელოვან ნაწილი გამოწვეულია ისთი  პროფესიული რისკის ფაქტორებით, როგორიცაა  ხმაური, კანცეროგენული ნივთიერებები, სათბური ნაწილაკები და ერგონომიული რისკები: ამ ტვირთში შედის: ქვემო წელის ტკივილის ყველა შემთხვევის 37%, სმენის დაკარგვის 16%,  ფილტვის ქრონიკულის ობსტრუქციული დაავადების - 13%, ასთმის 11%, სხეულის დაზიანებების - 8%, ფილტვის კიბოს - 9%, ლეიკემიის - 2% და დეპრესიის -  8%. 

  • სამუშაოს ადგილთან დაკავშირებული ჯანდაცვის  პრობლემები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზარალის 4-6%-იან შეადგენს. პროფესიულ და სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის ბაზისური სერვისების ხარჯები კი, საშუალოდ,18 აშშ დოლარიდან  60 აშშ დოლარამდე მერყეობს (შესყიდვის შესაძლებლობის გათვალისწინებით).
  • მუშების 70% -ს არ გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ფართომასშტაბიანმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო ადგილების ჯანსაღი ინიციატივების გამოყენებით  შეიძლება 27% -ით  შემცირდეს  საავადმყოფო ფურცლების გაცემა, ხოლო 26% -ით.ჯანდაცვის ხარჯები. 

დასაქმებულთა სფეროში არსებული ხარვეზის აღმოსაფრხვრელად ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციამ ახალი პროგრამა წამოიწყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ დაავადებების მასშტაბების იდენტიფიცირების, ეპიდემიოლოგიური კვლევების სტიმულირებისა და შესაბამისი გაიდლაინების შესამუშავებლად კონტროლის ღონისძიებების გატარების და, ასევე, პროფესიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და შესაბამისი კანონმდებლობისადმი ახალ მიდგომების მოძიების მიზნით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  გლობალური გეგმა მშრომელთა ჯანმრთელობის შესახებ წევრი ქვეყნებისაგან მოითხოვს პროფესიული  დაავადებების  დიაგნოსტიკის, ანგარიშგების და რეგისტრაციის გაუმჯობესებას და დაავადებების  ტვირთის შეფასების შესაძლებლობების გაზრდას.

ჯანმო-ს საქმიანობა პროფესიულ და სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებების შესახებ მოიცავს:

• დაავადების გლობალური ტვირთის შეფასებების ჩატარებას ძირითადი პროფესიულ   რისკებთან მიმართებაში, როგორიცაა დაზიანებები, აეროგენული ექსპოზიციები,  კარცინოგენები, ერგონომიული სტრესორები, ხმაური და სხვა კონკრეტული და სპეციფიკური  რისკები.

• დაავადებათა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე -11 გადახედვაში  პროფესიული დაავადებების და მათი მიზეზების შეტანას.

• შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას პროფესიულ  დაავადებათა დიაგნოსტიკური და ექსპოზიციის კრიტერიუმების შემუშავების და პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პროვაიდერების მიერ ასეთი დაავადებების გამოვლენისა და აღრიცხვის გაუმჯობესების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით[1].

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის მთავრობის დადგენილებით  2007 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა „პროფესიულ დაავადებათა პრევენცია“, რომლის მონიტორინგს 2011 წლის N77 დადგენილების საფუძველზე ახორციელებს სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 2016 წლი 18 იანვრის N19 დადგენი;ლებით დამტკიცდა შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა და შეიქმნა შრომის ინსპექტირების სამსახური.