Logo

ISTC_TB

title

პროექტის დასახელება: "ხანგრძლივვადიანი გამოსავალი მულტირეზისტენტული და ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც დაიწყეს მკურნალობა 2011-2013 წლებში და შემდგომში მეთვალყურეობიდან იქნენ დაკარგული". მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი (ISTC) 01.03. 2016 – 28.02. 2017.
პროექტის ანოტაცია:
ა). პროექტის მიზანი: 
საქართველოში მეთვალყურეობიდან დაკარგული მულტირეზისტენტული და ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში ხანგრძლივვადიანი გამოსავლის შესწავლა, მათ შორის, ნახველის ნაცხის და კულტურალური გამოკვლევა. 
პროექტის ამოცანებია: 
იმ პაციენტების ბაქტერიოლოგიური სტატუსის შეფასება (ანუ ნაცხის/კულტურის შეფასება და GeneXpert), რომელთაც მკურნალობა დაიწყეს 2011-2013 წლებში და დაიკარგნენ მეთვალყურეობიდან;
ნახველის კულტურადადებით პაციენტებში პრეპარატებისადმი შეძენილი რეზისტენტობის მატების განვითარების 
შეძენილი რეზისტენტობის მატების რისკ-ფაქტორების დადგენა;
მულტირეზისტენტული და ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის მინიმალური ეფექტური ხანგრძლივობის განსაზღვრა.


ბ). პროექტის განხორციელების გზები: 
კვლევის პროტოკოლისა და ინსტრუმენტის შემუშავების შემდეგ ჩატარდება მონაცემთა შეგროვების ჯგუფებისა და სუპერვაიზორების სწავლება. მონაცემებისა და ნიმუშის (ნახველის) შეგროვებაზე და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი იქნება შვიდი ჯგუფი, რომელთაგან თითოეული შედგება ერთი ექთნის და ერთი მძღოლისგან. კლინიკური კოორდინატორები პასუხისმგებელი იქნებიან თითოეული პაციენტის ლაბორატორიული კვლევის მოთხოვნის ფორმის გაცემაზე. 
ექთნები აიღებენ ნახველის ნიმუშს, რომელიც გაიგზავნება ლაბორატორიაში ნახველის ნაცხის მიკროსკოპიისა და GeneXpert ანალიზისთვის. დასავლეთ საქართველოში აღებული ნიმუშები გაიგზავნება ქუთაისის ზონალურ ლაბორატორიაში (დკსჯეც), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში აღებული ნიმუშები - თბილისის ლაბორატორიაში (ტუბერკულოზის ცენტრი). კულტურალური გამოკვლევა და პირველი და მეორე რიგის პრეპარატებზე მგრძნობელობის ტესტები ჩატარდება ეროვნულ რეფერალურ ლაბორატორიაში (ტუბერკულოზის ცენტრი).

გ). მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული პროექტით განისაზღვრება ხანგრძლივვადიანი გამოსავალი ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებიც მეთვალყურეობიდან დაიკარგნენ მკურნალობის მიმდინარეობისას. შეფასდება მათი ამჟამინდელი სტატუსი, ტუბერკულოზის არსებობა და შეძენილი რეზისტენტობის განვითარება. კვლევის ერთ-ერთი პრაქტიკული შედეგი იქნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რეზისტენტობის ამპლიფიკაციის რისკ ფაქტორების დადგენა. ამას გარდა, მკურნალობის შეწყვეტამდე მკურნალობის ხანგრძლივობის შედარებით კულტურა-დადებით და კულტურა-უარყოფით (კლინიკურად განკურნებული) პაციენტებში, არაპირდაპირ შევაფასებთ მკურნალობის იმ მინიმალურ ხანგრძლივობას, რომელიც განკურნებისთვისაა საკმარისი.