Logo

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

title


ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათარეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას,  რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

ამ დაავადებათა  თავიდან  აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:

·   წყალსადენში წყლისწყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთსასმელად ან საკვების     მოსამზადებლად;

·   არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ადუღებული  წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

·   სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება;უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;

შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

o    ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად;

o    საკვების მოსამზადებლად;

o    სასმელების დასამზადებლად;

o    ყინულის მოსამზადებლად;

o    ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად

o   ხელების დასაბანად;

 

·    მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;

·    მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;

·    მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები- თავდახურულ ჭურჭელში;

·   სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელიდაფები;

·   არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან  სახლში დამზადებული ნაყინი;

·   საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;

·   არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;

·   სალათები უნდა შეიკაზმოსმაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;

·   მწვანილიდა ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს   გამდინარეწყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;

·   სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებულიტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მომზადებასა და მოხმარებაზე, ან/და მათიმომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი,ხარისხიანი კარაქი, დამზადებული პროდუქტი კი მოვათავსოთ მაცივარში 2 საათისგანმავლობაში არა უმეტეს 80C ტემპერატურაზე;

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

·   დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;

·   დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­ვ­ლენისთანავე აუცილებელია  მი­მა­რ­­თოთ ექიმს;

·   ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა დაანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ.ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარიწყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხესკარგავს;

·   დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს  ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.