title
გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული განვითრების საბჭოს (22 მარტი 2017, სხდომა #1) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (19 მაის 2017, სხდომა #4) მიერ აკრედიტებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოიებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსები (ტრენინგ-კურსი) „ბიოუსაფრთხოების ზოგადი პრინციპების“ შესახებ.
მოწოდებული ბიოუსაფრთხოების კურსები შემუშავებულია იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის: 1.სამედიცინო/ბიოლოგიური/ვეტერინარული ლაბორატორიებისა და დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, 2.ბიოლოგიურ მასალასთან შეხებაში მყოფ პირთათვის (ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი საზ. ჯანდაცვის მუშაკი და ა.შ.); 3.სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიის, სამეცნიერო/ბიოლოგიური პროფილის მენეჯერული რგოლის თანამშრომლთათვის
სასწავლო/სატრენინგო კურსები მოიცავს ბიოუსაფრთხოების იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ლაბორატორიის/დაწესებულების შიგნით პათოლოგიური აგენტების გავრცელების რისკების მართვისკენ არის მიმართული, მათ შორის, მასალის აღება და მასზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, სისხლით და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემად პათოგენებთან მუშაობა, პირადი დაცვის აღჭურვილობის ხმარების წესი, ლაბორატორიაში წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების განკარგვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია, დეკონტამინაცია და სხვა.
# | პროგრამის დასახელება | პროგრამის ხანგრძლივობა | პროგრამის ღირებულება ერთ მსმენელზე (ლარში) |
1. | ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ლაბორატორიის სპეციალისტებისთვის | 5 დღე | 450 |
2. | ბიორისკების მართვა: ზოგადი ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ექიმებისათვის | 5 დღე | 450 |
3 | ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა მენეჯერებისათვის | 3 დღე | 450 |
სასწავლო-სატრენინგო კურსები ამოქმედდება 2017 წლის ნოემბრის თვიდან.
რეგისტრაციისთვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს, მისამართზე ვაჟა–ფშაველას #33 მე–7 სართული, ოთახი 706.
კურსის შინაარსსა და თემებზე დამატებითი ინფრომაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
ელ. ფოსტაზე: ncdc@ncdc.ge; k.zaridze@ncdc.ge; n.modebadze@ncdc.ge
ტელ: 577 13 14 16; 599 18 33 86