Logo

ქალები და გულ-სისხლძართვთა დაავადებები

title

ქალები და გულ-სისხლძართვთა დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) ქალთა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 8.6 მილიონზე მეტი ქალი იღუპება, რაც სიკვდილიანობის გლობალური ტვირთის 1/3-ს შეადგენს და  აივ ინფექციით, ტუბერკულოზითა და მალარიით გამოწვეული ლეტალობის საერთო ჯამს აღემატება.

უკანასკნელ წლებში გსდ-ის მართვისა და მკურნალობის სფეროში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ დისკრიმინაციას განიცდიან.  მამაკაცებთან შედარებით ქალებში ხშირია არასათანადო დიაგნოსტირება და მკურნალობა, რასაც განაპირობებს ქალებში კარდიოვასკულური დაავადებების გამოვლენის და კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები.

გულის დაავადებების უმეტესობა პრევენციას ექვემდებარება. აღნიშნულის გათვალისწინებით,  გულის მსოფლიო ფედერაცია, თავის წევრებთან ერთად გულის დაავადებების და ინსულტის შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებელ კამპანიას მთელს მსოფლიოში ატარებს. მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებით ქალებს, იმოქმედონ, მიიღონ შესაბამისი ზომები და იცხოვრონ ხანგრძლივად ჯანმრთელი გულით.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადება მხოლოდ მამაკაცების დაავადება არ არის

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მხოლოდ მამაკაცები არ ავადდებიან, ხშირ შემთხვევაში ქალებში კარდიოვასკულური დაავადება რთული კლინიკური მიმდინარეობით გამოირჩევა. კარგ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობა პრევენციას  ექვემდებარება და შესაძლოა მათი თავიდან აცილება. მთავარია - ვისწავლოთ როგორ დავიცვათ ჩვენი გული.

 

ძირითადი ფაქტები

  • ქალებში სიკვდილიანობის გლობალური ტვირთის მესამედი გსდ-ზე მოდის;
  • გსდ-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქალებში დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში უფრო მაღალია  ვიდრე მაღალი შემოსავლების ქვეყნებში;
  • ქალებში გსდ-ს არასათანადო მართვა და მკურნალობა ამ დაავადებების გამოვლენის და კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებებით არის განპირობებული;

ქალებში გსდ-ს ტვირთი არასათანადოდ არის შეფასებული.

იცოდე  გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები

გულის შეტევის კლინიკური მიმდინარეობა ქალებში და მამაკაცებში ხშირად განსხვავებულია. მნიშვნელოვანია იცოდე კლინიკური სიმპტომები. გაითვალისწინე, გსდ-ს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების საწინდარია!!!

 

ინსულტის კლინიკური სიმპტომებიქალებში

                                  

  • ზედა და ქვედა კიდურების უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეზე.
  • უეცარი კონფუზია, ლაპარაკის გაძნელება.
  • მხედველობის უეცარი პრობლემა ერთ ან ორივე თვალში.
  • სიარულის უეცარი გაძნელება, თავბრუსხვევა, წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა.
  • თავის ძლიერი  ტკივილი დაუდგენელი მიზეზით.
  •  გულის წასვლა ან  მეხსიერების უეცარიდაკარგვა.

 

გულის შეტევის კლინიკური  სიმპტომები ქალებში

  • დისკომფორტი გულმკერდის არეში; მოჭერის შეგრძნება, ან ტკივილი მარცხენა სარძევე ჯირკვლის საპროექციო არეში, სარძევე ჯირკვლებს შორის ან მკერდის ძვლის უკან.
  • დისკომფორტის და/ან ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვა მიდამოში; კერძოდ მხარში, ერთ ან ორივე მკლავში, ზურგში, კისერში, ქვედა ყბაში, ეპიგასტრიუმის მიდამოში.
  • ქოშინი, აუხსნელი სისუსტე ან დაღლილობა, შფოთვა ან უჩვეულო ნერვიულობა, ფაღარათი (მონელების დარღვევა) ან კოლიკა, ცივი ოფლი და გულისრევა, თავბრუსხვევა და კოლაფსი. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც გულის შეტევის გამოცდილების მქონე ქალთა ერთ მეოთხედს აღენიშნება. თითოეული სიმპტომის გამოვლენა შეიძლება მოხდეს დამოუკიდებლად ან გულმკერდის მიდამოში არსებული დისკომფორტის თანხლებით;

 

 

 

ფრთხილად მიიღე წამლები

მიიღე მხოლოდ ის წამლები, რომლებიც  ექიმმა გამოგიწერა.

 

ქალები და ფიზიკური აქტივობა

 

გამონახე დრო ფიზიკური აქტივობისთვის. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელი გულის საწინდარია და ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი ნაწილია. ფიზიკური აქტივობა გეხმარება წონის, სტრესის შემცირებასა და  მართვაში; ამავე დროს ამცირებს ქალების ნომერ პირველი „მკვლელის“ - გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს.

გულის მსოფლიო ფედერაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, მოუწოდებს ქალებს დაკავდნენ ზომიერი ფიზიკური აქტივობით მინიმუმ 150 წუთი კვირაში - 20 წუთზე ცოტა მეტი დღეში.

 

ქალები და ფიზიკური აქტივობა: გენდერული პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველი მესამე ქალი იღუპება,  ბევრმა არც კი იცის, რომ იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ და თავისი გულის დასაცავად არაფერს არ აკეთებს.

იყო მეტად აქტიური,  ეს უკვე კარგი დასაწყისია!

ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან. ქალების დაბალ ფიზიკურ აქტივობას განაპირობებს  რამოდენიმე ფაქტორი:

დატვირთული გრაფიკის... მიუხედავად ზოგიერთი ქალი ცდილობს გამონახოს დრო ვარჯიშისთვის. სცადე,  დღის განმავლობაში საოჯახო საქმიანობას შეუთავსო ფიზიკური აქტივობაც: არ ისარგებლო სატრანსპორტო საშუალებებით ბავშვების სკოლიდან გამოყვანის დროს, გაატარე მეტი დრო  ბუნებაში ოჯახთან ერთად. 

ხელმისაწვდომობა ფიზიკურ აქტივობაზე - ფული... ქალებს, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ, ექმნათ ბარიერი ამ თვალსაზრისით. არსებობს უამრავი საშუალება ოყო აქტიური, დაიწყე ფიზიკური აქტივობა თუნდაც სეირნობით, ცეკვით.

მიდგომა ... კულტურულმა ტრადიციებმა  შესაძლოა შეზღუდოს ქალების მონაწილეობა სპორტის ამა თუ იმ  სახეობაში. მაშინაც კი, როცა  გარემო  სპორტის კონკრეტულ სახეობაში ჩართვაში ხელს გიშლის, გადალახე ეს ბარიერი.