Logo

“დასავლეთ აზიური ქსელის შექმნა კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად”. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი;

title

პროექტის დასახელება:დასავლეთ აზიური ქსელის შექმნა კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად”. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო,  გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი; 01.01.2017 - 31.12.2019.


პროექტის ანოტაცია

). პროექტის მიზანი:

პროექტის პირველ ფაზაში (2014-2016) დანერგილი გერმანულ-ქართული ქსელის მოდელის შემდგომი გაფართოება საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკასა და ბილოგიური უსაფრთხოების სფეროში. პროექტის პირველ ფაზაში დამყარებული მნიშვნელოვანი კონტაქტების გაძლიერება და გაღრმავება ძირითად პარტნიორ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, ასევე სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიებში “ერთიანი ჯანმრთელობის”–ის ფარგლებში დაინერგოს მდგრადი დიაგნოსტიკა. პროექტის განმავლობაში დკსჯეც აქტიური ჩაბმულობა ტრეინინგებში რომლებიც ჩაუტარდებათ იმ პიროვნებებს (First responders), რომლებიც ბიოლოგიური თავდასხმის შემთხვევაში პირველადი პასუხის განხორციელებაში არიან პასუხისმგებლები. აგრეთვე პროექტის პარტნიორმა ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოში რეაგირების ეროვნული გეგმების განვითარებას ბიოლოგიური თავდასხმის შემთხვევაში.  

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სადოქტორო პროგრამა, რომლის თანახმად ახალგაზრდა ქართველი დოქტურანტები დადგენილი სადოქტორო სასწავლო პროგრამის მიხედვით გაივლიან საფუძვლიან მომზადებას თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური კვლევისა მეთოდების სწავლებაში, გაეცნობიან ბიოუსაფრთხოების საკითხებს.


). პროექტის განხორციელების გზები:

ამოცანა 1: ცნობიერების ამაღლება მაღალპათოგენური აგენტების შესახებ - საველე სამუშაოების დაგეგმვა საქართველოს ტერიტორიაზე  ტკიპისმიერი ენცეფალითისა (TBE) და ლეპტოსპიროზის ინციდენტობის შესაფასებლად, საქართველოში არსებულ მაღალპათოგენური აგენტების გამოსავლენად ტრეინინგებისა და სადიაგნოსტიკო სტანდარტიზირებული მეთოდების დანერგვა.

ამოცანა 2: ბიოუსაფრთხოების ასპექტების ცნობიერების ასამაღლებლად ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სემინარებისა და ვორქშოპების ჩატარება  სეროლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური ლაბორატორიული თანამედროვე მეთოდებისა და საველე ეპიდემიოლოგიის თემაზე.

ამოცანა 3: გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა პათოგენების სტანდარტიზებული სადიაგნოსტიკო პროცედურების შემუშავებასა და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის მართვაში;

ამოცანა 4: დიაგნოსტიკა და დეტექცია  - ორთოპოქს ვირუსების დიაგნოსტიკისათვის უჯრედული კულტურის მიღება და უჯრედული ხაზის წაყვანა, მოლეკულური დიაგნოსტიკა, მეთოდის ვალიდაცია ჯილეხის მაგალითის გამოყენებით (პრაიმერისა და პრობის დიზაინი; PCR რეაქციის შექმნა შიდა კონტროლის დიზაინი და ვალიდაცია). ლეპტოსპიროზის  გამომწვევის  და სხვა პათოგენებისთვის qPCR-ის დიაგნოსტიკის დანერგვა.

ამოცანა 4: ახალგაზრდა ქართველ მეცნიერების მომზადება სადოქტორო პროგრამის მიხედვით. ახალგაზრდა მკვლევარები გერმანელი ექპერტების მიერ მომზადებული იქნება ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონეების ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკასა  და ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვაში. ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთათვის დაიგეგმა სადოქტორო პროგრამები: ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევ პათოგენსა და ლეპტოსპიროზის გამომწვევზე. პროექტის ფარგლებში გერმანელი კოლაბორანტები ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს დაეხმარებიან სადისერტაციო ნაშრომის   მომზადებაში, პუბლიკაციების მომზადებასა და წარდგენაში, ასევე სამეცნიერო ხარისხის მიღებაში.


). მოსალოდნელი შედეგები:

გარემო და კლინიკურ ნიმუშებში პათოგენთა დეტექციისა და აგრეთვე დიაგნოსტიკის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცედურების დანერგვა აუცილებელი წინაპირობაა საშიშ პათოგენთა აღმოსაჩენად, ამით მოხდება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის დიაგნოსტიკური შესაძლებლობებისა და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერება. ეს ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი ეპიდემიების ან კრიმინალური/ტერორისტული ქმედების შედეგად პათოგენთა შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. ვორქშოპების მეშვეობით, აგრეთვე აკადემიურ ან სამთავრობო დაწესებულებებისა და სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილების მიმღებთა ქსელში ჩართვის გზით შესაძლებელი იქნება პოტენციურად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებთან უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები რეგულარულად იქნება წარდგენილი ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებზე. პროგრამაში  მონაწილე ქართველი და გერმანელი  მეცნიერების მიერ ერთობლივი პუბლიკაციები მომზადებული და წარდგენილი იქნება რეცენზირებად ჟურნალებში. ასევე ჩატარდება საველე სამუშაოები, მოხდება გამოვლენილი პათოგენების დახასიათება და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოში ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებისათვის. მოხდება დკსჯეც ლაბორატორიული აღჭურვილობის შესაძლებლობების გაძლიერება; ახალი კადრების მომზადება/ გადამზადება,  ჩატარდება ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო შეხვედრები.