Logo

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღე

title Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin-top:0cm; mso-para-margin-right:0cm; mso-para-margin-bottom:10.0pt; mso-para-margin-left:0cm; line-height:115%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:"Calibri",sans-serif; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-bidi-font-family:"Times New Roman"; mso-bidi-theme-font:minor-bidi;}

შაქრიანი დიაბეტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.  მრავალ ქვეყანაში შაქრიანმა დიაბეტმა  ეპიდემიის ფორმა მიიღო და მას სიკვდილობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს.

დიაბეტის საერთაშორისო ატლასის მონაცემებით, მსოფლიოში 536.6   მილიონზე მეტი ადამიანი (20-79 წლის მოზრდილი მოსახლეობის 10.5%) დაავადებულიშაქრიანი დიაბეტით; დიაბეტით დაავადებულთა თითქმის ნახევარი 40-59 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს.

ყოველ 10 წამში  2 პაციენტით იმატებ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა, რაც შეესაბამება 7 მილიონს წელიწადში. დიაბეტით დაავადებულებს აქვთ 2-3-ჯერ მეტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკი,  ტერფის ამპუტაციის  85% გამოწვეულია დიაბეტური ტერფის მიზეზით, დიაბეტური რეტინოპათია  2,6%-ში იწვევს სიბრმავეს. მაღალი შემოსავლის ქვეყნებშიც კი 18 წელზე მეტ მოსახლეობაში 37%-ს აქვს  თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის  ორიდან ერთ ადამიანში  შაქრიანი დიაბეტი არადიაგნოსტირებულია, უამრავი ადამიანი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს ისე, რომ არ იცის ამ მდგომარეობის შესახებ. დიაგნოზის დადგენის მომენტში დიაბეტის გართულებები უკვე შეიძლება არსებობდეს.

დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, საერთაშორისო ექსპერტების მონაცემებით შესაბამისი ინტერვენციების გარეშე, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული  მაჩვენებელი 643 მილიონამდე გაიზრდება 2030 წელს, ხოლო  2045 წელს 783.2 მილიონამდე  და რაც მსოფლიო მოსახლეობის 12.2%-ს შეადგენს.

დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 14 ნოემბერს.  დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა მთელი პლანეტის  პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო და სხვა არაგადამდებ დაავადებებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობებისა და სიკვდილობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს  145-ზე მეტ ქვეყანას და მისი ძირითადი მიზანია მილიონობით ადამიანის  ცნობიერების ამაღლებშაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ.

დიაბეტის მსოფლიო დღის მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, დიაბეტით დაავადებულთა ოჯახის წევრების  ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა  მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

დიაბეტთან ბრძოლის დღედ 14 ნოემბერი არჩეულია კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის პატივსაცემად, რომელიც დაბადებული იყო 1891 წლის 14 ნოემბერს. 1922 წელს  ფრედერიკ ბანტინგმა თავის ახალგაზრდა კოლეგასთან ბესტთან ერთად ერთად პირველი ადამიანი გადაარჩინა, როდესაც ინსულინის ინექცია გაუკეთა დიაბეტის იუვენილური ფორმით დაავადებულ 14 წლის ყმაწვილს. მათმა აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რადგან ინსულინის გარეშე დიაგნოზი „შაქრიანი დიაბეტი“ სიცოცხლის იმედს არ უტოვებდა ადამიანს. 1923 წელს ბანტინგს და მასთან ერთად, მისი კათედრის ხელმძღვანელ მაკლეოდს მიენიჭათ ნობელის პრემია.

დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცია  A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო - ცისფერი წრე - დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

შაქრიანი დიაბეტის მსოფლიო დღის 2021-23 წლის თემაა: „წვდომა დიაბეტის მოვლაზე - თუ არა ახლა, როდის?“.

აღნიშნული თემატიკა ასახავს გზავნილს, რომ დიაბეტით დაავადებულებს დროულად და ხარისხიანად უნდა გაეწიოს დახმარება.  2021-23 წლის თემის  ძირითადი არსია  შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური დარღვევების  შესახებ ცნობიერების ამაღლება,   კვების და  ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების გზით  სისხლში გლუკოზის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა და დიაბეტის გართულებების პრევენცია.