title
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველ წელს 1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით. იგი მიზნად ისახავს იმ 2.2 მილიარდი ადამიანის ცნობიერების ამაღლებას, რომელიც ცხოვრობს სუფთა წყლის ხელმისაწვდომობის გარეშე და აღნიშნავს იმ ქმედებებს, რომელიც წყლის მსოფლიო კრიზისის დაძლევისკენაა მიმართული, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარების მიზანი-6: „წყალი და სანიტარია ყველასთვის“- 2030 წლისთვის.
2022 წელს წყლის მსოფლიო დღის თემაა მიწისქვეშა წყლები სლოგანით „გახადეთ უხილავი ხილული“.
მიწისქვეშა წყლები უხილავია, მაგრამ მისი გავლენა ყველგან იგრძნობა.
თვალთახედვის მიღმა, არსებული მიწისქვეშა წყლები არის დამალული საგანძური, რომელიც ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. მსოფლიოში თითქმის ყველა თხევადი მტკნარი წყალი მიწისქვეშა წყალია. სასმელი წყალი და სანიტარული მდგომარეობა, მოსახლეობის ჯანმრთელობა და კეთოლდღეობა, ჩვენი საკვები და გარემო - ყველაფერი დამოკიდებულია მიწისქვეშა წყლებზე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა არ დავაბინძუროთ მიწისქვეშა წყლები და შევძლოთ ცვალებადი სამყაროს საჭიროებების დაბალანსება. 22 მარტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.
დამატებით ინფორმაცია შეიძლება იხილოთ:
• World Water Day 2022 website: www.worldwaterday.org