Logo

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე და მისი მნიშვნელობა

title

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აივ ინფექცია/შიდსისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კამპანიაა მსოფლიოში. იგი დასაბამს იღებს 1983 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მაისის მესამე კვირა დღეს. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე აღინიშნება 1200-მდე ორგანიზაციის მიერ 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
იმ 33 მილიონ ადამიანთან ერთად, რომელიც აივ ინფექციით ცხოვრობს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე ემსახურება მოსახლეობაში აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას, ინფიცირებულების მიმართ სოლიდარობას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
1983 წელს, როდესაც სან-ფრანცისკოს ჰომოსექსუალ მოსახლეობაში გავრცელებული “უცნობი” დაავადების ირგვლივ მხოლოდ დაბნეულობა და გაურკვევლობა იყო, ოთხმა ახალგაზრდამ, რომელთაც იცოდნენ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში მათი სიცოცხლე დასრულდებოდა, გადაწყვიტა დაავადებულთა მიმართ არსებული გულგრილობის წინააღმდეგ პროტესტის გარკვეული ფორმისთვის მიემართა. ბობი კემპბელმა, ბობი რეინოლდსმა, დენ ტერნერმა და მარკ ფელდმანმა მოაწყვეს მსვლელობა ბანერით – “ბრძოლა ჩვენი სიცოცხლისათვის”. გზადაგზა მსვლელობას უამრავი ადამიანი შეუერთდა და იგი იქცა ათასობით ანთებულ სანთლად. ეს მოძრაობა შთამაგონებელი აღმოჩნდა სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა დღის სინათლეზე გამოეტანათ ინფორმაცია ახალი დაავადების შესახებ ფართო მასებისა და პოლიტიკური ლიდერებისთვის.
უკვე 30 წელია შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს სანთლების ანთების ტრადიცია აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. Aამ დღეს მოსახლეობა იკრიბება შიდსით გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად, აივ ინფიცირებულთა მხარდასაჭერად და იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი აივ ინფექციის მკურნალობის, პრევენციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის საქმეში.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე შესაძლებლობას გვაძლევს:

  • პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას;
  • სოლიდარობა გამოვუცხადოთ აივ ინფიცირებულებს;
  • ავამაღლოთ მოსახლეობის ცოდნის დონე აივ/შიდსის შესახებ;
  • შემცირდეს აივ-თან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია;
  • შემცირდეს სტიგმა და დისკრიმინაცია მოსახლეობის იმ ჯგუფების მიმართ, როგორიცაა ჰომოსექსუალი მამაკაცები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციულ სექს-მუშაკები