title
პროექტის დასახელება: „იმუნიზაციისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების ზედამხედველობის სისტემების გაძლიერება“. CDC, 30/09/2017-29/09/2020
პროექტის ანოტაცია:
ა). პროექტის მიზანი:
საქართველოში იმუნიზაციის და VPD ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაღალი ხარისხის და უსაფრთხო იმუნიზაციის ხელმისაწვდომობა.
საგანი 1: აქტივობების განხორციელება რუტინული იმუნიზაციის გაძლიერების მიზნით;
საგანი 2: ვაქცინაციით მართვად დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება;
საგანი 3: აცრებით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგის და ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება.
ბ). პროექტის განხორციელების გზები:
პირველადი შეფასების ვიზიტის განხორციელება ყველა შერჩეულ ტერიტორიაზე;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების სპეციალისტთა ტრენინგი იმუნიზაციის საკითხებზე;
ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის დახმარების აღმოჩენა იმუნიზაციით მოცვის გაზრდისთვის საჭირო გეგმების განსაზღვრაში;
- მონიტორინგი/დამხმარე ვიზიტი თითოეულ მიზნობრივ ტერიტორიაზე;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის დახმარება წითელას-წითურას ზედამხედველობის გაძლიერებისგეგმების განსაზღვრაში;
- რუტინული იმუნიზაციის მომსახურების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება ;
- იმუნიზაციით მართვადი დაავადებების ზედამხედველობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება;
- იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებლის მონიტორინგის და შეფასების გასაძლიერებელი ღონისძიებების განხორციელება;
- ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის გაძლიერება იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის გასაუმჯობესებლად.
გ). მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოში იმუნიზაციის და მართვადი დაავადებების ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება.