Logo

კოღოსგან დაცვის საშუალებები

title

კოღოსგან დაცვის საშუალებები

ეკოლოგიური

შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს  დაჭაობებული ტერიტორია და უნდა აღიკვეთოს დაჭაობების გამომწვევი მიზეზები. გუბურები უნდა დაშრეს, წყალსატევების ნაპირები გათანაბრდეს-გასწორდეს და დიდი წყალსატევების სანაპირო ზოლი ჩაღრმავდეს. წყალსატევები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს წყალმცენარეებისაგან. წყლის რეზერვუარები  გადაიხუროს.

ფიზიკური

საცხოვრებელი ბინის ღიობები: კარი, ფანჯრები, მჭიდროდ უნდა იხურებოდეს და დაცული უნდა იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით. მცირეწლოვანი ბავშვისსაწოლს უნდა ჩამოეფაროს სამუმლე ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოეგოს ლეიბის ქვეშ.   

 

ბიოლოგიური

კოღოს წყლის ფაზების საწინააღმდეგოდ  ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა თევზი გამბუზიის (Gambusia affinis)  გამრავლება. გამბუზია პატარა 3,5-7,5 სმ ზომის თევზია. გამბუზია კარგად ეგუება ნებისმიერი ტიპის წყალსატევს, არის ნაყოფიერი და გაუმაძღარი - შეუძლია დიდი რაოდენობის კოღოს მატლი და ჭუპრი გაანადგუროს. განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის, წყალმცენარეებით ნაკლებად დაფარულ გუბურებში. გამბუზია მნიშვნელოვნად ამცირებს კოღოს რიცხობრიობას. ამ თვისებების გამო მას ფართოდ იყენებენ მალარიის კოღოს საწინააღმდეგოდ.

 ქიმიური დეზინსექცია 

კოღო ანოფელესთან საბრძოლველად ფართოდ გამოიყენება ინსექტიციდები: მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნუივთიერებები. ისინი იყოფა: ქლორორგანულ, ფოსფორორგანულ, კარბომატებად და პირეტროიდებად. მათგან ეკოლოგიურად ყველაზე უვნებელია პირეტროიდები. პირეტროიდებს უწოდებენ მცენარეული წარმოშობის ინსექტიციდებს- პირეტრინს (მიიღება გვირილას ყვავილისაგან) და მის ქიმიურად სინთეზირებულ ანალოგებს, რომლებიც უფრო მდგრადია და ეფექტური. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინსექტიციდებით შენობების შიდა დამუშავება, მალარიის კოღოსტან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

შენობების დამუშავება ინსექტიციდებით მოითხოვს ყველა წესის მკაცრ დაცვას და ჩვეულებრივ ხორციელდება დეზინფექციის სამსახურის მიერ, მხოლოდ სპეციალისტების მეშვეობით.

ქლორორგანული პრეპარატების ჯგუფიდან დდტ-ს გამოყენება ნებისმიერი სახით არის საფრთხის შემცველი და აკრძალული მისი კარცეროგენული თვისებების გამო.

ზრადასრული კოღოს (იმაგოს) გასანადგურებლად გამოიყენება ჯანმოს მიერ რეკომინდირებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდები:

  • ·სოლფაკი ვპ 10 (Solfac WP10).
  • ·პერმეტრინი (Permethrin).
  • ·პროპოქსური (Propoxur) ან მისი ანალოგები: ბლატტენეკსი, ბაიერ 5006.  ბაიგონი, უნდენი, ОМС 33.

  

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - რეპელენტები და ელექტროფუმიგატორები

რეპელენტები აუცილებალად უნდა შეიცავდეს DEET (N, N-დიეთილ-3-მეტილბენზამიდი), IR3535 (3-[N-აცეტილ-N-ბუთილ]-ეთილის ეთერის ამინოპროპიონის მჟავა) ანიკარიდინი (1-პიპეკოლონის მჟავა, 2-(2-ჰიდროქსიეთილი)-1-მეთილპროპილის მჟავა). რეპელენტები არსებობს კრემების, მალამოების, ლოსიონების და ემულსიების სახით.რეპელენტების წასმა ხდება სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე თხელი ფენით შეზელვის გარეშე. ერთჯერადი დამუშავებისათვის იყენებენ 5-10 მლ სითხეს ან 3-5 გრმალამოს. გამაფრქვეველ ბალონში მოთავსებულ რეპელენტს ჯერ ხელის გულზე გააფრქვევენ და შემდგომ ამ ხელით წაუსმევენ სხეულის სხვა ნაწილებს. რეპელენტების ერთჯერადიგამოყენება საშუალებას იძლევა კოღოს თავდასხმისაგან თავი დავიცვათ 2-5 საათის განმავლობაში.

რეპელენტების უმრავლესობა არ არის რეკომენდირებული 3-5 წლამდე ბავშვებისათვის.

ელექტროფუმიგატორი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც ჩვეულებრივ დენის წყაროს უერთდება და ახურებს ინსექტიციდებით გაჟღენთილ ფირფიტას. ამ დროსგამოიყოფა მწერებისთვის ტოქსიური აირები. ერთი ხელსაწყო, როგორც წესი, განკუთვნილია 12 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცეზე. თუ ოთახის ფართობი მეტია, მაშინმეტი ხელსაწყოს გამოყენებაა საჭირო.

ელექტროფუმიგატორის იმ შენობაში გამოყენება, სადაც ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, ან ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, რეკომენდირებული არაა.

  

ტექნიკური

კოღოს ულტრაბგერით დამაფრთხობელს აქვს დიდი ძალა, გამოსცემს ადამიანის სმენისთვის მიუწვდომელ ულტრაბგერას. მისი მოქმედება მოდელების მიხედვით ვრცელდება 20-დან 5000-მდე მ2.

ხალხური

ფანჯრების სიახლოვეს დარგული პომიდვრის, კატაბალახას, კაკლის ახალმოწყვეტილი ფოთლების სპეციფიური სუნი, მიხაკისა და ევკალიპტის ზეთში დასველებული ბამბით დამუშავებული ფანჯრები, აფრთხობს აბეზარ მწერებს. კოღოს არ უყვარს ციტრუსის (მანდარინის, ლიმნის, ფორთოხლის) და ასევე მათგან დამზადებული ეთერზეთების სუნი. მწერებს აფრთხობს აყვევებული ან გამხმარი ლავანდა, გერანია.

 საქართველოში რეგისტრირებული ინსექტიციდები: 

 

  1. აეროზოლები
  • სხვადასხვა სუნის მქონე რაფტორი აეროზოლი მფრინავი მწერების საწინააღმდეგო (ბუზების, კოღოების, მოსკიტების, ქინქლისა და ჩრჩილის საწინააღმდეგო)  06/2657
  • სპრეი–რეპელენტი კოღოების საწინააღმდეგო  06/2611
  • გარედექს კლასიკი–კოღოების საწინააღმდეგო აეროზოლ–რეპელენტი (კოღოები, მოსკიტები) 06/2467
  • გარდექს ნატურინ – ტკიპებისა და კოღოების საწინააღმდეგო აეროზოლი (კოღოები, მოსკიტები და ა. შ.) 06/2465
  • გარდექს ექსტრიმი–ქინქლებისა და კოღოების საწინააღმდეგო აეროზოლი 06/1796
  • დიხლოფოს „მრ ვოლტ“ უნივერსალური. (მფრინავი და მცოცავი მწერების საწინააღმდეგო)   06/1720
  • გარდექს კლასიკი აეროზოლი–კოღოების საწინააღმდეგო რეპელენტი. 06/1700 
  1. კანზე წასასმელი კრემი
  • კოღოების საწინააღმდეგო კრემი  06/2613
  • გარდექს კლასიკი კოღოების საწინააღმდეგო კრემ–გელი (ბავშვებისთვის 3 წლიდან და მოზრდილებისთვის) 06/1798
  • გარდექს ბეიბი – კოღოს საწინააღმდეგო საბავშვო კრემ–გელი (კოღოების, მოსკიტების, 3 წლის ასაკდან) 06/1736 
  1. კოღოს საწინააღმდეგო სამაჯური
  • Gardex  Baby -გამოსაცვლელი კარტრიჯი კოღოს საწინააღმდეგო სამაჯურისათვის, (2 წლის ასაკიდან)  06/1790
  • გარდექს ბეიბი –გამოსაცვლელი კარტრიჯი კოღოების საწინააღმდეგო კლიფსებისათვის 
  1. ელექტრომოწყობილობაში ჩასამაგრებელი სითხე
  • რაფტორი ნეკუსაიკა–კოღოს საწინააღმდეგო ლიკვიდი ბავშვებისათვის 06/2646, 06/2649;
  • რაფტორი ლიკვიდი (კოღოების წინააღმდეგ) 06/1804
  • რაფტორი–კოღოს საწინააღმდეგო სითხე Turbo , 40 ღამე სუნის გარეშე . 06/1786 
  1. ელექტრომოწყობილობაში ჩასამაგრებელი ტაბლეტები
  • რაფტორი –ახალი ფორმულა    06/2654
  • რაფტორი –კოღოების საწინააღმდეგო ფირფიტები ბავშვებისათვის 06/2652
  • რაფტორი ახალი ფორმულა კოღოების გასანადგურებლად 06/1703 
  1. სპირალი
  • რაფტორი კოღოების საწინააღმდეგო სპირალები   06/1807