Logo

ლასას ცხელება

title

ლასას ცხელება

1.ზოგადი მიმოხილვა - ლასას ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული დაავადებაა. ამჟამად არსებული მონაცემებით, ენდემიურია დასავლეთ აფრიკის შემდეგ ქვეყნებში: ბენინი, განა, გვინეა, ლიბერია, მალი, სიერა ლეონე, ნიგერია. სავარაუდოა ვირუსის არსებობა დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც.

ლასას ვირუსით ინფიცირებულთა 80%-ში სიმპტომები არ ვლინდება, მეხუთედში კი  ვირუსი აზიანებს ღვიძლს, ელენთას, თირკმელებს და დაავდება მიმდინარეობს მძიმედ. გამოსავალი ლეტალურია დაავადებულთა 1%-ში და ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 15%-ში. დროულად დაწყებული რეჰიდრატაცია და სიმპტომატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.

საქართველოში ლასას ცხელების არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.

 

2. გამომწვევი აგენტი - ლასას ვირუსი მიეკუთვნება არენავირუსებს. სეროლოგიურად ენათესავება ლიმფოციტურ ქორიომენინგიტის (Old World arenavirus group) და Machupo, Junin, Guanarito, Sabia ვირუსებს (New World arenavirus group).

 

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები -  ლაბორატორიის მუშაკები, სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლასას ცხელების მქონე პირის მოვლას, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შეიძლება აგრეთვე მოხდეს დავადებულ მღრღნელთან ან მათ გამონაყოფებთან კონტაქტით.

 

4. რეზერვუარი - დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი გარეული მღრღნელებია, კერძოდ დასავლეთ აფრიკაში მობინადრე Mastomys სახეობის თაგვი.

 

5. გადაცემის გზები - ლასას ვირუსისპირველადი გადაცემა ხდება აეროზოლით ან უშუალო კონტაქტით ინფიცირებული მღრღნელის ექსკრემენტებთან ან დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ლაბორატორიასა და საავადმყოფოში შესაძლებელია ინფექციის გადაცემა კონტამინირებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტით ან ავადმყოფის ფარინგეულ სეკრეტთან და შარდთან კონტაქტისას; ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტისას ლასას ცხელებისაგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცთან.

 

6. ინკუბაციური პერიოდი - 6-21 დღე.

 

7.გადამდებლობის პერიოდი - ვირუსის გამოყოფა ხდება მწვავე ფებრილურ ფაზაში სეკრეტებითა და ექსკრემენტებით. შარდში ვირუსის გამოყოფა შეიძლება გაგრძელდეს დაავადებიდან 3-9 კვირის განმავლობაში, სათესლე ჯირკვლებში კი 3 თვემდე.

 

8.მიმღებლობა - საყოველთაოა. იმუნიტეტის ხანგძლივობა დაავადების გადატანის შემდეგ უცნობია.

 

9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები :

ü  აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;

ü  გარეულ მღრღნელებთან კონტაქტისგან თავის არიდება. საცხოვრებელისა და საკვები პროდუქტების შესანახი სათავსოს დაცვა მღრღნელების შეღწევისავან;

ü  სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან თავის არიდება;

იმ რიტუალებისგან თავის არიდება, რომლებიც ითვალისწინებენ გვამთან შეხებას;

ü  იმ სამედიცინო დაწესებულებებისგან თავის არიდება, სადაც ლასას ცხელებით დაავადებულ პირებს მკურნალობენ;

ü  იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება ცხელება, სიმშრალე ყელში, ხველა, ზოგადი სისუსტე, თავისა ტკივილი, პირღებინება, დიარეა, მიალგია, ტკივილი მკერდისა და მუცლის არეში, სახის შეშუპება, სითხე ფილტვებში, სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან, გასტრო-ინტესტინური ტრაქტიდან,  სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი;

ü  ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაძლო კონტაქტი ჰქონდა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან;

 

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, ჯანდაცვის მუშაკი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც უკვე  ლასას ცხელების დადასტურებულ შემთხვევასთან, რომელიც მოიცავს:

ü  შესაძლო შემთხვევის მოთავსება უნდა მოხდეს ცალკე ოთახში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთავსებულები არიან სხვა შესაძლო შემთხვევები. ეს უნდა მოხდეს იზოლირებულად იმ პაციენტებისგან, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ ლასას ცხელება;

ü  დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში;

ü  უნდა მოხდეს ყველა პირის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა საეჭვო პაციენტთან ან მის გამონაყოფებთან და უნდა განხორციელდეს მონიტორინგი იდენტიფიცირებულ კონტაქტებთან (ცხელება და ადრეული სომპტომები); უნდა მოხდეს ნარჩენების დატოვება იზოლირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი დეკონტამინაცია შესაბამისი წესების დაცვით, მათ შორის სასაზღვრო პუნქტზე;

ü  პაციენტის ნიმუშის მიწოდება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საშიში ტვირთის ტრანსპორტირების საერთაშორისო პროცედურების დაცვით.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

პაციენტის განთავსება

  • პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი, სასურველია აღჭურვილი იყოს უარყოფითი წნევის მოწყობილობით;
  • მინიმუმამდე უნდა შეიძღუდოს პაციენტთან შემსვლელთა რიცხვი და იწარმოოს მათი სია.

სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:

  • პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი;
  • პირადი დაცვის აღჭურვილობა (PPE) უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკებთან კონტაქტის შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და რეზინის შესაბამის ფეხსაცმელს;
  • სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების.

პაციენტის მოვლის აღჭურვილობა:

  • პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენება ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები;
  • მრავალჯერადი მოწყობილობები რომლებიც დეზინფიცირდება;
  • ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება;
  • ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში)
  • არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.

ტრანსპორტირება

  • ლასას ცხელებით დაავადებული ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით, როგორიცაა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი (საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავები)/სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა.

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - Mastomys სახეობის თაგვების რიცხოვნობის მატებისას იზრდება მათი საცხოვრებელ სახლებში შეღწევის ალბათობა და შესაბამისად მატულობს დაავადების რისკიც.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები - ლასას ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ამ დაავდებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.