Logo

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე

title

მთელი მსოფლიოს ქალები იმსახურებენ სტიგმისგანსტერეოტიპებისგანძალადობისგან თავისუფალ და თანასწორუფლებიან მომავალს.

მარტს ყოველწლიურად აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე. წელს დღის სლოგანს წარმოადგენს „ქალები ლიდერთა რიგებშითანასწორუფლებიანი მომავლის მიღწევა COVID-19-ის პირობებში“. პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ქალთა როლი მნისვნელოვანია.

2021 წლის კამპანია - თაობათა თანასწორობის კამპანია ითვალისწინებს ქალთა უფლებას მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სამუშაოს შესაბამისი გასამჯელოსოჯახის საქმეების თანაბრად განაწილებისა და ყველანაირი ძალადობის ფორმის აღმოხვფრის შესახებმნიშვნელოვანია ქალებისთვის სამედიცინო სერვისებისა და განათლების ხელმისაწვდომობა.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრულუფლებიანი მონაწილეობა და მათი ლიდერის პოზიციაში ხილვა ხელს უწყობს საყოველთაო პროგრესსსამწუხაროდქალების ჯერ კიდევ მცირე რაოდენობა იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშირასაც გაეროს გენერერალური მდივნის ბოლოდროინდელი მოხსენებაც ადასტურებს.

მსოფლიოს მხოლოდ 22 ქვეყანაში არიან ქალები სახელმწიფოს მმართველ თანამდებობაზეხოლო პარლამენტარი ქალების რიცხვი 25%-ია30 წელზე უმცროსი ქალბატონების რიცხვი მსოფლიოს პარლამენტართა 1%-ია. გაეროს მონაცემებით გენდერული თანასწორობის მიღწევა ლიდერ პოზიციებზე მხოლოდ 130 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალების როლი კლიმატური ცვლილებისინკლუზიური მიდგომებისა და სოციალური სამართლიანობის ადვოკატირების პროცესში.

როდესაც მართვის სადავეებიქალებს უპყრიათ, მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგს ვაღწევთამის საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებია.

სამწუხაროდპანდემიის პირობებში ქალთა მიმართ დამატებითი ახალი ბარიერები წარმოიშვა:  ისინი განიცდიან ოჯახურ ძალადობასუმუშევრობასა და სიღარიბესმათ მოუწიათ დამატებითი ვალდებულებების აღება.

მიუხედავას იმისა, რომ ქალები, ძირითადად, ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, COVID-19-ის ეროვნული და გლობალური პოლიტიკის პროცესში ქალების მონაწილება შეუსაბამოდ არაპროპორციულია. გაეროს მონაცემებით  ჯანდაცვის სექტორში მომუშავე მეცნიერ, ექიმ და ექთან ქალებს 11 %-ს უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვსვიდრე მათ კოლეგა მამაკაცებს.

ქალები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგანანპანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა აჩვენა თუ რაოდენ დიდია მათი წვლილი და რამდენად არაპროპორციულია ის ტვირთირომელსაც ეს ქალბატონები ატარებენ.

ქალთა უფლებების დასაცავად და მათი ლიდერული თვისებების მაქსიმალურად გამოყენებისათვის ქალთა და გოგონების შესაძლებლობები ინტეგრირებული უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში.

2021 წლის ქალთა საერთაშორისო დღე აერთიანებს ადამიანებს თაობათა თანასწორობის და თანაბარუფლებიანი მომავალის უზრუნველყოფის მიზნითთაობათა თანასწორობის ფორუმიგენდერული თანასწორობის ინვესტიციების და ქმედებების მნიშვნელოვანი კონფერენცია 29-31 მარტს იწყება მეხიკოში და კულმინაციას მიაღწევს პარიზში 2021 წლის ივნისშიკონფერენციაში, ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები, ექსპერტებ,ი აქტივისტები მთელი მსოფლიოდან, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან ცვლილებებს ახალი თაობებისათვის.[i]

თამამად შეგვიძლია ვთქვათრომ საქართველოში ქალ სამედიცინო პერსონალის წვლილი  COVID-19-ის მართვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაბილიზაციაში განუსაზღვრელად დიდიასწორედ ამიტომდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ ღირსეული და ფასდაუდებელი შრომისათვის.

 https://www.unwomen.org/en/news/stories/2020/11/announcer-international-womens-day-2021

 https://www.unwomen.org/en/news/in-focus/international-womens-day