title
22 მარტი წყლის რესურსების მსოფლიო დღე, აღინიშნება ყოველ წელს 1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით. იგი მიზნად ისახავს იმ 2.2 მილიარდი ადამიანის ცნობიერების ამაღლებას, რომელიც ცხოვრობს სუფთა წყლის ხელმისაწვდომობის გარეშე და განიცდიან წყლის მწვავე დეფიციტს. კამპანიის დროს განიხილავენ იმ ქმედებებს, რომელიც წყლის მსოფლიო კრიზისის დაძლევისკენაა მიმართული, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი განვითარების მიზანი-6: „სუფთა წყალი და სანიტარია" ყველასთვის“- 2030 წ.
2021 წელს წყლის რესურსების მსოფლიო დღის თემაა წყლის შეფასება, რომელსაც მოსახლეობა გარემოს, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით ანიჭებს წყალს. კამპანია, რომელიც ტარდება სოციალური ქსელების გამოყენებით, მიზნად ისახავს მოსაზრებების გენერირებას, რომ შეგროვდეს მოსახლეობის კომენტარები (მსოფლიოს მასშტაბით) წყალთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს წყალი მათთვის, როგორ აფასებებ წყალს - ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა კონტექსტის გათვალისწინებით. თუ რა როლს თამაშობს წყალი მათ ცხოვრებაში.
წყლის რესურსების მსოფლიო დღე, 2021, ციფრული კამპანია / World Water Day 2021 digital campaign