Logo

GF HIV prog

title

პროგრამის დასახელება: „საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით (GEO-H-NCDC)“. შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, 01.04.2014 - 01.07.2016.

პროგრამის ანოტაცია
ა) პროექტის მიზანი: 
ქვეყანაში ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში და აივ/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ხარისხიანი მკურნალობისა და მოვლის პროგრამებით.

ბ). განხორციელების გზები: 
მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები - ნიმ-ები, კომერციული სექსმუშაკი ქალები - კსმ ქალები, მამაკაცები, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან- მსმ-ები და პატიმრები) აივ ინფექციის პრევენცია; 
შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობითა და შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური მონიტორინგით; ასევე, კო-ინფექციის მქონე პაციენტების უზრუნველყოფა С ჰეპატიტის სამკურნალო პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით და შესაბამისი ლაბორატორიული მონიტორინგით; 
შიდსით დაავადებულთა პალიატიური მზრუნველობა;
შიდსით დაავადებულთა თვითდახმარების ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
საადვოკაციო ღინოსძიებების განხორციელება აივ პრევენციის პროგრამის მხარდამჭერი პოლიტიკური გარემოს შექმნის მიზნით; 
ლგბტ თემის მობილიზება აივ პრევენციის მიზნით; 
მედიცინის მუშაკებში აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება;
სამეცნიერო და ოპერაციული კვლევების განხორციელება მაღალი რისკის ჯგუფების სავარაუდო რაოდენობებისა და პროგრამის ეფექტიანობის შეფასების მიზნით. 
   გ). მოსალოდნელი შედეგები: 
აივ პრევალენტობის შემცირება მაღალი რისკის პოპულაციის წარმომადგენლებს შორის (ნანრკოტიკის ინექციური მომხმარებლები (ნიმ), კომერციული სექს მუშაკი (კსმ) ქალები, მსმ-ები, პატიმრები) (აივ პრევალენტობის მაჩვენებელი ბოლოსთვის არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს ნიმ-ებსა და კსმქ-ებში და 15%-ს მსმ-ებში).
ქვეყანაში აივ/შიდსით დაავადებულთა სავარაუდო რაოდენობის არანაკლებ 60% უზრუნველყოფილი იქნება  მაღალეფექტიანი ანტირეტროვირუსული მკურნალობით.