Logo

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე შემოუერთდით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს 2021 ( # CONNECT for World Down Syndrome Day 2021)

title

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას. თუმცა დისკრიმინაცია დაუნის სინდრომის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ  სხვადასხვა დონეზე არსებობს. ასეთი დამოკიდებულება ვნებს არა მარტო ინდივიდებს, რომელთაც პირადად ეხებათ ეს პრობლემა, არამედ მთელ საზოგადოებას. შესაბამისი მხარდაჭერის და შესაძლებლობების პირობებში ყველა ინდივიდს, რომელიც ცხოვრობს დაუნის სინდრომით,  შეუძლია წვლილი შეიტანოს   საზოგადოების განვითარებაში. ამის გათვალისწინებით,  უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა ვუზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისგან და უზრუნველყოფს ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობებს.“ (1)

ბან კი–მუნი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი

 

დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა,  2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღედ გამოაცხადა და მოუწოდა  გაეროს წევრ ყველა  ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს აქტიურად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიებში.

დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა. სწორედ 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი გახდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მიმართ მხარდაჭერად.  

COVID-19-ის პანდემიამ კაცობრიობა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა  განსაკუთრებით კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რადგან სოციალური დისტანცირებამ და ლოკდაუნმა შშმ პირებისათვის დამატებითი ბარიერები წარმოშვა. პანდემიის პირობებში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა. 

სწორედ ამიტომ, 2021 წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მთავარ გზავნილს საკომუნიკაციო გზებზე ყურადღების გავამახვილება წარმოადგენს, რათა დაუნის სინდრომის მქონე თითოეულმა ადამიანმა საზოგადოებასთან ერთად შეძლოს თანასწორუფლებიანი ცხოვრება.

ჩვენ ვერთიანდებით, რათა შევძლოთ:

·         იდეების, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება

·         დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება

·         დაინტერესებული მხარეების დაკავშირება პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად

 

სასარგებლო რჩევები დაუნის სიდრომის მქონე ადამიანტა მიმართ  COVID პანდემიის დროს:

1.       არსებობს თუ არა ინფორმაცია COVID-19 სიმპტომებზე, გადაცემის გზებზე, დაცვას და მკურნალობაზე დაუნის სინდრომის მქონე პირებში?

·         რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მიზნობრივად დაუნის სიდრომის მქონე ადამიანებისათვის იქნება განკუთვნილი, არ არსებობს. ექსპერტების აზრით, დაუნის სინდრომის მქონე პირები ისეთივე სიხშირით ავადდებიან/ინფიცირდებიან COVID-19-ით, როგორც ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ეს სინდრომი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში თანმდევი დაავადებების გამო შეიძლება COVID-19-ის გართულებების რისკი მაღალი იყოს.

 

2.       რა შეიძლება დაეხმაროს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა  შეამცირონ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სტრესი და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა?

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები შეიძლება ძალიან მგრძნობიარე იყვნენ გარემოსა და რუტინის უეცარი ცვლილებებისადმი, რაც შესაძლოა მათთვის დამატებითი სტრესი იყოს. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სტრესი:

·         შეძლებისამებრ ხშირად ისეირნეთ

·         დაიცავით 1 მეტრიანი დისტანცია და ატარეთ ნიღაბი

·         შეინარჩუნეთ ყოველდღიური დღის რეჟიმი

·         შეინარჩუნეთ რეგულარული ძილის გრაფიკი

·         იკვებეთ ჯანსაღად, შეინარჩუნეთ დაბალანსებული კვების რეჟიმი - მიიღეთ ცილებით მდიდარი პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ზღვის პროდუქტი და სხვ.

·         მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე

 

3.       რა სირთულეები არსებობს კოვიდ-19-ის პრევენციის და დიაგნოსტიკის კუთხით დაუნის სინდრომის მქონე      ადამიანებში?

შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები. დაუნის სინდრომის მქონე პირებს, რომლებიც სრულყოფილად ვერ აცნობიერებენ თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაძლებელია  დასჭირდეთ ოჯახის წევრთა  დახმარება, რომ თავიდან აირიდონ COVID-19- ით ინფიცირება, მიიღონ საჭირო მედიკამენტები, მართონ ემოციები, მიყვნენ იმ რეკომენდაციებს რასაც ჯანდაცვის მუშაკები იძლევიან: დაიცვან იზოლაციის წესები, პირადი ჰიგიენა და გაიკეთონ ნიღაბი, შეასრულონ ექიმის მითითებები.

კომუნიკაციის დეფიციტი. COVID-19-ის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე პირებთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაძლიერება, განსაკუთრებით სოციალური დისტანცირებისას, დაუნის სიდრომის მქონე ზოგიერთი პირი შესაძლოა მკაფიოდ ვერ გამოხატავდეს ტკივილის, დისკომფორტისა  და  უგუნებობის შეგრძნებებს. მათ შესაძლოა ვერ აღწერონ COVID-19-ის სიმპტომები; ამიტომ მნისვნელოვანია ოჯახის წევრთა თანადგომა და იმ შემთხვევაში, თუ მათ გამუვლინდებათა ცხელება, ხველ და, სუნთქვის უკმარისობა, მაშინვე მოხდეს ჯანდაცვის მუშაკთან დაკავშირება, იმისათვის რათა  დროული  სამედიცინო დახმარება მიიღონ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ დაფუძნდა ლიდერი მშობლებისა და დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულის მიერ 2017 წლის 16 იანვარს. ასოციაციის ხედვაა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს ღირსეულ, თანაბარუფლებიან გარემოში, სადაც მისი შესაძლებლობები აღიარებული და რეალიზებულია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მრავალი წელია თანამშროლობს ასოციაციასთან  და აქტიურად უჭერს მხარს მის ფუნქციონირებას, მიზნებსა და მისწრაფებებს.

 

1.       https://www.un.org/en/observances/down-syndrome-day

2.       https://www.ds-int.org/Event/world-down-syndrome-day-2021

3.       https://www.globaldownsyndrome.org/wp-content/uploads/2020/07/07-30-EXPANDED-ENG-QA-FINAL.pdf