title
მალარიის მსოფლიო დღე, 25 აპრილი, 2021 წ.
2021 წელს, მალარიის მსოფლიო დღეს ჯანმო და გლობალური პარტნიორები აღნიშნავენ იმ ქვეყნების მიღწევებს, რომლებიც ახლოს არიან მალარიის ელიმინაციასთან. მიმდინარე წლის 21 აპრილს ჯანმომ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში „E-2020“, სადაც წარმოდგენილია მალარიის ელიმინაციის პროცესში მყოფი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები.
მალარია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოში გლობალურიკლიმატური ცვლილებებისა და სულ უფრო მზარდიმიგრაციის ფონზე.
მალარია: გლობალური და რეგიონული ტვირთი
• 2019 წელს, მსოფლიოს 87 ქვეყანაში დაფიქსირდა მალარიის 229 მილიონი შემთხვევა და 409,000 მალარიით გამოწვეული სიკვდილი.
• 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მალარიით გარდაცვალების ორი მესამედი სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებზე მოდის.
• 2019 წელს მალარიით გარდაცვალების შემთხვევათა 94% მოდიოდა აფრიკის, 3% - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, 2% - აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის და 1%-ზე ნაკლები დასავლეთ წყნარი ოკენის რეგიონზე.
მალარია საქართველოში
• ისტორიულად საქართველოში მალარია ფართოდ გავრცელებული დაავადება იყო. ტროპიკული მალარია, როგორც ენდემური დაავადება, ლიკვიდირებულია 1954 წლიდან და ამჯამად რეგისტრირდება, მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები.
• სამდღიანი მალარია, როგორც ენდემური დაავადება საქართველოში პირველად აღმოიფხვრა 1970 წლისათვის. 1996 წლიდან ის კვლავ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში.
• ამჟამად საქართველო მალარია ელიმინაციის სტადიაშია. 2013 წლიდან ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
• დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებაა.
• მალარიასთან ბრძოლის საკითხში მიღწეული პროგრესი ქვეყნის, ჯანმო-ს და გლობალური ფონდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერთიფიკატი
მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სერთიფიკატიწარმოადგენს ჯანმოს ოფიციალურ აღიარებას ქვეყნის მალარიისგან თავისუფალი სტატუსის მინიჭების შესახებ. სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.
აუცილებელია ქვეყანაში ფუქციონირებდეს ეპიდზედამხედველობის გამართული სისტემა, რომელსაც ხელეწიფება გამოავლინოს მალარიის თითოეული ახალი შემთხვევა და მოახდინოს მასზე დროული რეაგირება.ასევე, უნდა ფუქცინირებდეს შესაბამისი პრევენციული პროგრამა დაავადების გადაცემის თავიდან ასაცილებლად.
გლობალურად, ამ ნიშნულს 39-მა ქვეყანამ მიაღწია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში 11 ქვეყანამ მიიღო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერთიფიკატი: არაბთა გაერთიანებული საემიროები (2007), მაროკო (2010), თურქმენეთი (2010), სომხეთი (2011), შრი-ლანკა (2016), ყირგიზეთი (2016), პარაგვაი (2018), უზბეკეთი (2018), ალჟირი (2019), არგენტინა (2019) და სალვადორი (2021).