Logo

რა არის ახალი კორონავირუსი? (COVID-19) რეკომენდაციები მშობლებისა და აღმზრდელებისთვის

title

COVID-19 კორონავირუსების ახალი შტამია, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად 2019 წელს ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში დაფიქსირდა და დღეის მდგომარეობით ის მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. 


როგორ ვრცელდება COVID-19? 

  • წვეთოვანი გზით - ხველით, ცემინებით; 

  • თვალზე, პირსა და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით; 

  • დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა; 

  • იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.


რა არის COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმტომები? 

  • მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება; თუმცა, შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც. 

  • ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია წარიმართოს უფრო მძიმედ და განვითარდეს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. 


ავადდებიან თუ არა COVID-19-ით ბავშვები?

  • ვინაიდან ვირუსი ახალია, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათოა ის ბავშვებისთვის. არსებული მონაცემებით, ვირუსით ავადდება ყველა ასაკის პირი, თუმცა ბავშებში გავრცელება შედარებით დაბალია და ფატალური გამოსავალი ბავშებში ძალიან იშვიათია.


როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ ბავშვს აქვს COVID-19 -ის  მსგავსი სიმპტომები?

  • როგორც გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში, თუ თქვენ, ან თქვენს ბავშვს გამოგივლინდათ სიმპტომები, დროულად მიმართეთ ოჯახის ექიმს, მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (სამსახური, სკოლა, ბაღი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, და სხვა), რათა არ გადასდოთ სხვას. თუმცა, გახსოვდეთ, ამჟამად გრიპის სეზონია და COVID-19  სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და ხველა ასევე ახასიათებს გრიპს ან უბრალო გაციებას, რომელიც გაცილებით მეტადაა გავრცელებული.


როგორ შევამციროთ COVID-19-ით თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების დაინფიცირების რისკი? 

COVID-19-ისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები: 


# 1. დაიბანეთ ხელები ხშირად  და ასწავლეთ ბავშვებს ხელებისა და რესპირაციული ჰიგიენის დაცვის წესები სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში, ბაღებსა  და სხვა ადგილებში. 


# 2. დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი , ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე გადააგდეთ დახურულ ურნაში  და ხელები დაიბანეთ საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.  

  • ავადმყოფობის დროს გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს


# 3. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია - შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და  გარშემომყოფებს შორის, განსაკუთრებით რესპირაციული სიმპტომების (ხველა, ცემინება, ცხელება) მქონე ადამიანებთან.


# 4.  არ შეეხოთ  დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს -  ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.


# 5. მიიღეთ მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული და მოხარშული ხორცის და რძის პროდუქტები 


# 6. ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, დეზინფექცია ჩაუტარეთ ნივთებს და მათ ზედაპირებს. 


# 7. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აღგენიშნებათ რესპირაციული სიმპტომები (სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება), დროულად მიმართეთ ექიმს. დაუყონებლივ აცნობეთ სამედიცინო დაწესებულებას ან დაუკავშირდით 112-ს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის,გთხოვთ იხილოთ 

StopCoV.ge; moh.gov; ncdc.ge ან facebook.com/ncdcgeorgia 

ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომრებზე: 1505; 116001


დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა! 


დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!