Logo

რა ცვლილებები ამოქმედდა1 სექტემბრიდან "თამბაქოს კოტროლის შესახებ " კანონის თანახმად ?!

title

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები:

თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესები

I. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. 

o ჯარიმა 2000 ლარი, განმეორებისას - 4000 ლარი.

ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს:

- სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება; და

- აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.


II. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 

შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით - ე.წ. „დრაივ თამბაქო“ 

o ჯარიმა 2000 ლარი, განმეორებისას - 4000 ლარი.

ღერებით ან შეფუთვის გარეშე. 

o ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას - 300 ლარი.

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში

o ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას - 400 ლარი.

18 წლამდე პირებზე

o ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას - 300 ლარი.

სავაჭრო ობიექტის საბავშვო სექციაში

o ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას - 400 ლარი.

ელექტრონული ან მექანიკური აპარატით

o ჯარიმა 200 ლარი აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით, განმეორებისას - 400 ლარი აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით.

ინტერნეტით ან ფოსტით

o ჯარიმა 2000 ლარი, განმეორებისას - 4000 ლარი.


III. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, შეთავაზება, დარიგება ან გათამაშება. სავალდებულოა ობიექტში კანონით დამტკიცებული გაფრთხილების განთავსება

o ჯარიმა 200 ლარით, განმეორებისას - 400 ლარი.


თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი

1 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების დატანას თამბაქოს ნაწარმის თითოეულ ყუთსა და კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და დიზაინის წესები დადგენილია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის #14 დადგენილებით. (დათქმა - სრულად ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან)


ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ცხელი ხაზი : 2 299 299


თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დაცვა ინდუსტრიის ჩარევისგან 

1 სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებას და სახელმწიფო / საჯარო მოსამსახურეებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების სფეროში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 



გაიგეთ მეტი : 

რა ცვლილებები შევიდა 1 მაისიდან "თამბაქოს კოტროლის შესახებ " კანონის თანახმად

ბრძანება №01-20/ნ თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ


თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და კანონის აღსრულება - გზამკვლევი

2018 წლის 1 მაისიდან საქართველო თავისუფლდება თამბაქოს კვამლისაგან

აღმოჩნდა, მოწევა ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად მავნებელია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული

ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარების ზეგავლენა

რესტორნები და თამბაქოსგან თავისუფალი პოლიტიკა

ფაქტები თამბაქოზე

თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა

მობილური აპლიკაცია "თავს ვანებებ" 

გაიგეთ მეტი თამბაქოზე


კლინიკები, სადაც მოწევის თავის დანებების სერვისი ფუნქციონირებს

თვალსაჩინოდ განსათავსებელი წესები_ნიმუში

შიდა წესები_ნიმუში

თამბაქოს კონტროლის შესახებ

თამბაქო_კანონის თაიმლაინი

თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევა

რა უნდა ვიცოდეთ ელექტრონულ სიგარეტზე ? 

 საჩილიმე თამბაქო

კანონის განახლებული გზამკვლევი

პოსტერი_თამბაქო

სასარგებლო ინფორმაცია - 112-ის აპლიკაცია.

ოქტომბერი 2018 - ჟენევა, COP8 

ინფორმაცია IQOS სისტემის სიგარეტისა და მასზე ჩატარებული კვლევების შესახებ



თამბაქოს ამკრძალავი ნიშნების სტიკერების ჩამოსატვირთი ვერსია