title
მიზნები:
- პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება პროგრამაში ჩართვის მნიშვნელობის, საჭიროების, სქემისა და მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; ასევე, პროგრამაში ჩართვის პროცედურების შესახებ; წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ;
- რისკის ჯგუფების (მ.შ. ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები) ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;
- მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ.
საგანმანათლებლო კამპანიის ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები:
1. საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების შემუშავება, ადაპტირება, თარგმანი (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე), მომზადება და ბეჭდვა;
2. პირადი, რეალური ვიდეო ისტორიისა და სატელევიზიო კლიპის მომზადება მ.შ. ქართული, აზერბაიჯანული, სომხურ და ინგლისური სუბტიტრებით. საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების გატესტვა სამიზნე პოპულაციაში და გავრცელება/რეკლამირება (მ.შ. ტელევიზიით, სოციალირი ქსელით და ინტერნეტ პორტალებით);
3. სარეკლამო ფარების მომზადება და განთავსება მეტრო სადგურების ბაქანზე;
4.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო სატელევიზიო და სოციალური მედია კამპანიები (მ.შ. C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) მ.შ. კამპანიის ფარგლებში შექმნილ ფეისბუქ-გვერდზე
„C ჰეპატიტი • Hepatitis C“ .5. ტელევიზიებში ვიდეორგოლების განთავსების მედია-გეგმის (ბადე) შემუშავების უზრუნველყოფა და საეთერო დროის შესყიდვა. აგრეთვე, ვიდეორგოლების განთავსების უზრუნველყოფა ტელევიზიებში სოციალური რეკლამის სტატუსის ფარგლებში;
6. საჯარო საუბრები / დისკუსიები და თანსწორ-განმანათლებელი პრინციპით სემინარები პაციენტთა თემისა და მედიის მონაწილეობით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით) და გაშუქებით;
7. საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით მომწოდებლის მიერ მცირე ბიუჯეტიანი კრეატიული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ჩართულობით (შემსყიდველთან შეთანხმებით);
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტისა და შემსყიდველის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ვებგვერდისათვის საინფორმაციო და საგანმნათლებლო მასალების მომზადება
9. მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცოდნის, დამოკიდებულების, პრაქტიკის შესწავლა C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ.