Logo

ზოგადი სტატისტიკა 2019 წელი მე-IV კვარტალი

title

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 2019 წლის მე-IVკვარტალში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული იქნა სულ 50 მოთხოვნა, საიდანაც დაკმაყოფილებულ იქნა 50, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე  გადაწყვეტილება არ მიღებულა ამასთანავე, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნებს ადგილი არ ჰქონია; - კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული; - საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული; - საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა და შესაბამისად, პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტიელება არ ყოფილა მიღებული; საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხების გადახდას ადგილი არ ჰქონია.