Logo

სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს

title

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლად აღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადება. შემთხვევათა უმრავლესობა რეგისტრირებულია ჩინეთში, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები იაპონიაში, ტაილანდში, ჰონგ კონგში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰუბეის პროვინციაში (ჩინეთი).

აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მზადყოფნა, რათა მოხდეს nCoV-ის ინფექციის დროული გამოვლენა და გავრცელების პრევენცია. სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თქვენი ჩართულობა. მოგმართავთ თხოვნით, გამოავლინოთ თითოეული შესაძლო შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ განსაზღვრებას:

  • უკანასკნელი 2-14 დღის განმავლობაში ვუჰანიდან (ჰუბეის პროვინცია, ჩინეთი) ჩამოსული პირი, რომელსაც აქვს მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექცია, ცხელებით, ხველითა და სუნთქვის უკმარისობით.
  • თითოეული ასეთი შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეტყობინებული შემდეგი საშუალებებით -  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი -  1505;  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი -  116001.  

წარმოდგენილი ინფორმაცია პერიოდულად განახლდება და მოგეწოდებათ.