Logo

თამბაქო და ბავშვები

title

თამბაქო და ბავშვები

ფაქტები თამბაქოზე

მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარება 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს; თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებელია 8 მილიონს მიაღწიოს; მათ შორის 80 % დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის.   

სამეცნიერო ნაშრომებმა  და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ განვახორციელოთ ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.[i]

თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს

მის მოხმარებას მოზარდებში:

  • თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
  • 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა
  • მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს საწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
  • ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
  • თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა
  • გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში[ii]

 

პასიური მწეველობა

პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის  ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების  განვითარების  რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს  იწვევს.

სახლში მშობლების მწეველობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს  ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.  გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას.

თამბაქოს აქტიური მოხმარება ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას, ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს.

მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.

 

მიმართვა მშობლებს: 

  • ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
  • მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).
  • თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე[iii]
  • აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები...
  • თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგი კამპანიას

 

მოზრდილების 90 % თამბაქოსა და მისი ნაწარმის მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს.

თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ნიკოტინზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ცხადყო, რომ მწეველი ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენაც. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა  თქვენს ბავშვებს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე.  

მშობლებმა შვილებს უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მწეველობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან. მშობლები ბავშვებს თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე მათი ასაკის შესაფერისად და გასაგებად უნდა ესაუბრონ,  დააკავოთ ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით,  რათა დრო არ დარჩეთ აყვნენ თანატოლების მავნე ჩვევებს.

  • აუხსენით ბავშვებს სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ
  • გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დაასწროთ თქვენი შვილები თამბაქოსაგან თავისუფალ ღონისძიებებს
  • მწეველობის მავნებლობასა და არაპრესტიჟულობაზე ბავშვებს უნდა ესაუბროს ორივე მშობელი (მწეველობის მიუხედავად)

 

  ყველაზე კარგია მშობელი არ ეწეოდეს ან შეწყვიტოს! უთხარით თქვენს შვილებს მხოლოდ სიმართლე! [iv]