title
რა არის პროგრამის მიზანი?
პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID-19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით.
რას მოიცავს ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
• ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, მათ შორის:
შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას შენახვასა და ტრანსპორტირებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პჯრ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ იმავე რეგიონში არსებულ უახლოეს ლაბორატორიაში (აღნიშნული ლაბორატორიის მიერ მიწოდებული ბიოლოგიური მასალის ასაღები სახარჯი მასალებით – აპლიკატორი და სინჯარა), ხოლო აღნიშნული პრინციპით შერჩეულ ლაბორატორიაში შესაბამისი სიმძლავრეების გადატვირთულობის შემთხვევაში, სხვა უახლოეს ლაბორატორიაში;
COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ამ დანართის მე-9 მუხლის მე-11 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით;
COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);
• ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ.შ. სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;
• დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 130 ერთეულის) შრომის ანაზღაურებას;
ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?
პროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები;
ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილი სიის შესაბამისად. კერძოდ:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეები, მოსწავლის და ამავდროულად თანამემამულის სტატუსით, ან თანამემამულის სტატუსის მქონე პირის არასრულწლოვანი შვილები, მოსწავლის სტატუსით;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი ან პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, და ან ძმა);
გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოსარგებლეებს.
ვის უნდა მიმართონ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართონ აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.
როგორ ხდება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურება?
• შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება პროგრამის მოსარგებლეებისთვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
• COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით პროგრამის მოსარგებლეებისთვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
• COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით პროგრამის მოსარგებლეებისთვის არ ითვალისწინებს თანაგადახდას.