title
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2016 - 2018
პროგრამა მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის გაუმჯობესებას მაღალეფექტიანი მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით, ისევე როგორც აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების გზით.
პროგრამის ამოცანები:
ამოცანა 1: სერვისებით მოცვისა და პრევენციის ეფექტიანობის გაუმჯობესება, აივ ინფექციის დროულად გამოვლენა და ინფიცირებულის მკურნალობისა და ზრუნვის სერვისებში ჩართვას.
ამოცანა 2: აივ ინფიცირებულთა მკურნალობის გამოსავლის გაუმჯობესება ხარისხიანი მკურნალობის, ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის გზით.
ამოცანა 3: ეპიდემიაზე მძლავრი პასუხის მდგრადობის უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულების გაძლიერების, საკანონმდებლო და სამოქმედო გარემოს შექმნის და სამოქალაქო საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობის გზით
პროგრამების
ფინანსური დანაწილება სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით