Logo

ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები

title

ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეროვნული ლაბორატორიული ქსელის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს ორი ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და აჭარაში. ქვემოთ წარმოდგენილი აღწერის შესაბამისად, აღნიშნული ლაბორატორიები წარმოადგენენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ ერთეულებს.


იმერეთის სამმართველო

იმერეთის სამმართველო წარმოადგენს როგორც განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე, ასევე სხვა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებაზე ზედამხედველობის და მართვის ძირთად საყრდენ ბაზას დასავლეთ საქართველოში. იმერეთის სამმართველოს შემადგენლობაში შედის BSL-2 დონის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც საქმიანობს დამტკიცებული ქართული და საერთაშორისო პროტოკოლების და ნორმატიული აქტების შესაბამისად, 
იმერეთის სამმართველოს ამოცანას წარმოადგენს „დასავლეთ საქართველოში გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის არაგადამდები დაავადებებისა და რისკ- ფაქტორების კვლევა, ლაბორატორიულ კვლევებზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობისთვის და სამედიცინო პროვაიდერებისათვის მაღალხარისხიანი ლაბორატორიული სერვისების მიწოდება, მდგრადი სისტემების შექმნა, აპრობაცია, იმპორტი და მიღებული გამოცდილების გაზიარება“. აღნიშნული მისია ხორციელდება რიგი სახელმწიფო პროგრამების ჩატარებით, როგორიცაა:

  • ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: იმუნიზაცია, სტატისტიკა, ეპიდზედამხედველობა.
  • ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის, ზედამხედველობის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კომპონენტი: პროგრამის მიზანია; ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების პრევენცია. პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ფტიზიატრიული განყოფილებები და პენიტენციალური სისტემის დაწესებულებები. 
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა: რომლის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება ორსულთა პატრონაჟისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის ზრდით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში B ჰეპატიტის კონფირმაციულ კვლევას და ახალშობილთა დროული ვაქცინააციის პროცესისი ხელშეწყობას.
  • ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის კომპონენტი. პროგრამის მიზანია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში იმერეთის სამმართველო თანამშრომლობს შპს იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან და აკად. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან.
  • უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა: პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთოების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები არიან შპს ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი და აკად. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი.

იმერეთის სამმართველო ასევე მონაწილეობს რამოდენიმე საერთაშორისო პროექტში, რომლებშიც მრავლად არიან ჩართულები უცხოელი კოლაბორატორები: 

  • 2005 წლიდან დღემდე: ,,ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა“ - BTRP
  • 2009 წელი: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ,,საქართველოს ნაციონალური ნუტრიციოლოგიური კვლევები“ – GNNS 2009.
  • 2010 წელი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული ,,საქართველოში ქრონიკული დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევები“ WHO – STEPS Surveillance
  • 2010 წელი: ,,ცხელებით მიმდინარე ტროპიკული დაავადებების ლაბორატორიული კვლევები“ - კოლაბორაციული პროექტი ეგვიპტე - კაიროს რეფერალურ ლაბორატორიასთან ერთობლივად. 
  • 2008 – 2010 წლები: აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), მიკრონუტრიენტების დეპარტამანტის, გარე ხარისხის კონტროლის პროგრამა ,,EQUIPP” – 4 რაუნდი.
  • 2011 წელი: ევრაზიის ერთიანი ლაბორატორიული ქსელი შარდში იოდურიის კვლევების ხარისხის კონტროლი - ყაზახეთის კვების აკადემიის პროგრამა ,,QUIKK”.
  • 2012 წელი: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ISTC-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა: ,,ბიოუსაფრთხოების სასწავლო სემინარების გამოყენება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო სექტორში, ბიოუსაფრთხოების შესაფასებლად და მხარდასაჭერად“.
  • 2013 წელი: CRDF-ის მხარდაჭერით ზამთრის სკოლა/სემინარი, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებით. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
  • 2014 წელი: დაგეგმილია და იწყება განხორციელება CRDF-ის მხარდაჭერით: ,,ზაფხულის სკოლა/სემინარი, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებით“. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი კოლაბორაციის შესახებ დეტაულური ინფრომაციის მისაღებად.

იმერეთის სამმართველოს ზონალურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაში ტარდება 200-მდე სხვადასხვა მაღლტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიური, მოლეკულურ ბიოლოგიური, ვირუსოლოგიური და კლინიკური მიმართულებებით. სახელშეკრულებო პირობებით პარტნიორული ურთიერთობა აქვს დასავლეთ საქართველოს 70-მდე სამედიცინო დაწესებულებასთან. აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს ყველაზე მძლავრ სამედიცინო ლაბორატორიას რეგიონში.

 

აჭარის სამმართველო

აჭარის სამმართველოს ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია ასევე არის BSL-2 დონის დაწესებულება, რომელის შემადგენლობაშიც შედის ტუბერკულოზის ბაქტერიოსკოპული ლაბორატორია და ასევე ეპიდემიოლოგიური და ზოოენტომოლოგიური ჯგუფები.

აჭარის სამმართველოს ამოცანას წარმოადგენს აჭარის რეგიონში განსაკუთრებით საშიში და სხვა გადამდები დაავადებების კონტროლი, დაავადების შემთხვევების, ეპიდაფეთქებებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის არაკეთილსაიმედო სიტუაციების კვლევისას ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა; გადამდებ დაავადებებზე ლაბორატორიული ზედამხედველობის ხარისხიანი სისტემის უზრუნველყოფა; საერთაშორისო დონის ლაბორატორიული სისტემის შექმნა.

აღნიშნული პოლიტიკა ხორციელდება ისეთი ღონისძიებების ჩატარებით, როგორიცაა:

  • BSL-2 დონის მაღალხარისხიანი და სარწმუნო ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
  • ბიოდაცვისა და ბიოუსფრთხოების წესების დანერგვა ლაბორატორიული პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვის მიზნით;
  • ლაბორატორიული ლოჯისტიკის და ხარისხის მენეჯმენტის სამსახურების გამართული ფუნქციონირება;
  • განსაკუთრებით საშიში ინფექციების ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულური დიაგნოსტიკა (აჭარა-გურიის რეგიონში); 
  • ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური მომსახურების მიწოდება სამედიცინო სერვისის პროვაიდერებისათვის;
  • სანიტარულ – მიკრობიოლოგიური კვლევები სამედიცინო პროფილისა და სხვა დაწესებულებებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით (კონტრაქტით თანამშრომლობა);
  • ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ბაქტერიოსკოპული და სწრაფი დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდით ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
  • B ვირუსული ჰეპატიტისა და სიფილისის კონფირმაციული დიაგნოსტიკა სამიზნე კონტინგენტში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სერვისი ვრცელდება აჭარა–გურიის რეგიონზე და ქ.ფოთზე); 
  • ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის მიზნით დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
  • სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურთან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის პროექტისა და სხვა მიზნობრივი პროექტების ფარგლებში;
  • სამმართველოოში დანერგილია გადამდებ დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა (EIDSS). 
  • სამმართველო აქტიურადაა ჩართული ბათუმის უნივერსიტეტთან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრემებში;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ქსელის ორივე რეგიონალური ზონალური დიაგნოსტოიკურ ლაბორატორიაში შესაძლოა განხორციელდეს საერთაშორისო კვლევები და სხვა კოლაბორაციული სამუშაოები, რომლისთვისაც აუცილებელია დაავადებულ პოპულაციებთან წვდომა, ადგილობრივი ლაბორატორიული მომსახურებები და რეგიონის შესახებ ინფორმაციის ქონა.