Logo

გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია

title

გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია

ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციის/ევროპის ოფისის ინიციატივით, 2013 წელს  გრიპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში დაიწყო კამპანია   გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

რატომ გახდა საჭირო სპეციალური კამპანია გრიპზე?

გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის  სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისათვის.

კამპანია მიზნად ისახავს გრიპის სეზონური ვაქცინით მოცვის გაზრდას რისკ ჯგუფებში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი: ორსულები, ხანდაზმულები,  ბავშვები და  პირები ჯანმრთელობის თანმხლები პათოლოგიებით, იმყოფებიან  გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების მაღალი რისკსის ქვეშ. ჯანდაცვის მუშაკები  მათი ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე არიან უფრო მეტად დაუცველნი სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, მათ შორის გრიპის ვირუსის მიმართ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის/ევროპის ოფისმა შეიმუშავა კამპანიის მასალები, როგორც გრიპზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის პერიოდში გამოსაყენებლად, ასევე გრიპის ვირუსის მთელი სეზონის განმავლობაში. კამპანიის გზავნილები მორგებულია სხვადასხვა სახის აუდიტორიისათვის და გავრცელებულია პოსტერების, საინფორმაციო ბუკლეტების, სარეკლამო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების სახით ადგილობრივ ენაზე.