Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი - 14.12.2018

title

2018 წლის 14 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართება „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი
თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალი დაწესებულებების
დაჯილდოების ღონისძიება
შეხვედრას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები, პროფესიული ასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
შეხვედრის მიზანია წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა, რომლებიც თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულების განსაკუთრებულად კარგი მაგალითი არიან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ძირითადი მიგნებები და არსებული პრობლემები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების როლი მონიტორინგის განხორციელებაში; აგრეთვე, „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული სხვა ინტერვენციები;
მონიტორინგი განხორციელდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ.
შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში.
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99