Logo

“რამდენად უსაფრთხოა საკვები რომელსაც მიირთმევთ?”

title

“რამდენად უსაფრთხოა საკვები რომელსაც მიირთმევთ?”

1. საკვებისმიერმა დაავადებებმა შესაძლოა გამოიწვიონ სიკვდილი.

პასუხი: დიახ  

მავნე ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებულ საკვებს შეუძლია 200-ზე მეტი დაავადების გამოწვევა – დიარეიდან დაწყებული, კიბოთი დამთავრებული,  და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

2.თუ საკვები შესახედავად კარგად გამოიყურება და ცუდი სუნი არ აქვს, ის უსაფრთხოა მოხმარებისათვის

პასუხი: არა                    

მხოლოდ სუნი, გემო და შეხედულობა არ კმარა საკვების უსაფრთხოების განსაზღვრისთვის, რადგან ზოგიერთი მავნე მიკროორგანიზმი არ ცვლის საკვებს ვიზუალურად, ხოლო ზოგიერთი უვნებელი მიკროორგანიზმი უცვლის მას სუნს და გემოს, მაგრამ არ იწვევს არანაირ დაავადებას.

 3.ზოგი მიკროორგანიზმი გამოიყენება საკვებისა და სასმელის მოსამზადებლად.

პასუხი: დიახ

ზოგიერთი მიკროორგანიზმი გამოიყენება  ყველის, იოგურტის, ფერმენტირებულ ხორცისა და ბოსტნეულის, ლუდისა და ღვინის მოსმზადებლად. 

4. სახლის პირობებში მაცივრის ოპტიმალური ტემპერატურაა:

პასუხი: 5⁰-ზე დაბალი

5⁰-ზე დაბალი ტემპერატურა მაცივარში აფერხებს ან საერთოდ აჩერებს მიკროორგანიზმების ზრდას.

5.უმი და მომზადებული საკვების ცალ-ცალკე შენახვით შესაძლებელია ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება

პასუხი:დიახ

უმი და მომზადებული საკვების ცალ-ცალკე შენახვა ზღუდავს მიკროორგანიზმების გადაცემას ერთი საკვებიდან მეორეზე. უმი საკვები, განსაკუთრებით  – საქონლისა და ფრინველის ხორცი და ზღვის პროდუქტები შეიძლება, შეიცავდნენ მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებიც იოლად ვრცელდებიან ერთი საკვებიდან მეორეზე საჭმლის მომზადებისა და შენახვის პროცესში.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

http://www.who.int/campaigns/world-health-day/2015/tablemat-low-res.pdf?ua=1

http://www.who.int/campaigns/world-health-day/2015/quiz/