title
სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა!
მნიშვნელოვანი ფაქტები სისხლის დონაციის შესახებ:
სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.
• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.
• სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, ორგანოების გადანერგვის დროს.
• დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებული იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის.
• ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.
• სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
• სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
• სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
• სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.
• სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
• დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.
• სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.
• იცით, რომ სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე? • თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე. • ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა. |
გახდი დონორი, გიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე!