Logo

რატომ არის C ჰეპატიტზე მკურნალობა აუცილებელი?

title

თუ C ჰეპატიტზე თქვენი ანტისხეულების სწრაფი და PCR ტესტის შედეგები დადებითია, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. C ჰეპატიტის აქტიური ფორმის დადასტურების შემთხვევაში, დაავადების გართულებების (ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და სხვ.) თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია პაციენტმა არ დააყოვნოს და დროულად ჩაიტაროს ანტივირუსული მკურნალობა. C ჰეპატიტის დროული მკურნალობა, ღვიძლის ნებისმიერი ხარისხით დაზიანების (ფიბროზის) შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. C ჰეპატიტის მქონე პირი, რომელიც არ არის ჩართული მკურნალობის პროგრამაში, ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის ოჯახსა და საზოგადოებაში.

როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, საქართველოშიც პაციენტებს მკურნალობენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ავტორიზებული მაღალეფექტიანი პრეპარატებით. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 თვეა. მედიკამენტები მიიღება აბის სახით, მათი გამოყენება უსაფრთხოა და არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში 78,000-მა პაციენტმა უკვე ჩაიტარა  მკურნალობა, მათგან 99% სრულად განიკურნა!

იCოდე, დღეისათვის C ჰეპატიტი სრულად განკურნებადი დაავადებაა.
იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!
მკურნალობის დროს გამოიყენება მაღალეფექტიანი პრეპარატები!
არ გადადო! იმკურნალე!


C ჰეპატიტის სამკურნალო დაწესებულებები