title
იცოდეთ, მოემზადეთ, დაიცავით
რა არის COVID-19?
კორონავირუსები ვირუსთა დიდი ოჯახია, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ როგორც მარტივი გაციება, ასევე მძიმე დაავადებები, მ.შ. პნევმონია. COVID-19 ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახალი კორონავირუსი (SARSCoV-2) იწვევს.
როვორ ვრცელდება ვირუსი?
ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს დაავადებული პირისგან ცემინებისა და ხველის დროს გამოყოფილი მცირე წვეთების შესუნთქვის ან კონტამინირებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი ხელით თვალზე, პირსა და ცხვირზე შეხებით.
რა სიმპტომები ახასიათებს COVID-19-ს?
დაინფიცირებულ პირთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ხდება გამოჯანმრთელება, ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება დაავადების მძიმე ფორმა. დაავადების სიმპტომებია:
• მაღალი ტემპერატურა
• ხველა
• სუნთქვის გაძნელება
იცოდეთ, მოემზადეთ, დაიცავით
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაცია ქრონიკული დაავადების მქონე პირების, მათი ოჯახის წვერებისა და მომვლელებისათვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი?
როგორ უნდა მოემზადოთ?
გაეცანით ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ სანდო წყაროებზე დაფუძნებულ ინფორმაციას
შეივსეთ თქვენთვის დანიშნული მედიკამენტების მარაგი
იქონიეთ თერმომეტრი, ხელსახოცი, მაღალი ტემპერატურის სამკურნალო პრეპარატები
შეძლებისდაგვარად იყავით ფიზიკურად აქტიურები
იქონიეთ საკმარისი საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოეზადეთ ეტაპობრივად
გააქტიურეთ სოციალური კონტაქტები. დაუკავშირდით ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და ერთობლივად შეიმუშავეთ გეგმა, თუ რას გააკეთებთ COVID-19-ის გავრცელების და/ან თქვენი ავად გახდომის შემთხვევაში
მიჰყევით ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციებს
დაიცავით ჰიგიენის წესები
რა უნდა გააკეთოთ, თუ ავად გახდით?
დარჩით სახლში და დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს
უთხარით თქვენი ქრონიკული დავადების შესახებ
როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები
ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
ცხვირის მოხოცვის, ხველისა და ცემინების შემდეგ;
სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტის შემდე.
მოერიდეთ დაავადებულ პირებთან კონტაქტს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახველებს.
ნუ შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელებით.
დაიცავით კარანტინის და ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციები
დაიცავით დისტანცირების წესები:
მოერიდეთ ხალხმრავლობას, განსაკუთრებით ჩაკეტილ და ცუდად ვენტილირებულ სივრცეებში. სურსათის საყიდლად არ წახვიდეთ პიკის საათებში
ეცადეთ ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე
კარანტინის პერიოდში ეცადეთ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გახვიდეთ
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: NCDC.GE; STOPCOV.GE; MOH.GOV.GE; ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 116001; 1505
დაიცავით თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა!
დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გისურვებთ ჯანმრთელობას!