title
ბავშვთა მიმართ ცუდი მოპყრობა
მნიშვნელოვანი ფაქტები
- მოზარდთა ერთი მეოთხედის განცხადებით ისინი ბავშვობაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.
- 5 -დან ყოველი 1 ქალი და 13-დან ყოველი 1 კაცი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
- ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას გასდევს და მათი სოციალური შედეგები მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებას.
- ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა პრევენტაბელურია და საჭიროებს მულტისექტორულ მიდგომას.
- ეფექტური პროგრამების საშუალებით ხდება მშობლების მომზადება და მათთვის სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარება.
- ბავშვებზე და მათ ოჯახებზე მუდმივი მზრუნველობა ამცირებს ცუდად მოპყრობის განმეორებით ფაქტებს და მის შედეგებს.
- ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა წარმოადგენს 18 წლამდე ასაკის ბავშვების დამცირებას, მათზე ძალადობასა და მუქარას. იგი მოიცავს ყველა ტიპის ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შეურაცხყოფას, სექსუალურ ძალადობას, უგულვებელყოფას, კომერციულ ან სხვა სახის ექსპლუატაციას, რომელიც იწვევს რეალურ ან პოტენციურ ჯანმრთელობის დაზიანებას.
ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის შედეგები
ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა ზიანს აყენებს ბავშვებსა და ოჯახებს, რომელსაც ხანგრძლივი შედეგები მოყვება. ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა იწვევს სტრესს, რაც ხელს უშლის თავის ტვინის ადრეულ ეტაპზე განვითარებას. ძლიერმა სტრესმა შეიძლება შეაფერხოს ნერვული და იმუნური სისტემების განვითარება. მოზარდებში, რომლებიც ბავშვობაში განიცდიდნენ ცუდად მოპყრობას, მაღალია ქცევითი პრობლემების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარების რისკი.
ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის შედეგები:
- მოძალადე ან ძალადობის მსხვერპლი
- დეპრესია
- მწეველობა
- სიმსუქნე
- რისკის შემცველი სქესობრივი ქცევები
- დაუგეგმავი ორსულობა
- ალკოჰოლიზმი და წამალ-დამოკიდებულება
რისკ-ფაქტორები
ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის რისკ-ფაქტორები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
ბავშვი
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ბავშვები არიან მსხვერპლი და ისინი არ შეიძლება იყვნენ ცუდად მოპყრობის მიზეზი. ბავშვის ზოგიერთმა ინდივიდუალურმა ხასიათის თვისებამ და ქცევამ შეიძლება გაზარდოს ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:
- 4 წელზე უმცროსი ან მოზარდი
- არასასურველი შვილი ან ვერ გაამართლოს მშობლის მოლოდინები
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, მუდმივად მტირალა ან ფიზიკური ნაკლოვანებები
მშობელი ან მეურვე
მშობლის ან მეურვის ზოგიერთმა ინდივიდუალურმა ხასიათის თვისებამ და ქცევამ შეიძლება გაზარდოს ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:
- ახალშობილთან შეჩვევის პრობლემა
- ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სიძნლეები
- ბავშვის განვითარების შესახებ ინფორმაციის უქონლობა ან არარეალური მოლოდინების არსებობა
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, მათ შორის ორსულობის პერიოდში
- კრიმინალური ცხოვრება
- ფინანსური პრობლემები
ურთიერთობები
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის, ასევე მეგობრებთან და თანატოლებთან ურთიერთობის ზოგიერთმა თავისებურებებმა შეიძლება გაზარდოს ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:
- ოჯახის წევრის ფიზიკური ან გონებრივი განვითარების პრობლემები
- ოჯახის დანგრევა ან ძალადობა ოჯახის დანარჩენ წევრებს შორის
- მრავალწევრიან ოჯახებში ბავშვის უგულვებელყოფა
თემი და სოციალური ფაქტორები
თემისა და საზოგადოების ზოგიერთმა თავისებურებამ შეიძლება გაზარდოს ბავშვის მიმართ ცუდად მოპყრობის რისკები. ასეთებია:
- გენდერული და სოციალური უთანასწორობა
- ცუდი საცხოვრებელი და გარემო პირობები
- უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე
- ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ საშუალებებზე ადვილი ხელმისაწვდომობა
- სამართალდამცავებისა და შესაბამისი პროგრამების არასრულფასოვანი მუშაობა, რომელმაც უნდა აღკვეთოს ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობა, ძალადობა, ბავშვების პორნოგრაფია, პროსტიტუცია და შრომითი ექსპლუატაცია.
- სოციალური და კულტრული წეს-ჩვეულებები, რომლებიც ხელს უწყობს ძალადობას, დასჯას, ქალთა უფლებების შელახვას და აკნინებს ბავშვის როლს მშობლისა და შვილის ურთიერთობაში.
- სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და განათლების ისეთი პილიტიკა რომელიც იწვევს სიღარიბეს, სოციო-ეკონომიკურ უთანასწორობას და არასტაბილურობას;
პრევენცია
ბავშვის მიმართ ცუდად მოპყრობის პრევენცია მოითხოვს მულტისექტორულ მიდგომას. ეფექტური პროგრამების საშუალებით ხდება მშობლების მომზადება და მათთვის სასარგებლო უნარ-ჩვევების განვითარება.
ასეთებია:
- მშობლების განათლების დონის ამაღლება, ბავშვის აღზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, მშობლების ცნობიერების დონის ამაღლება ბავშვის განვითარებისა და მათი მოვლის შესახებ.
- მულტი სექტორალური ინტერვენციები, რომლებიც მოიცავს მშობლების, სკოლამდელი ბავშვების და მოზარდების განათლების დონის ამაღლებას, მოვლა და მხარდაჭერა, და სხვა.
- პროგრამები რომლებიც მიმართულია ბავშვებში თავის ტრავმის აცილებისაკენ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვის რყევით. მას ასევე ეწოდება ბავშვის რყევის სინდრომი, რაც იწვევს თავის ტვინის ტრავმას. ჩვეულებრივ პროგრამები ხორციელდება ჰოსპიტლებში, კერძოდ ბავშვის ჰოსპიტლიდან გაწერის წინ ახალგაზრდა მშობლებს აცნობენ ინფორმაციას ბავშვის რყევის სინდრომთან და მასთან ასოცირებულ საშიშროებებთან დაკავშირებით, და ასევე მათ აძლევენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თუ ბავშვი ტირის გაუჩერებლად.
- სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ძალადობით გამოწვეული თავის ტრავმების პრევენციას. აღნიშნული პროგრამები ძირითადად ხორციელდება სამედიცონო დაწესებულებების დონეზე და მიმართულია ახალბედა მშობლების განათლებაზე ბავშვის შერხევის სინდრომის შესახებ, ასევე ახალშობილების ტირილის მართვის შესახებ;
- პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბავშვების სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის და ხორციელდება სკოლის დონეზე, სადაც ბავშვებს ასწავლიან:
- საკუთარი სხეულის ფლობა;
- განსხვავება კარგ და ცუდ ფიზიკურ შეხებას შორის;
- ძალადობის ნიშნების ამოცნობა;
- უარის თქმა;
- ცუდად მოპყრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნდობით აღჭურვილი პირისთვის;
რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება აღნიშნული პრევენციული პროგრამების ინტერვენცია, მით უფრო ეფექტურ შედეგებს მივიღებთ. პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჯანმოს მიერ მოწოდებულია 4 საფეხურიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციები:
- პრობლემების გამოვლენა;
- მიზეზებისა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრა;
- ინტერვენციული პროგრამების დანერგვა, რომლებიც მიმართულია რისკ-ფაქტორების შემცირებისკენ;
- ეფექტური ინტერვენციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის დონის გაზრდა.
ლიტერატურა:
WHO. Child Maltreatment. 2017. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs150/en/