Logo

სახელმწიფო პროგრამა

title

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №4

2022 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი

 

2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

დანართი №7

 

აივ-ინფექციის/შიდსის მართვა

(პროგრამული კოდი 27 03 02 07)

 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია აივ-ინფექცია/შიდსით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება.

 

მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები

1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, მკურნალობისათვის საჭირო სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მოსარგებლეები ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად შეიძლება იყვნენ:

ა) საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირები, შესაბამისი სტატუსის მოპოვებამდე საჭირო პროცედურების განხორციელების ეტაპზე;

ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები (სანამ მოეხსნებათ პრობაცია და დატოვებენ ქვეყანას);

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში დასაქმებული პირები;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პირები, მოქალაქეობის მიუხედავად;

ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად.

2. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

3. მაღალი რისკის ჯგუფები (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები, მამაკაცები რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ), ტრანსგნდერი პირები, პირები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მიღების მიზნით (სექსმუშაკი) და მათი კლიენტები) „აივ-ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობის მეთოდური რეკომენდაციების „დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №217/ო ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად (15-ნიშნა დაშიფრული კოდით) იდენტიფიცირებული პირები.

4. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 

მუხლი 3. მომსახურების მოცულობა

პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები:

ა) აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ბ) ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.გ) ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.დ) სექსმუშაკების, მათი კლიენტების, მსმ-ების, ტრანსგენდერი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ე) B და/ან C ჰეპატიტის მქონე (ანტისხეულ ან/და ანტიგენ დადებითი) პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ვ) აივ-ინფექცია/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.ზ) მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებით სამუშაოებს, აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;

ა.თ) მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებით სამუშაოებს;

ა.ი) ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული, პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველყოფისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა ტუბერკულოზის, Covid-19-ის, აივ-ინფექციის/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ პროგრამების ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების (მ.შ., პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების) მიერ შესაბამის რეგიონში 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემტესტირებას (ტესტებითა და სახარჯი მასალებით მომარაგება განხორციელდება ცენტრის მიერ „აივ-ინფექციის/შიდსის მართვის“, „C ჰეპატიტის მართვისა“ და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში);

ა.კ) ზემოაღნიშნული და ყველა სხვა ჯგუფების სკრინინგული გამოკვლევით მიღებული დადებითი შედეგების გადამოწმებას ეროვნული გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული აივ კვლევის ალგორითმზე. კერძოდ, პირველადი სკრინინგით მიღებული რეაქტიული (დადებითი) შედეგის მიღების შემთხვევაში სისხლის ნიმუში შემდგომი კვლევებისთვის იგზავნება რეფერალურ დაწესებულებაში. სადაც ტარდება 2 განმეორებითი ტესტი რომელიც არის უფრო მაღალი სპეციფიკურობის ვიდრე პირველადი ტესტი. განმეორებითი გამოკვლევის შედეგად 2 უარყოფითი პასუხი მიუთითებს უარყოფით შედეგს, ხოლო 2 რეაქტიული პასუხი მიუთითებს პაციენტის აივ ინფიცირებას. იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი 2 ტესტიდან 1 შემთხვევაში მიღებული იქნა დადებითი, ხოლო მეორე შემთხვევაში უარყოფითი შედეგი, სისხლის ნიმუშის გადამოწმება ხდება აივ რნმ(დნმ) პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. პჯრ გამოკვლევით მიღებული უარყოფითი შედეგით ითვლება რომ გამოსაკვლევი პირი არ არის აივ ინფიცირებული, ხოლო დადებითი შედეგი მიუთითებს პაციენტის აივ ინფიცირებაზე და მას შეეთავაზება მკურნალობის და მოვლის პროგრამაში ჩართვა.

ა.ლ) სახელმწიფო პროგრამით მოცული (მ.შ., აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის და სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისათვის) ჯგუფებისათვის აივ-ინფექციაზე/შიდსზე პირველადი სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის, B ჰეპატიტისა და სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცენტრებში განთავსებული პირებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას;

ა.მ) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული 18 წლის და მეტი ასაკის პირების ტესტირება აივ-ინფექციაზე/შიდსზე, რომელთა ბოლო ტესტირებიდან გასულია არანაკლებ 6 თვისა;

ბ) აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით (გარდა იმ ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:

ბ.ა) პირველ და განმეორებით ვიზიტს;

ბ.ბ) ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

ბ.გ) ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;

ბ.დ) ექიმის ვიზიტს პაციენტთან;

ბ.ე) C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგს;

ბ.ვ) ტუბერკულოზის იზონიაზიდით პროფილაქტიკური მკურნალობის განხორციელებას;

ბ.ზ) აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციული ანტირეტროვირუსული მკურნალობა (პრეექსპოზიციური და პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა) მაღალი რისკის ჯგუფებში.

ბ.თ) ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპიის მონიტორინგის მობილური ბრიგადებით მომსახურებას, რომელიც მოიცავს ბინაზე კონსულტაციას, მედიკამენტების მიწოდებას, ლაბორატორიული მონიტორინგისთვის სისხლის აღებას და ტრანსპორტირებას, დანართი 7.3-ის შესაბამისად;

ბ.ი) აივ ინფიცირებულ პირთა ბინაზე მოვლას, რომელიც ითვალისწინებს შიდსის პროგრესირებული შემთხვევების დროს, პაციენტთან ბინაზე ვიზიტსა და მის ბინაზე მოვლას.

გ) აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით (გარდა იმ ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:

გ.ა) შიდს-ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;

გ.ბ) აივ-ინფექცია/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

დ) აივ-ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად (100%) და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);

ე) აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას პაციენტებისთვის, ასევე სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებით, სახარჯი მასალებითა და პირადი დაცვის საშუალებებით სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტით დაფინანსებული პროგრამების ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;

ვ) აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ;

ზ) მაღალი რისკის ჯგუფების უზრუნველყოფა შემდეგი სახის სამედიცინო სერვისებით:

ზ.ა) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები) (დანართი 7.4);

ზ.ბ) აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა (ნიმ), მსმ-ებში, ტრანსგენდერ პირებში და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში, დანართ 7.2-ით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად, რაც მოიცავს:

ზ.ბ.ა) მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიებასა და ნებაყოფლობით სკრინინგს აივ-ინფექციაზე/შიდსზე, ასევე ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებით სკრინინგს B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას;

ზ.ბ.ბ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებასა და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირებას ჯინექსპერტ მეთოდით. მათ შორის, C ჰეპატიტზე მდგრადი ვირუსული რეაქციის SVR 12/SVR 24 და მაღალი რისკის ბენეფიციართა შორის რეინფექციის (რეინფექციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც დადასტურებული SVR 12/SVR 24 მიღწევიდან 6 თვის შემდეგ, ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ SVR 12/SVR 24 პასუხის გარეშე, პაციენტებს უფიქსირდებათ HCV RNA კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხი, ამასთან, განსხვავებული გენოტიპით) დასადგენად, C ჰეპატიტზე ნამკურნალები პაციენტების კვლევა ჯინექსპერტ მეთოდით, რომელთა ტესტებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.

ზ.ბ.გ) ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალს ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.

ზ.გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის უზრუნველყოფა აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით; აივ ინფექცია/შიდსის სადიგანოსტიკო ტესტსისტემებით და სხვა სახარჯი მასალებით, აივ ინფექციის/შიდსის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მონიტორინგის მომსახურებით, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ ინფექციის პრევენციის მიზნით ზიანის შემცირების მომსახურებით;

ზ.დ) ნარკოტიკების ინექციური მოხმარებლების, მსმ, ტრანსგენდერი, კომერციული სექს მუშაკი ქალებისათვის დაავადებათა პროფილაქტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება (მათ შორის, ბენეფიციართა განათლება აივ-ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პრევენციის საკითხებზე ინდივიდუალური კონსულტირების, საგანმანათლებლო შეხვედრებისა და აქციების ფარგლებში; მაღალი რისკის ქცევის შეცვლის კონსულტაცია; საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების გავრცელება, ინფექციის პრევენციისთვის განკუთვნილი მასალების მიწოდება; მაღალი რისკის ჯგუფის პირების მოძიება, ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე თვითტესტირების მეთოდით, ასევე, სხვა თანმხლებ ინფექციებზე; აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციული, ექსპოზიციის წინა ანტირეტროვირუსულ პროფილაქტიკურ მკურნალობაში ჩასართავად პაციენტთა მობილიზების ღონისძიებების გახორციელება) და მასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურება.

 

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ უსასყიდლოდ.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის” სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ უსასყიდლოდ.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ”, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“ და „ა.კ“ ქვეპუნქტებით და „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება დანართ 7.2-ში მითითებული ერთეულის ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხისა. ამასთან, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებს დანართი 7.2-ში მითითებული სკრინინგისათვის გამოყენებული სახარჯი მასალის ღირებულების მოთხოვნა შეუძლიათ დანართში მითითებული ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ფაქტობრივი ხარჯისა.

5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 7.1-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება დანართი 7.3-ით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.

6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირობებითა და დაფინანსების მეთოდოლოგიით.

7. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეებს მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ აუნაზღაურდებათ განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული), დანართი 7.1-ის შესაბამისად.

8. მე-3 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით.

9. მე-3 მუხლის „ზ.გ“ და „ზ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.

 

მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ”, „ა.ვ“, „ა.ზ”, „ა.თ“ და „ა.კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისგან", რომელსაც უფლება აქვს მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების მიწოდება განახორციელოს ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მეშვეობით.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, „С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებებისაგან, ამასთან, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ტესტის წინა და ტესტის შემდგომ კონსულტაციებს, მან უნდა განახორციელოს აივ-ინფექცია/შიდსზე მხოლოდ სკრინინგი, ხოლო სკრინინგით დადებითი პირის სისხლის ნიმუში მიაწოდოს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ შემდგომი კონფირმაციული კვლევისა და დადასტურების შემთხვევაში პაციენტის ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში ჩასართავად.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველადი სკრინინგისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

31. მე-3 მუხლის „ა.მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების (მ.შ., გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღები ერთეულების) მიერ, რომელიც თანხმობას განაცხადებს პაციენტებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.

4. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.

5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფისთვის მე-3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის მიმწოდებელი შესაბამის მედიკამენტებს მიიღებს ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამიდან.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტების და მექანიზმების, მათ შორის აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ შესყიდვის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, ხელშეკრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების გარეშე და საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

7. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მიღებასთან და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

8. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით.

9. მე-3 მუხლის „ზ.ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით.

10. მე-3 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით, მაღალი რისკის ჯგუფებისათვის სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და მისი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისაგან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფებისათვის სპეციალური სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებს, ასევე, ა(ა)იპ საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრისგან „თანადგომა“, ა(ა)იპ თანასწორობის მოძრაობა და მისი ქვეკონტრაქტორი ა(ა)იპ იდენტობა, ა(ა)იპ ალტერნატივა ჯორჯია, ა(ა) იპ სათემო ალიანსი.

11. მე-3 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებით, ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა განხორციელდება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, ა(ა)იპ – ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომის მეშვეობით;

12. პროგრამის მე-3 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ა(ა)იპ ზ. დანელიას სახელობის კავშირი თანადგომასგან.

13. მე-3 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მეშვეობით;

 

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია „ტუბერკულოზის მართვის” სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებლები.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ვ”, „ა.ზ", „ა.თ“ და „ა.კ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი".

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფინანსებული ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამაში/პროექტში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ფიზიკური პირები, ასევე C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტანდემტესტირებაში ჩართული დაწესებულებები.

5. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე” ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებები.

6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

7. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

8. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართი 7.5-ის შესაბამისად.

 

მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. მე-3 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ცენტრი.

2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.

 

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,100.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

1,100.0

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

5,300.0

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

3,100.0

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

3,100.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები)

500.0

6

აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებსა (ნიმ)მსმ, ტრანსგენდერ პირებსა და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში

1,000.0

 

სულ:

14,100.0

 

მუხლი 9. დამატებითი პირობები

1. პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს განმახორციელებლები განსაზღვრავენ სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ შემთხვევათა ზედამხედველობის შესაბამისად.

4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.

5. არვ მკურნალობის მონიტორინგი (მ.შ. არვ მკურნალობის მონიტორინგის ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა) განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

7. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, მე-3 მუხლის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემების გადაცემის თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.

9. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება:

ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისათვის, გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისა, რომლებზეც ტესტებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრის მეშვეობით;

ბ) გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის.

10. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებისათვის სკრინინგული კვლვევებისათვის საჭირო სახარჯი მასალების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 7.2-ით განსაზღვრული ტარიფისა, ხოლო მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტების მიმწოდებლების სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა ხორციელდება „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევის ტესტსისტემებთან ერთად.

11. სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“ ვალდებულია განახორციელოს:

ა) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით დადებითი ორსულების მიდევნება (მ.შ. დაბადების რეგისტრის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით);

ბ) „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგით დადებითი სისხლის დონორების მიდევნება დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით.

12. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის ფარგლებში:

ა) მომსახურების მიწოდება ხორციელდება ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისისა და ქ. ზუგდიდის მობილური ბრიგადების მეშვეობით;

ბ) მომსახურება უტარდებათ აივ/შიდსის ფონზე განვითარებულ ინკურაბელური დაავადების მქონე პაციენტებს შემდეგი დიაგნოზებით: აივ დემენცია, აივ ენცეფალოპათია, ჰემიპლეგია, ტეტრაპლეგია, ფოკალური ეპილეფსია.

13. აივინფიცირებულ პირთა ჯინექსპერტ სისტემის მეშვეობით ტუბერკულოზზე დიაგნოსტიკისათვის საჭირო კარტრიჯებით უზრუნველყოფა განხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით.

 

დანართი 7.1 აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა

ამბულატორიული და სტაციონარული დახმარებით

 

მომსახურება

ღირებულება

(ლარი)

1

შიდსი (ამბულატორიული მომსახურება)

 

1.1

პირველი ვიზიტი (გაფართოებული)

726

1.2

პირველი ვიზიტი (სტანდარტული)

446

1.3

განმეორებითი ვიზიტი (გაფართოებული)

518

1.4

განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული), მათ შორის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და პრობაციონერი პირებისთვის

306

1.5

განმეორებითი ვიზიტი არასტანდარტული

170

1.6

ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მძიმე)

400

1.7

ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (საშუალო)

175

1.8

ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობა (მსუბუქი)

80

1.9

ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (გაფართოებული)

520

1.10

ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (საშუალო)

170

1.11

ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა (რუტინული)

80

1.12

C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგი

240

1.13

ანტირეტროვირუსული მკურნალობის მონიტორინგი

30

1.14

აივ რეზისტენტობის განსაზღვრა

1085

1.15

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (პირველადი ჩართვისას)

131

1.16

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (განმეორებითი (სტანდარტული))

70

1.17

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (განმეორებითი (გაფართოვებული)

131

1.18

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა

57

1.19

აივ ინფიცირებულ პირთა ბინაზე მოვლა

65

1.20

ექიმის ვიზიტი პაციენტთან

50

1.21

აივ/შიდსით დაავადებული დედის ახალშობილის კვება (გაიცემა ერთჯერადად)

1380

2

შიდსი (სტაციონარული მომსახურება)

 

2.1

შიდსის სტაციონარული მომსახურება (საშუალო)

2010

 

·         B22.7, R50, R50.7 უცნობი ეტიოლოგიის ცხელება (2 კვირაზე მეტი) (პაციენტში გამორიცხულია ტუბერკულოზი), რომელიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებითა და ანტივირუსული საშუალებებით თერაპიას ამბულატორიულ პირობებში

·         B22.7. B34.9 ვირუსული ინფექცია, დაუზუსტებელი

·         B22.7. A49.9 ბაქტერიული ინფექცია, დაუზუსტებელი

·         B22.7. A46 წითელი ქარი

·         B20.7 J12.0-J12.9, J13, J14, J15.0-J15.9, J16, J17.0*-17.8*, J18.0-J18.9 პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შერეული გენეზის), საშუალო სიმძიმის, გარდა ტუბერკულოზური ეტიოლოგიისა;

·         B22.7, B21.1, B21.2, B22.0, A81.2 ცნს დაზიანებანი (ლიმფომა, პმლ, ენცეფალოპათია, სხვა), რომლის მართვაც ვერ ხერხდება ამბულატორიულად

·         B20.3, B02 ჰერპეს ზოსტერი

·         B20.4, B20.5 ვისცერული სოკოვანი ინფექციები – საშუალო სიმძიმის

·         B20.7, A02, A03, A04, A05, A06, A07, A09 დიარეა (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტებით გამოწვეული), საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

·         B22.7, D61.1, არვ პრეპარატების თანმხლები გვერდითი მოვლენები (ანემია, პანციტოპენია)

·         B22.7, L50.0 არვ პრეპარატების თანმხლები გვერდითი მოვლენები (ალერგიული ურტიკარია)

·         B22.7, K74.0-K.74.6 ღვიძლის ციროზი, ჩაილდ-პიუ A და B კატეგორია

·         B23.1 აივ გენერალიზებული პერსისტული ლიმფადენოპათია

·         B20.3, A60.0, A60.1, A60.9 ანოგენიტალური ჰერპესული წყლულები

·         B20.8, A50, A51, A52, A53, A54, A55, A56 აივ/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სიფილისი, გონორეა, არაგონორეული ურეთრიტი, ვენერიული ლიმფოგრანულომა და სხვ)

·         B22.0 აივ ენცეფალოპათია – საშუალო სიმძიმის

·         B22.7, G95.9 აივ მიელოპათია – საშუალო სიმძიმის

·         B22.1 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ინტერსტიციული პნევმონიტი

·         B22.7, N30-N39, N18.1-N18.9 აივ/შიდსი და თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები (ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი და სხვ)

·         B22.7, L00-L08, L40.0-L40.9 აივ/შიდსი და დერმატოლოგიური დაავადებები (ფსორიაზი, გენერალიზებული პიოდერმია, სებორეა, კანის ინვაზიური მიკოზები და სხვ)

·         B22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი –  საშუალო სიმძიმის (დაიკლო სხეულის წონის 10%)

·         B20.8, B55.0-B55.9 ვისცერული ლეიშმანიოზი, საშუალო სიმძიმის

·         B22.7, B15, B16, B17 მწვავე ვირუსული ჰეპატიტი

·         B20.6 პნევმოცისტური პნევმონია – საშუალო სიმძიმის

·         B20.0 მიკობაქტერიული ინფექცია  – საშუალო სიმძიმის

·         B22.7, K71.1-K.71.9 ტოქსიკური ჰეპატიტი (მწვავე, მედიკამენტოზური)  –  საშუალო სიმძიმის

·         B23.0 მწვავე რეტროვირუსული სინდრომი –  საშუალო სიმძიმის

·         B22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი  –  მძიმე (დაიკლო სხეულის წონის 10%-ზე მეტი)

B23.2 აივ-ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

 

2.2

შიდსის სტაციონარული მომსახურება (მძიმე)

4450

 

·         B 20.5, B45.0-B45.9 კრიპტოკოკური ინფექცია, პნევმონია, მენინგიტი

·         B20.4, B20.5 ვისცერული სოკოვანი ინფექციები  –  მძიმე

·         B20.8, B58.2 + ცერებრული ტოქსოპლაზმოზი

·         B20.3, B02.0+, B02.1+, B00.3+, B00.4+ ჰერპესული ინფექცია (HSV, VZV)– ენცეფალიტი, მენინგიტი, მიელიტი

·         B20.7, A02, A03, A04, A05, A06, A07, A09 დიარეა (ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტებით გამოწვეული), საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას

·         B20.2, B25.0-B25.9 ციტომეგალოვირუსული დაზიანება ორგანოებისა (ენცეფალიტი, რეტინიტი, ეზოფაგიტი, კოლიტი, ჰეპატიტი);

·         B20.1, A.52.1 ნეიროსიფილისი

·         B20.1, G00-00.9, G 01*, G 02* ბაქტერიული მენინგიტი

·         B20.8, B55.0-B55.9 ვისცერული ლეიშმანიოზი, მძიმე

·         B20.6 პნევმოცისტური პნევმონია

·         B20.7 J12.0-J12.9, J13, J14, J15.0-J15.9, J16, J17.0*-17.8*, J18.0-J18.9 პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შერეული გენეზის), მძიმე, არა ტუბერკულოზური გენეზის

·         B20.0 მიკობაქტერიული ინფექცია

·         B 20.7,B37.6+, I33.0, I33.9ენდოკარდიტი (მწვავე, ქვემწვავე, გახანგრძლივებული, ბაქტერიული, კნდიდოზური, დაუზუსტებელი)

·         B20.7, A40-A40.9, A41-A41.9 სეფსისი (ბაქტერიული, სოკოვანი)

·         B22.7, K74.0-K.74.6 ციროზი, ჩაილდ–პიუ B და С კატეგორია

·         B22.7, B15, B16, B17 მწვავე ვირუსული ჰეპატიტი

·         B22.7, K71.1-K.71.9 ტოქსიკური ჰეპატიტი (მწვავე, მედიკამენტოზური)

·         B23.0 მწვავე რეტროვირუსული სინდრომი

·         A 81.2 პროგრესული მულტიფოკალური ლეიკონცეფალოპათია

·         B22.7, G61.0, G61.8, G61.9, G62.9, G64 პოლინეიროპათია

·         G 89.3 იმუნური რეკონსტიტუციის სინდრომი

·         B21.0-B21.9 აივ/შიდსი და ავთვისებიანი სიმსივნეები (კაპოშის სარკომა, ლიმფომა, ანალური კარცინომა, ცერვიკალური კარცინომა და სხვ)

·         B22.7, L00-L08, L40.0-L40.9 აივ/შიდსი და დერმატოლოგიური დაავადებები (ფსორიაზი, გენერალიზებული პიოდერმია, სებორეა, კანის ინვაზიური მიკოზები და სხვ)

·         B22.7, I00-I02 აივ/შიდსი და რევმატოლოგიური დაავადებები (ართალგია, მიოპათია, მულტისისტემური მანიფესტაციები და სხვ)

·         B22.7, N30-N39, N18.1-N18.9 აივ/შიდსი და თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებები (ნეფროპათია, გლომერულონეფრიტი და სხვ)

·         B22.7, I40, I41*,I42, I43*,I51.4, I51.6, I52* აივ/შიდსი და კარდიოვასკულური დაავადებები (პერიკარდიული გამონაჟონი, არითმია, კორონარული დაავადება, კარდიომიოპათია, მიოკარდიტი)

·         B22.0 აივ ენცეფალოპათია-მძიმე

·         B22.7, G95.9 აივ მიელოპათია-მძიმე

·         B20.8, A02.1 სალმონელური სეპტიცემია

·         B20.3, B02.2+, B02.3, B02.7, B02.8დისემინირებული ზოსტერი

·         B22.2 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული განლევის სინდრომი- მძიმე (დაიკლო სხეულის წონის 10%-ზე მეტი)

·         B23.2აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

 

2.3

შიდსის სტაციონარული მომსახურება კრიტიკული (არ ესაჭიროება მართვითი სუნთქვა)

8030

 

- B22.7, R57, R57.1, R57.2, R57.8, R57.9, T78.2 ყველა სახის შოკი (ინფექციურ-ტოქსიკური, ჰიპოვოლემიური, ანაფილაქსიური)

- B22.7, K72, K72.0, K72.1 K72.9 ღვიძლის უკმარისობა (ღეიძლის ციროზის დროს, ვირუსული, ტოქსიკური ჰეპატიტებისას)

- B22.7, N17-N19, თირკმლის უკმარისობა;

- B22.7, J 96.0 სუნთქვის უკმარისობა;

- B22.7,G.93.6 ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა, კომატოზური მდგომარეობა, სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა ცნს დაზიანების გამო;

- B20.9 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული დაუზუსტებელი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა;

- B23.8 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობანი.

 

2.4

შიდსის სტაციონარული მომსახურება კრიტიკული (ესაჭიროება მართვითი სუნთქვა)

10450

 

·         B22.7, R57, R57.1, R57.2, R57.8, R57.9, T78.2 ყველა სახის შოკი (ინფექციურ-ტოქსიკური, ჰიპოვოლემიური, ანაფილაქსიური)

·         B22.7, K72, K72.0, K72.1 K72.9 ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ციროზის დროს, ვირუსული, ტოქსიკური ჰეპატიტებისას)

·         B22.7, N17-N19, თირკმლის უკმარისობა;

·         B22.7, J 96.0 სუნთქვის უკმარისობა;

·         B22.7,G.93.6 ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა, კომატოზური მდგომარეობა, სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა ცნს დაზიანების გამო

·         B20.9 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული დაუზუსტებელი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა

·         B23.8 აივ ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სხვა დაზუსტებელი მდგომარეობანი

 

 

დანართი 7.2 – ტესტირებების ღირებულებები

 

მომსახურება

ღირებულება

(ლარი)

1

ტესტის წინა კონსულტაცია

5.65

2

განმეორებითი სკრინინგი სწრაფი/მარტივი მეთოდით

5.68

3

განმეორებითი ტესტირებებისთვის გამოყენებული განსხვავებული მწარმოებლის ტესტების ღირებულება (ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დადგენილი ტარიფისა)

5.78

4

სკრინინგი სწრაფი/მარტივი მეთოდით

5.68

5

მაღალი რისკის პირების სკრინინგი აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, სკრინინგი ტუბერკულოზზე

5.68

6

სკრინინგისათვის გამოყენებული სახარჯი მასალის ღირებულება (ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დადგენილი ტარიფისა)

0.6

7

ტესტის შემდგომი კონსულტაცია

4.20

8

მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებითი სამუშაოები; აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და გამოკვლევა სკრინინგული მეთოდებით

25

9

ზედამხედველობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებითი სამუშაოები

10

10

სისხლში აივ/დნმ განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით

130.30

11

ჯინექსპერტის აპარატზე C ჰეპატიტის კვლევის ღირებულება

10

 

დანართი 7.3 – ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპიის მონიტორინგის მობილური ბრიგადების ანაზღაურება

 

რეგიონი

მიმწოდებელი

ბრიგადის (ექიმი, ექთანი, მძღოლი) ანაზღაურება (ლარი)

ბრიგადის (ექიმი, მძღოლი) ანაზღაურება (ლარი)

ბრიგადის (ექთანი, მძღოლი) ანაზღაურება (ლარი)

ქალაქში

ვიზიტი რეგიონში

ქალაქში

ვიზიტი რეგიონში

ქალაქში

ვიზიტი რეგიონში

კახეთის რეგიონი

თბილისის ბრიგადა

65

114

54

87

37

70

შიდა ქართლის რეგიონი

ქვემო ქართლის რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

იმერეთის რეგიონი

ქუთაისის ბრიგადა

სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონი

ზუგდიდის ბრიგადა

აჭარის რეგიონი

ბათუმის ბრიგადა

გურიის რეგიონი

 

დანართი 7.4სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ ინფექციის/შიდსის მქონე პირებში და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები)

 

1. მიზანი – მაღალი რიკის პირებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

2. მომსახურება მოიცავს:

ა) მაღალი რისკის პირების დიაგნოსტიკას სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) – სამიზნე მაჩვენებლის არანაკლებ 90% (მინიმუმ 2500 შემთხვევა კალენდარული წლის განმავლობაში). ამასთან, ერთი და იგივე პირის დიაგნოსტიკა წლის განმავლობაში დასაშვებია არაუმეტეს ორჯერ;

ბ) რისკის შემცირების კონსულტაციის მიწოდებას;

გ) დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მქონე პირთა მკურნალობაში ჩართვას – არანაკლებ 95%-ის მოცვა მკურნალობით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბენეფიციარი ინფორმირებულ უარს აცხადებს მკურნალობაზე, ან სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ ექვემდებარება მკურნალობას, რაც დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამის სამედიცინო ისტორიაში);

დ) მაღალი რისკის პირების სკრინინგს აივ-ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ტესტებითა და სახარჯი მასალით;

ე) მონიტორინგის წესი, შესრულების დამატებითი ინდიკატორები და სხვა პირობები განისაზღვრება მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და შესაბამისი ინდიკატორების შესრულების დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს დაფინანსების მოცულობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას შემდგომ პერიოდზე.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin:0cm; mso-para-margin-bottom:.0001pt; mso-pagination:widow-orphan; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman",serif;}